საქართველოს პირველი ლიგის გენერალური სპონსორი ცნობილი გერმანული ბრენდი "სალერი" იქნება
ერთ-ერთ ინტერნეტ-გვერდზე აფრიკული კლუბის გუნდურ სურათს წავაწყდი, რომლის მსგავსად გამოწყობილი ბევრი ქართული კლუბის მოთამაშეებიც გვიხილავს - სხვადასხვა ფერის ტრუსებში, მაისურებსა და გეტრებში გამოწყობილი; არც ისე დიდი ხნის წინ კი, ეროვნული ნაკრების წევრებიც ვარჯიშზე.

14 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოში კომპანია "სალერის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემა ერთი წლით მოგვარდა: მომავალი სეზონიდან პირველი ლიგის გენერალური სპონსორი ცნობილი გერმანული ბრენდი "სალერი" იქნება, რომელიც ლიგაში მოასპარეზე ყველა 24 გუნდს სრულ ეკიპირებას გადასცემს.

ზვიად სიჭინავა:

- პირველი ლიგის ჩემპიონატის წილისყრა 16 აგვისტოს ჩატარდება, პირველი ტურის მატჩები კი - 25 აგვისტოს.

ვიცით, რა მდგომარეობაა და სწორედ აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლიგის 24-ივე მონაწილისთვის "სალერის" სრული ეკიპირების 40 კომპლექტი შეიძინა.

გუნდებს საჩუქარი ჩემპიონატის დაწყებამდე გადაეცემათ.

- "სალერი" ტექნიკური სპონსორია თუ გენერალური?

- გენერალური სპონსორია. მოხარული ვარ, კომპანიამ თანადგომა რომ გადაწყვიტა, რადგან პირველ ლიგას ყურადღება ძალიან აკლდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთელები პირველი ლიგიდანაც მოდიან და არა მხოლოდ საფეხბურთო სკოლებიდან და იქაც არის საინტერესო კლუბები.

- ეკიპირების თანხა ფედერაციამ გადაიხადა თუ სახელმწიფომ?

- ეკიპირება სახელმწიფოს დახმარებით შევიძინეთ, რაც ნახევარ მილიონ ლარამდე დაგვიჯდა. "სალერმა" კი სერიოზული ფასდაკლება გააკეთა.

ფერები კლუბებმა თავად შეარჩიეს. კომპლექტში შედის ყველაფერი - სავარჯიშო და სათამაშო ფორმები, კეპით დაწყებული, სპორტული ფეხსაცმლით დამთავრებული.

აქვე გეტყვით, რომ კომპანია "სალერი" ვალდებულია, რომ საფირმო მაღაზიაში გაყიდოს ყველა პირველლიგელი გუნდის ფორმა, გულშემატკივარმა საყვარელი კლუბის მაისურის შეძენა რომ შეძლოს.

- "გაგრა" აქამდე "პუმათი" ასპარეზობდა და "სალერის" ეკიპირებას დათანხმდება?

- მეც მეგონა, რომ პრობლემა შეიქმნებოდა, მაგრამ "გაგრას" პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ ადამიანურად გაგვიგო, რამაც ძალიან გამახარა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:

- "სალერის" მეპატრონე რიჩარდ სალარი ორჯერ იყო საქართველოში ჩამოსული. თავიდან თანამშრომლობას საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" გეგმავდა, მაგრამ ჩვენ მასშტაბის გაზრდა და პირველი ლიგის გუნდების დახმარება უფრო საჭირო საქმედ ჩავთვალეთ. იმიტომ, რომ ყურადღება მხოლოდ ნაკრებებს ეთმობა, პირველი, რეგიონული ლიგები და საბავშვო სკოლები კი ჩრდილშია მოქცეული. ამიტომ ჩვენი სურვილია, პირველ ლიგასთან ვითანამშრომლოთ.

დიღომში დიდი წარმომადგენლობის, სპორტული კომპლექსისა და სპორტული სამოსის ცენტრის აშენებაში "სალერმა" 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. პრეზენტაციას სექტემბრისთვის ვგეგმავთ, სადაც ეკიპირების შეძენას შეძლებს სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელი და გულშემატკივარი.

ყოველგვარი შეთანხმების გარეშე საჩუქარი მსაჯებსაც გავუკეთეთ და მათ 100 კომპლექტი გადაეცემათ. გარდა ამისა, 5-5 ათასი ლარით დავაჯილდოვებთ პირველი ლიგის ორივე ზონის პირველ-მეორეადგილოსნებს და დამატებით საჩუქრად თითო კომპლექტს გადავცემთ.

გვსურს სხვა სახეობების თანადგომაც. სიურპრიზებს კიდევ შემოგთავაზებთ:

სპორტული ჟურნალისტიკა უმადური საქმეა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც კრიტიკა არავის სიამოვნებს. ამიტომ სიურპრიზები ჟურნალისტიკის თანადგომისა და განვითარებისთვისაც შემოვინახეთ.

- დღევანდელი მოვლენა სასიამოვნოა, მაგრამ ზოგადად ჩვენს ფეხბურთში ფულს არ დებენ. ხომ არ გეგმავთ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომ გაიგოთ, რა პრობლემები აბრკოლებთ და რისი გამოსწორება შეიძლება?

ზვიად სიჭინავა:

- ბიზნესმენი მაშინ მოდის ფეხბურთში, როდესაც ფეხბურთი უყვარს. ბევრს ჰგონია, რომ ბიზნესმენმა მხოლოდ ფული უნდა ჩადოს, კლუბში კი საქმე სხვებმა უნდა აკეთონ. ეს არასწორი მიდგომაა.

წლებია, "გაგრას" ბესო ჩიხრაძე პატრონობს. გუნდი ხან პირველ ლიგაშია, ხან უმაღლესში, ბევრს წვალობს და ხშირად უჭირს კიდეც, მაგრამ მაინც ინახავს, რადგან ეს საქმე უყვარს.

მე ხან "პრარაბს" მეძახიან და ხან რას, მაგრამ მე ამ პოსტზე ვერასოდეს მოვიდოდი, ჩემამდე საქმე რომ გაეკეთებინათ და ამდენი ვალი არ დამხვედროდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:

- პრობლემა ისაა, რომ ქართული ბაზარი დიდი მასშტაბის არ არის. ძნელია, საქართველოში აკეთო ბიზნესი და თან ფეხბურთში ფული ჩადო.

ნავთობმაგნატები და სხვა დიდი შეძლების ხალხი ფეხბურთით რატომ ინტერესდებიან? პირველი - სიამოვნებისთვის და მეორე - მოტივაციისთვის, რაც სხვადასხვა ფაქტორით აიხსნება.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ცუდი ბეგრაუნდი ჰქონდა, რადგან ასოცირდებოდა ინტრიგებთან, ჩაწყობილ თამაშებთან და არაჯანსაღ ურთიერთობებთან. ეს ხელს ძალიან გვიშლიდა. ამას გარდა, ძნელია ბიზნესი ააწყო იქ, სადაც მენეჯმენტის პრობლემებია. მაგრამ წინ უნდა ვიაროთ და ვეძებოთ, თუ რა გვაერთიანებს და არა, რა გვაშორებს.

ფეხბურთში კონკურენცია თუ გამოიკვეთება და გარემო მისაღები გახდება, ვითარება აუცილებლად შეიცვლება.

გვინდა, რომ ჩვენი ნაბიჯი გადამდები იყოს სხვა კომპანიებისთვისაც, რათა შეიქმნას კონკურენცია და ბედნიერი ვიქნები, ხვალ ფედერაციას რომელიმე კომპანია ჩვენზე უკეთესი წინადადებით თუ მიმართავს. ეს ისევ და ისევ ჩვენს ფეხბურთს წაადგება.

სალერი პირველლიგელებს შემოსავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა