ამ კვირის ტურნირების შემდეგ, შესაძლოა, ორივე რეიტინგში შეიცვალოს პირველი ნომრები
ცინცინატიში მიმდინარე მამაკაცთა და ქალთა ტურნირზე სოლიდური შემადგენლობებია შეკრებილი და იქ დიდ ბრძოლებს ელიან, მაგრამ მთავარი ინტრიგა ის არის, რომ ამ კვირის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს ლიდერი ATP-სა და WTA-ს კლასიფიკაციაში.

დავიწყოთ ქალების რეიტინგით. მარია შარაპოვას ტიტული უნდა დაეცვა ცინცინატიში, მაგრამ იქ ტრავმის გამო ვერ თამაშობს. შესაბამისად, ის 780 ქულას დაკარგავს რეიტინგში და ნებისმიერ შემთხვევაში გაუშვებს წინ პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას.

ამ უკანასკნელს აქვს შანსი, კარიერაში პირველად ქალთა ჩოგბურთის ლიდერი გახდეს. ამისთვის მას აუცილებლად ტურნირის მოგება სჭირდება, ანუ ყველაფერი პოლონელის ხელშია და ის სხვების შედეგებზე არ არის დამოკიდებული.

ასეთი სიტუაცია მას უიმბლდონზე და გასულ კვირას, მონრეალში ჰქონდა. ახლა იგივე ხდება ცინცინატიში. რადვანსკასთვის ხელის შეშლით ყველაზე მეტად სერენა უილიამსია დაინტერესებული, რომელიც, ტურნირის მოგების შემთხვევაში, ასევე უკან ჩამოიტოვებს მარია შარაპოვას.

კაცებს შორის ტიტულს იცავს ენდი მიურეი. ბოლო დროს ის ძალიან მიუახლოვდა რეიტინგში რაფაელ ნადალს, მაგრამ ახლა, შესაძლოა, 1500 ქულით დაშორდეს ესპანელს. თუმცა ეს მაშინ მოხდება, თუ ესპანელი ნაადრევად გამოეთიშება ბრძოლას.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შარშანდელი ფინალისთვის 600 ქულა უნდა დაიცვას და შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, 400 ქულას შემატებს თავის მონაგარს. ასე რომ, თუ ფედერერს სურს დაიცვას თავისი პირველი ადგილი, აუცილებელია ფინალამდე მიაღწიოს, იქ კი ჯოკოვიჩთან წაგების უფლება ექნება.

ამასობაში აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციამ იმ ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდებიან.

სპეციალური მიწვევა მიიღო 31 წლის ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა, რომელსაც ნიუ იორკში 2001 წელს გაუმარჯვია, ახლა კი 134-ე ადგილი უკავია WTA-ს რეიტინგში. ასევე პირდაპირ მოხვდნენ ძირითად ბადეში ამერიკელები: ჯეიმს ბლეიკი, სტივ ჯონსონი, ჯეკ სოკი, დენის კუდლა, რაჯივ რამი და 18 წლის დენის ნოვიკოვი. ბოლო უაილდ-ქარდის მფლობელი გახდა ფრანგი გიიომ რუფენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე