თუკი კატალონიელები უცხოელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენენ, გამოვა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში ის სეზონს ყველაზე ცოტა ლეგიონერით შეხვდება
"ბარსელონას" სახელს ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის სახელს უკავშირებენ მთელი მსოფლიოდან.

მიზეზი ის არის, რომ კლუბში თავად აცხადებენ, რომ გუნდის დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

თუკი კატალონიელები უცხოელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენენ, გამოვა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში ის სეზონს ყველაზე ცოტა ლეგიონერით შეხვდება.

ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ამჟამად 8 ლეგიონერია - ალვეში, მესი, სანჩესი, დოს სანტოსი, მასკერანო, აფელაი, ადრიანო და აბიდალი. უკანასკნელად, როცა გუნდში ამაზე ცოტა უცხოელი ირიცხებოდა, 1995/96 წლების სეზონი გახლდათ.

მაშინ "ბლაუგრანას" ღირსებას პოპესკუ, პროსინეჩკი, ჰაჯი, კოდრა და ფიგუ იცავდნენ. შედარებისთვის გეტყვით, რომ 1998/99, 2006/07 და 2007/08 სეზონებში "ბარსას" 15-15 ლეგიონერი ჰყავდა.

ხაზგასასმელია ის, რომ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელების 68% აკადემიის აღზრდილია. ესენი არიან: მესი, ვალდესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ალკანტარა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, კუენკა, ფონტასი, ბარტრა, მონტოია და მუნიესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა