რამდენიმე კომენტარი არგენტინა-გერმანიის მატჩის შემდეგ...

იოაჰიმ ლიოვი: "ფეხბურთი, რომელიც მეორე ტაიმში ვითამაშეთ, იყო ტოპკლასის. ჩემმა გუნდმა ჩემპიონური სულისკვეთება აჩვენა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სხვაობით მოვიგებდით. მატჩის წინ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენ ბევრ საკითხზე ვილაპარაკეთ და საოცარია, რომ ბიჭებმა თითქმის ყველა დავალება შეასრულეს. მეორე ტაიმში ჩვენ მოვახერხეთ რთული სიტუაციიდან გამოსვლა. ჩვენ ახლა მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდში ვართ. მაგრამ ეს არის ის ადგილი, რაც გერმანიის ნაკრებს ისედაც ეკუთვნის, ახლა ჩვენი მიზანია, წავიდეთ უფრო შორს და დიდი საქმე გავაკეთოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა".

ბასტიან შვაინშტაიგერი: "დღეს განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. მე ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ჩვენ სუპერტაქტიკა გვაქვს. ჩვენი გუნდი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რათა მომდევნო ეტაპიც გადავლახოთ და ფინალში გავიდეთ. ნახეთ, რა მეტოქეები დავამარცხეთ - ინგლისი, არგენტინა... ჩვენ უკვე გავიარეთ გრძელი გზა. გერმანიის დღევანდელი ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდულია და ბევრ ფეხბურთელს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. მზად ვართ, ნახევარფინალში შევხვდეთ ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სტატუსი აქვს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გუნდს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ნახევარფინალის გავლაც შეგვიძლია. დიახ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა".

თომას მიულერი: "დაუჯერებელია, რაც დღეს მოხდა. როცა ამარცხებ არგენტინის ნაკრებს და თან ასეთი ანგარიშით, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. დღეს არ შეიძლება გამოყო ერთი რომელიმე ფეხბურთელი, დღეს ვარსკვლავი იყო მთელი გუნდი. თითოეული ჩვენგანი შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს დებს მოედანზე... იმედი მაქვს, ჩემი თანაგუნდელები (ორი გაფრთხილების გამო მიულერი ნახევარფინალში ვერ ითამაშებს - რედ) მომდევნო მატჩსაც საკადრის დონეზე ჩაატარებენ. მე კი, იქნებ, ფინალშიც მოვახერხო გოლის გატანა".

მიროსლავ კლოზე: "ისევე, როგორც ინგლისის ნაკრებთან, დღესაც ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ეს ერთი სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ - პატივისცემა! მე ვამაყობ ამ გუნდით, და ასევე გუნდით, რომელიც ამ ბიჭების ზურგს უკან დგას. გერმანიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ნამდვილი სენსაციაა. ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დავისახეთ - გავედით ნახევარფინალში და მოვხვდით პლანეტის ოთხ უძლიერეს გუნდს შორის. ახლა დარჩა პრემია"!

კარლოს ტევესი: "ასეთი მარცხი ნამდვილად დიდი დარტყმაა, რის გამოც ვგრძნობ მძიმე ტკივილს, მაგრამ რა ვუყოთ, ეს ფეხბურთია. ხანდახან ხდება ისეც, რომ რაღაც არ გამოგდის და მოლოდინი გიცრუვდება. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, რატომ წავაგეთ ასე... გერმანიის ნაკრები ტოტალურად დომინირებდა, ჩვენ კი ხეირიანად ვერც ვიმორჩილებდით ბურთს... მაგრამ მე ახლა ხელს არავისკენ ვიშვერ"...

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა