ზესტაფონელთა თხოვნა, რუსთავის "მეტალურგთან" მატჩის ერთი დღით გადადებაზე, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტმა არ დააკმაყოფილა
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბალახის საფარი მაღალმა სიცხეებმა დააზიანა, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების ჩატარება გახდა აუცილებელი.

იმის გამო, რომ იქ 18 აგვისტოს თამაში სასურველი არ იყო, "ზესტაფონმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს რუსთავის "მეტალურგთან" დანიშნული საშინაო მატჩის ერთი დღით გადადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ეს რუსთაველთა ინტერესებშიც არ შედიოდა.

განიხილებოდა შეხვედრის რუსთავში ჩატარების ვარიანტიც, მაგრამ მხარეები ვერც ამაზე შეთანხმდნენ და საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ერთმანეთს თავიდან გამოცხადებულ დროსა და ადგილზე შეხვდებიან.

"ზესტაფონთან" დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ის არის, რომ ფეროელთა შემადგენლობაში ვარჯიშობს 1990 წელს დაბადებული თავდამსხმელი გუგა კიკნაძე, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას გუნდის სამწვრთნელო შტაბი უახლოეს დღეებში მიიღებს.

კიკნაძემ ბოლო წლები საბერძნეთში გაატარა და იქაურ "პანახაიკში" ირიცხებოდა.

ჯერ ასევე ღიადაა რუსი ფორვარდის, დმიტრი ვასილიევის საკითხიც. ჯერჯერობით მისი სინჯები გრძელდება.

ვარჯიში განაახლეს ჯაბა დვალმა და თემურ ღონღაძემ, რომლებმაც, შესაძლოა, "მეტალურგთან" თამაში შეძლონ; ზურაბ მენთეშაშვილი და ლუკა გუგუჩია კი მცირე ტრავმების გამო ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა