არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ პრემიერლიგაში ევროპის სეზონის უმთავრესი ტრანსფერი განხორციელდა
"დეილი მეილის ფოტომონტაჟი - რობინ ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმაში

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ პრემიერლიგაში ევროპის სეზონის უმთავრესი ტრანსფერი განხორციელდა.

"არსენალის" ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, კაპიტანი, ლიდერი და კიდევ ბევრი სხვა სტატუსის მფლობელი რობინ ვან პერსი 24 მილიონ ფუნტად "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.

არსენ ვენგერმა ყველაფერი გააკეთა ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფრანგმა პირობა დადო, რომ ჰოლანდიელის ბედს ჩემპიონატის პირველ ტურამდე გაარკვევდა. ასეც მოხდა.

ოთხშაბათს ღამე ორივე კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა, რომ რობინი ამიერიდან "ოლდ ტრეფორდზე" ითამაშებს.

ვან პერსი გუშინვე უნდა სწვეოდა მანჩესტერს, რათა სამედიცინო შემოწმება გაევლო და "წითელ ეშმაკებთან" პირად კონტრაქტზე მოეწერა ხელი. მაშ ასე, ტრანსფერს, რომელზე ლაპარაკიც ჯერ კიდევ 2011/12 წლების დასრულებამდე დაიწყეს, წერტილი დაესვა.

ფეხბურთელმა, ვინც "მეთოფეთა" რიგებში ნათამაშები 8 წლის განმავლობაში ვერაფერი მოიგო, გუნდიდან წასვლა დაიჟინა და მიზანს მიაღწია კიდეც.

მისი გადაბირება, "იუნაიტედის" გარდა, "მანჩესტერ სიტისა" და "იუვენტუსს" სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ორივე უარით გაისტუმრა.

ვენგერს არჩევანი არ ჰქონდა

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი გულგატეხილი ჩანდა.

"ჩვენდა სამწუხაროდ, მან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ისურვა. საკითხს ნათელი ოთხშაბათს შუადღისას მოეფინა. რასაკვირველია, ჩვენთვის კარგი არაფერია იმაში, რომ ზედიზედ ვკარგავთ მისი კალიბრის ფეხბურთელებს, მაგრამ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვქონია.

ერთი წლის შემდეგ ხომ მას უფასოდ შეეძლო წასვლა. თუმცა ჩვენ გვყავს ოლივიე ჟირუ და ლუკას პოდოლსკი, ფეხბურთელები, რომლებიც ვან პერსის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში საკომპენსაციოდ შევიძინეთ," - განუცხადა ფრანგულ TF1-ს 64 წლის მწვრთნელმა.

იმედგაცრუებულები არიან ჰოლანდიელის ყოფილი თანაგუნდელებიც.

მაგალითად - ტომას ვერმალენი, რომელმაც თქვა:

"ძალიან მინდოდა, რომ ვან პერსი დარჩენილიყო. შარშან ხომ ის, უბრალოდ, დიდებული იყო. არა უშავს, მთელი "არსენალი" უნდა დაირაზმოს ახალი სეზონის წინ. აუცილებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია რომელიმე ტურნირში გამარჯვება".

ვივ ანდერსონი მემკვიდრეზე

ვინ არის ვივ ანდერსონი და რატომაა რობინ ვან პერსი მისი მემკვიდრე? ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ის გზა გაუვლია, რომელსაც ახლა 29 წლის ჰოლანდიელი დაადგა.

აი, რა განაცხადა მან:

"ვფიქრობ, "ეშმაკებისთვის" ვან პერსი შესანიშნავი შენაძენია. ის ჩვენს ჩემპიონატში ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთელი. შეუძლია მრავალ პოზიციაზე თამაში, რაც მის ღირსებებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

"იუნაიტედმა" მასში ძალიან დიდი ფული გადაიხადა და თუკი ჰოლანდიელი გუნდს ტიტულების მოპოვებაში დაეხმარება, ჩავთვლი, რომ 24 მილიონი წყალში არ გადაყრილა. მას ნამდვილად შეუძლია, უახლოესი რამდენიმე სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.

თუკი ის, რუნი, უელბეკი და ჩიჩარიტო რეგულარულად გაიტანენ, მეტოქეებს დამატებითი სანერვიულო მიეცემათ".

ბოლოს იმ ფეხბურთელთა ვინაობას გაგაცნობთ, რომელთაც "არსენალიდან" პირდაპირ "იუნაიტედს" მიაშურეს:

დევიდ ჰერდი ("არსენალი" 1954-61; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1961-68), ჯორჯ გრემი ("არსენალი" 1966-72; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1972-74), ფრენკ სტეპლტონი ("არსენალი" 1972-81; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1981-87), ვივ ანდერსონი ("არსენალი" 1984-87; "მანჩესტერ იუნაიტედი" 1987-91).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა