ზოგიერთ სახელმწიფოში ლონდონში წარუმატებლობებს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები
სიხარული ან იმედგაცრუება პირდაპირ არ არის დაკავშირებული ქვეყნის ადგილთან მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად ემთხვევა მოპოვებული მედლების რიცხვი იმ ამბიციებს, რომლებიც ქვეყნებს თამაშების წინ ჰქონდათ.

გარდა ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოში ლონდონში წარუმატებლობებს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები.

ყველაზე მეტად დაზარალებული გუნდების სიაში მოხვდნენ ავსტრალია და კენია - ქვეყნები, რომლებიც, ტრადიციულად, ერთ-ორ სახეობაზე აკეთებენ აქცენტს და ამჯერად არ გაუმართლათ ნაცად დისციპლინებში.

ავსტრალიელებმა მოცურავეების კრახის გამო მედლების სიაში ყველაზე დაბალი ადგილი დაიკავეს ბოლო 20 წლის განმავლობაში.

კენიელებმა კი დაგეგმილი ოქროები ვერ მოიპოვეს სტაიერულ და მარათონულ სირბილში. ავსტრალიურ სირცხვილს დაღს ასვამს ისიც, რომ ამ ქვეყნის სპორტის მინისტრმა კეიტ ლანდიმ ოქროს მედლების რაოდენობაზე სანაძლეო წააგო ბრიტანელ კოლეგასთან, ჰიუ რობერტსონთან და ახლა ბრიტანეთის ნიჩბოსანთა ნაკრების ფორმის ჩაცმა და ნავით გარკვეული დისტანციის გავლა მოუწევს.

ამასობაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გაკრიტიკებულმა პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა პრობლემის გადაწყვეტის გზა იპოვნა - ფიზკულტურა აუცილებელი საგანი უნდა გახდეს ავსტრალიის ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში.

კენიაში მორბენლების ჩავარდნის გამო საპარლამენტო კომისიის შექმნას აპირებენ. ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კიპ კეინო მიიჩნევს, რომ წარუმატებლობებში დამნაშავენი მწვრთნელები არიან, რომლებმაც საკმაოდ გვიან ჩაიყვანეს ათლეტები ლონდონში და მათ აკლიმატიზაცია ვერ მოასწრეს.

სპორტის მინისტრი პოლ ოლუომა კი ამბობს, რომ თავად სპორტსმენებსაც მიუძღვით წვლილი. "მარათონის დროს სტეფან კიპროტიჩი თბილად საუბრობდა ასბელ კიპრუისთან. ეს უკანასკნელი ისე იქცეოდა, თითქოს ეხმარებოდა უგანდელ მოწინააღმდეგეს ოლიმპიურ ჩემპიონობაში, - აღშფოთებას ვერ მალავდა ჩინოვნიკი. - ჩვენი გამოსვლა ლონდონში საშინელება იყო. ეს ფიასკოა.

მინდა ყველა სფეროში ჩავატაროთ შემოწმება, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ მომზადება 2016 წლის ოლიმპიადისთვის".

თავიანთ ოლიმპიურ ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი დააფიქსირეს ბელარუსებმა, რომლებიც თამაშების დასრულებისთანავე დოპინგ-სკანდალში გაეხვნენ და ბირთვის მკვრელი ნადეჟდა ოსტაპჩუკის ოქროც დაკარგეს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯერ კიდევ ამ ინციდენტამდე უწოდებდა ლონდონის ოლიმპიადას "ჩაგდებულს". მისმა თანაშემწემ იგორ ზაიჩკოვმა კი განაცხადა, რომ წარუმატებლობების მიზეზი გახდა სპორტსმენების არასაკმარისი თავდადება.

ბელარუსი ლონდონში 25 მედალს უმიზნებდა, მაგრამ მხოლოდ 12 მოიპოვა.

უფრო რთული დამოკიდებულება აქვთ ოლიმპიადის შედეგების მიმართ უკრაინაში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი აზაროვს მიაჩნია, რომ არასამართლიანი მსაჯობის გამო უკრაინამ ექვსი მედალი დაკარგა და დაჩაგრული სპორტსმენებისთვის ფულადი პრემიების გადახდას აპირებს.

თავისი ნაკრები გააკრიტიკა ბრაზილიურმა პრესამ. ზაფხულის მომავალი თამაშების მასპინძლები 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედლების რაოდენობით პირველ ათეულში მოხვედრას აპირებენ. არადა, ლონდონში მხოლოდ 22-ე ადგილზე აღმოჩნდნენ.

ახლა ბრაზილიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სპორტის ინდივიდუალური სახეობების დაფინანსების გაზრდას აპირებს.

რადიკალური გეგმები აქვს ისრაელს, რომელიც პირველად 1992 წლის შემდეგ, საერთოდ ოლიმპიური მედლების გარეშე დარჩა.

სპორტნაგებობებში ინვესტიციების გარდა, ისრაელი ფულს გამოჰყოფს მთელ მსოფლიოში ებრაული ფესვების მქონე სპორტსმენების მოძებნისთვისა და მათი ნატურალიზაციისთვის.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით ავსტრიელთა გასაჭირის შესახებ. ამ ქვეყანამაც ვერ მოიპოვა ვერცერთი სინჯის მედალი. ქვეყნის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, დაფინანსებისას პრიორიტეტი იმ სახეობებზე გააკეთოს, სადაც გარკვეული შედეგები არსებობს.

პოლონეთში კი ოლიმპიადაზე არასახარბიელო შედეგების გამო მრავალწლიანი გეგმა შეიმუშავეს. "პოლონური სპორტის პოტენციალი მცირდება. თუ დღეს ცვლილებები არ განვახორციელეთ, ეს ტენდენცია განვითარდება", - განაცხადა სპორტის მინისტრმა იოანა მუხამ. ისევე, როგორც ავსტრიის შემთხვევაში, პოლონეთში ფულს, პირველ რიგში, მიიღებენ ის ფედერაციები, რომლებსაც დადებითი სპორტული მაჩვენებლები აქვთ. ქვეყანა აირჩევს მისთვის სტრატეგიულ სახეობებს - მათ განსაკუთრებული ყურადღება ექნებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა