ზვიად სიჭინავამ სფფ-ის წინა ხელმძღვანელობისგან დატოვებული 18-მილიონიანი დავალიანება თითქმის გაისტუმრა
გემახსოვრებათ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მისვლის შემდეგ ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობისგან 18-მილიონლარიანი დავალიანება დახვდა.

სწორედ ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას დღემდე მისი გასტუმრება უწევდა. 14 აგვისტოს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სიჭინავამ განაცხადა, რომ ვალები თითქმის გასტუმრებულია.

"გაგიკვირდებათ და, ფედერაციას ვალი თითქმის აღარ დარჩა: მხოლოდ 350 ათასი ევრო უნდა გადავუხადოთ "ინფრონტს", რომელიც ჩვენი ნაკრების ტელერეპორტაჟების ჩვენების უფლებას ფლობს, 37 500 ევრო კი - "პუმას".

350 ათას ევროს მომავალ წელს გადავიხდით, როდესაც ეს ტელესააგენტო 400 ათასს ჩაგვირიცხავს.

წინა წლების სამწუხარო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აჯობებს ხანმოკლე კონტრაქტები გავაფორმოთ, რადგან თანხები ყოველწლიურად იცვლება. მე სწორედ ასე ვაკეთებ. ამიტომ გავაფორმეთ ერთწლიანი ხელშეკრულება "სალერთან" და "სოკართან". ამის უფლება რომ გვქონოდა და "ინფონტთან" კონტრაქტი 2013 წლამდე არ ყოფილიყო გაფორმებული, მარტო ესპანეთთან თამაშის ტელერეპორტაჟს 3-4 მილიონ ევროდ გავყიდიდით.

ახლა კი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სადაც ესპანეთთან ერთად საფრანგეთიც გვესტუმრება, საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებში მხოლოდ 1,7 მილიონ ევროს მივიღებთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ინფრონტთან" კონტრაქტის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ", - ამბობს სიჭინავა.

ზვიად სიჭინავა: ვალები თითქმის აღარ დაგვრჩა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები

NIKA
მერე თქვე დალოცვილებო კალენდარს როცა ადგენდნენ მაშინ ვერ გაითვალისწინეთ,რომ ეს თამაშები 2013 წელს დაგეგეგმათ?სცადეთ ისეთი კალენდრის გატანა სადაც ესპანეთთან და საფრანგეთთან საშინაო თამაშები შემდეგ წელს გვექნებოდა და შესაბამისად მეტ თანხას ავიღებდით ტელერეპორტაჟებიდან?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა