"ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა გორის "დილასთან" გამარჯვებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური სენსაციით დასრულდა - გორის "დილამ" "ბასაზე" "ვიტ ჯორჯია" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

"ლელომ" ტურის მწვრთნელად ვეტერინართა თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი დაასახელა. მას ამ მატჩისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ვესაუბრეთ.

- უპირველესად, დიდ მადლობას გეტყვით ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებისა და სიმბოლურ ნაკრებში ჩემი ფეხბურთელების შეყვანისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ამ წარმატებას გუნდური სულისკვეთებით მიაღწია და არა რომელიმე კონკრეტული მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის დამსახურებით.

ასე რომ, დიდ მადლობას ვუხდი "ვიტ ჯორჯიას" ყველა მოთამაშესა და ჩემს ასისტენტებს, რამაზ სვანაძესა და მეკარეების მწვრთნელ ლევან აბაშიძეს.

- რა დავალებები მიეცით გუნდს "დილასთან" მატჩის წინ?

- ევროტურნირის მატჩიდან საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა ყოველთვის ძნელია და ვიცოდით, რომ ამ პრობლემის წინაშე "დილაც" დადგებოდა.

მეტოქემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და ამანაც ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. ჩემს ფეხბურთელებს მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის ბოლომდე ბრძოლა და სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება დავავალე და მათ ეს ამოცანები კარგად შეასრულეს.

ვიცოდით, რომ კონტრშეტევაზე შანსი აუცილებლად მოგვეცემოდა და საბედნიეროდ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია.

პირველი ტაიმი "დილას" საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და მეტოქემ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიამ" "დილას" ტოლი არაფერში დაუდო და კონტრშეტევებით ანგარიშის გაზრდაც კი შეგვეძლო.

წარმატებული სტარტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულები ვართ, ჩემპიონატი ასეთი გამარჯვებით რომ დავიწყეთ. "დილას" ევროპული წარმატებით კი ძალიან გახარებული ვარ და მას წინსვლასა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ვუსურვებ.

- "ვიტ ჯორჯიამ" "დილასთან" ხუთი მცველით ითამაშა. ეს სიახლე უშუალოდ ამ კონკრეტულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის გამოიყენეთ თუ სხვა მატჩებშიც ამ ტაქტიკას მოსინჯავთ?

- ხუთი მცველით თამაშის ვარიანტი თურქულ შეკრებაზე დავამუშავეთ და ამ კონკრეტულ შეხვედრაში ამან გაგვიმართლა. ტაქტიკას მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე შევარჩევთ ხოლმე და დროდადრო ხუთი მცველითაც ვითამაშებთ.

- თურქეთში განვლილ შეკრებას როგორ შეაფასებთ?

- საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, რომელმაც საშუალება მოგვცა, სეზონს კარგი კონდიციებით შევხვედროდით. სპარინგ-მატჩები თურქეთის პირველი ლიგის კლუბებთან ჩავატარეთ, რომლებსაც ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ.

- ახალი სეზონისთვის კონკრეტული ამოცანა თუ გაქვთ დასახული?

- გვინდა, ჩემპიონატის ექვს საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, ეს ამოცანა მიუღწევლად არ მიმაჩნია.

- რით იქნება "ვიტ ჯორჯია" გამორჩეული ახალ სეზონში?

- ჩვენ არ ვართ მდიდარი კლუბი, მაგრამ სამაგიეროდ, ვართ ერთი ოჯახი და ერთსულოვნებით შეგვიძლია, ჩვენი სიტყვა ვთქვათ ეროვნულ ჩემპიონატში.

ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი კლუბის აღზრდილია. ისინი ჩემი მეთვალყურეობით დაოსტატდნენ და მთავარი წარმატებები წინ აქვთ. ასეთი ატმოსფერო იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და მაღალი ამოცანები დავისახოთ.

ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, რომ შრომა დაუფასდებათ და თუ პროგრესი გააგრძელეს, კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელების შესაძლებლობაც მიეცემათ.

- ახალი ჩემპიონატის მიმართ როგორი მოლოდინი გაქვთ?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრმა გუნდმა შემადგენლობა გააძლიერა და ამის გამო ნებისმიერი უმაღლესლიგელისთვის წარმატების მიღწევა კიდევ უფრო გაძნელდა, ვიმედოვნებ, რომ ეს ჩემპიონატი წინაზე ერთიორად დაძაბული და საინტერესო გამოვა.

მთავარია, მოედნებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი ცოტა მაინც გამოსწორდეს. ჩემპიონობისთვის არაერთი კლუბი იბრძოლებს, თუმცა მთავარ ფავორიტად "დილა" მიმაჩნია.

მერაბ კოჭლაშვილი: წარმატებული სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

დილა-ვიტ ჯორჯია 0:1 - ევროპა მსხვერპლს მოითხოვს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა