18 წლის კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩვენმა გუნდმა, როგორც იქნა, პირველი გამარჯვება მოიპოვა
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გრძელდება 18 წლის კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონში 22 ნაკრების მონაწილეობით.

პირველი ეტაპის შემდეგ გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც უმაღლეს ეშელონში აღსაზევებლად ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები კი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მე-17 ადგილისთვის იბრძოლებს. 15 აგვისტოს G ჯგუფში, სადაც ახალგაზრდა "ჯვაროსნებთან" ერთად შვეიცარიელები და ნორვეგიელები მოხვდნენ, ჩვენი ბიჭები შვეიცარიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ოთხწაგებიანი სერიის შემდეგ ქართველებმა ნავსი გატეხეს და მეტოქე 22-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

პირველი მეოთხედი ჩვენებმა 23:12 მოიგეს, მეორე ათწუთიან მონაკვეთში კიდევ შვიდი ქულით გაზარდეს მონაგარი. შესვენების შემდეგ შვეიცარიელები გააქტიურდნენ და მესამე მეოთხედში ოთხი ქულით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს - მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა ბოლო რაუნდი ისევ შვიდქულიანი უპირატესობით მოიგეს და საბოლოოდ 95:73 (23:12, 21:14, 26:30, 25:17) გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ნიკა რამიშვილმა, რომელმაც 16 წუთში 18 ქულას, 3 მოხსნას, 3 პასსა და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა თავი. ირაკლი მიქელაძემ - 15, ბექა ბურჯანაძემ - 12, გიორგი ცირეკიძემ და ლერი კვანტალიანმა - 11-11 ქულა მოაგროვეს. შვეიცარიელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ანჯელკოვიჩი. კოსტიჩმა - 11, ლე სანმა კი 10 ქულა შესძინა გუნდს.

16 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები ნორვეგიას შეხვდებიან, რომლის ძლევის შემთხვევაში მე-17 ადგილისთვის ითამაშებენ.

15 აგვისტოს მე-2 რაუნდის სხვა ორთაბრძოლებიც გაიმართა:

1-8 ადგილებისთვის

E ჯგუფი: ისრაელი-ჩეხეთი 77:70, ინგლისი-ესტონეთი 73:49. ინგლისი-4, ჩეხეთი-3, ისრაელი-3, ესტონეთი-0 ქულა.

F ჯგუფი: ჩერნოგორია-ბელგია 62:82, ფინეთი-ბოსნია 86:84. ბელგია, ფინეთი, ჩერნოგორია, ბოსნია - 3-3 ქულა.

9-16 ადგილებისთვის

G ჯგუფი. რუმინეთი-ავსტრია 50:80, უნგრეთი-სლოვაკეთი 71:38. ავსტრია-4, უნგრეთი-4, რუმინეთი-2, სლოვაკეთი-2 ქულა.

H ჯგუფი. შვედეთი-პორტუგალია 48:60, ისლანდია-ჰოლანდია 63:70. პორტუგალია-4, ჰოლანდია-3, შვედეთი-3, ისლანდია-2 ქულა.

17-22 ადგილებისთვის

I ჯგუფი. შოტლანდია-ლუქსემბურგი 61:75.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა