ასევე მეორე წრის მატჩები იმართებოდა ცინცინატის ქალთა ტურნირზე
ასევე მეორე წრის მატჩები იმართებოდა ცინცინატის ქალთა ტურნირზე.

პირველი მატჩი ჩაატარა პოლონელმა ფავორიტმა აგნიეშკა რადვანსკამ. მისი მეტოქე შვედი სოფია არვიდსონი იყო. ორივე ჩოგბურთელმა ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, რის გამოც რადვანსკას შვიდი ბრეიკი დაუგროვდა, არვიდსონს - ხუთი. პოლონელმა თითო სეტში ერთით მეტი ბრეიკი დააფიქსირა და ამის ხარჯზე საათსა და 23 წუთში 6:4, 6:3 მოიგო.

როგორც უკვე ვწერდით, რადვანსკას ცინცინატის ტურნირზე ძალიან დიდი მოტივაცია აქვს. თუ ის შეძლებს აქ მთავარი პრიზის მოპოვებას, მაშინ კარიერაში პირველად გახდება ქალთა კლასიფიკაციის ახალი ლიდერი. მერვედფინალში პოლონელის მეტოქე ამერიკელი სლოუნ სტივენსი იქნება.

წინა კვირას, მონრეალის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, მოგებით დაიწყო ცინცინატიში გამოსვლა ჩეხმა პეტრა კვიტოვამ. მას პირველივე მატჩში სერიოზული მეტოქე ჰყავდა გერმანელი მონა ბარტელის სახით.

კვიტოვამ ვერ შეძლო თავიდანვე მატჩში შესვლა და პირველი სეტი დათმო - 3:6, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მის ხელში გადავიდა. მეორე პარტიაში ჩეხმა იოლად მოიგო - 6:2, მესამეში კი მეტოქე გაუძალიანდა და მხოლოდ 5:5-ზე გატეხა კვიტოვამ ბარტელის წინააღმდეგობა - ზედიზედ ორი გეიმი აიღო და ბოლო სეტი მას დარჩა - 7:5.

პეტრამ ხუთი ბრეიკით დაასრულა შეხვედრა, ბარტელმა - სამით. შეხვედრა ორ საათსა და 8 წუთს გრძელდებოდა. კვიტოვა მერვედფინალში ჩინელ შუაი პენგს შეხვდება.

ორი მატჩი უარით დასრულდა. მეორე სეტში შეწყვიტეს ბრძოლა დომინიკა ციბულკოვამ და იაროსლავა შვედოვამ. სლოვაკი ისედაც უიმედოდ აგებდა ანდრეა ჰლავაჩკოვასთან, შვედოვამ კი პირველი სეტი მოუგო ურსულა რადვანსკას, მაგრამ 1:4-ზე მიატოვა კორტი.

ვენუს უილიამსს, რომელმაც პირველ წრეში მარია კირილენკო დაამარცხა, მეორე რაუნდში სერიოზული პრობლემები ჰქონდა შანელ სხეპერსთან მატჩში. ამერიკელმა წააგო პირველი პარტია, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მოიპოვა და სამ სეტში გაიმარჯვა - 2:6, 6:3, 6:2. ვენუსს წინ აქვს შეხვედრა სარა ერანისთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოლიმპიურ ტურნირზე მოუგო.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 168 400 დოლარი

II წრე

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 1)-სოფია არვიდსონი (შვედ) - 6:4, 6:3; სლოუნ სტივენსი (აშშ)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:2, 6:1; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-იულია გორგესი (გერ) 6:3, 6:0; შუაი პენგი (ჩინ)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:3, 6:4; ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11) 7:6, 4:1 უარი; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-მონა ბარტელი (გერ) 3:6, 6:2, 7:5; სარა ერანი (იტა, 7)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 6:4; ურსულა რადვანსკა (პოლ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 4:6, 4:1 უარი; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:1, 6:2; ვენუს უილიამსი (აშშ)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 2:6, 6:3, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 6)-სესილ კარატანჩევა (ყაზ) 6:1, 6:0; ნა ლი (ჩინ, 9)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:3, 4:6, 6:3.

1/8-ფინალი

ა. რადვანსკა (1)-სტივენსი; ნა ლი (9)-ლარსონი; სტოსური (3)-მაკაროვა; ერანი (7)-ვ. უილიამსი; ვოზნიაცკი (6)-პავლიუჩენკოვა (17); კვიტოვა (4)-პენგი; კერბერი (5)-ჰლავაჩკოვა; უ. რადვანსკა-ს. უილიამსი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე