ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა: მშვიდობით კარტოფილის ყანავ

ლა ლიგა: მშვიდობით კარტოფილის ყანავ

ლა ლიგის ახალი სეზონი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო - შარშანდელი აღარ გამეორდება, ტურნირი თავიდანვე ორი ბედაურის რბოლად არ იქცა (მერედამერე, ალბათ, მაინც ასე იქნება) და საინტერესოდაც დაიწყო. ხუთ ტურში ჩემპიონი "ბარსელონა" ერთხელ უკვე დამარცხდა, ხოლო "რეალმა" ორჯერ დაკარგა ქულები.

მესის მწვანე, ჩავის წითელი

ლა ლიგის ახალი სეზონი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო - შარშანდელი აღარ გამეორდება, ტურნირი თავიდანვე ორი ბედაურის რბოლად არ იქცა (მერედამერე, ალბათ, მაინც ასე იქნება) და საინტერესოდაც დაიწყო. ხუთ ტურში ჩემპიონი "ბარსელონა" ერთხელ უკვე დამარცხდა, ხოლო "რეალმა" ორჯერ დაკარგა ქულები. უკვე ჩამოყალიბდა ლიდერთა 5-6 გუნდიანი ჯგუფი. შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა "ვალენსიას", რომლისგანაც ყველა პოზიციების დათმობას ელოდა, მაგრამ თითქმის უვარასკვლავო გუნდმა კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ წაიფორხილა. პირველი მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო "ვილიარეალმა". წლეულს "ელ სუბმარინო" მართლაც კარგი ეკიპაჟით დაკომპლექტდა, შედეგმაც არ დააყოვნა. "ატლეტიკოს" სიძლიერეზე ყველა ალაპარაკდა, კიკე ფლორესის გუნდს საჩემპიონო კანდიდატადაც განიხილავენ. ალბათ, არც "სევილიას" ჩამოწერა ღირს, ანდალუსიურმა კლუბმა სტარტზევე 7 ქულა და მწვრთნელი დაკარგა, მაგრამ "სევილია" მაინც საკმარისად ძლიერია. "ესპანიოლის" ფანები ნუ გვიწყენენ, სანამ ეს გუნდი სტუმრად თამაშს არ ისწავლის, ბარსელონელებს სალიდერო მარაქაში ვერ განვიხილავთ.

უიმედო აუტსაიდერი, ალბათ, ამ სეზონში არ იქნება, თავიდან ასეთად "ლევანტე" მოსჩანდა, თუმცა ვალენსიურმა კლუბმა ბოლო ტურში სულაც "რეალს" დააკარგვინა ქულები. მოუგებლად ორი გუნდი თამაშობს "დეპორტივო" და "სარაგოსა". გალისიური კლუბი, ალბათ, ვერც ამ ტურში მოიგებს - "დეპორტივო" ხომ "სანტიაგო ბერნაბეუს" სტუმრობს, ჟოზე მოურინიოს "რეალი" კი ჯერჯერობით ბეჭდაუდებელი ფალავანია.

"ადიოს ალ კამპო დე პატატას" - ასეთი სათაური ამშვენებს რამდენიმე ესპანურ გამოცემას, "სანტიაგო ბერნაბუე" "კარტოფილის ყანას" ემშვიდობება. 22 სექტემბერს "რეალმა" ბოლოს უმასპინძლა მეტოქეს ამ სტადიონზე ("ესპანიოლი" 3:0 გაანადგურა), სწორედ ამ მატჩის შემდეგ თქვა "განსაკუთრებულმა" ის ცნობილი ფრაზა - კარტოფილის ყანაში თამაში ძნელიაო. მას მერე 10 დღეც არ გასულა და "ბერნაბეუზე" ახალთახალი ბალახი ბიბინებს, უმაღლესი ხარისხის!

იცით რა ყოფილა "ბერნაბეუზე" საფარის გაფუჭების მიზეზი? ოეკანეში ნავთობის ჩაღვრა! რომელსაც მცენარეულ საფარში მთელს დასავლეთ ევროპაში სოკოვანი დაავადებები გამოუწვევია. სტადიონის ადმინისტრატორი პაულ ბორხესი ირწმუნება, რომ მთელი ძალისხმევით ებრძოდნენ ამ სოკოს, მაგრამ ბალახის გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალი საფარი "წარმოშობით" სლოვაკურია და ის "რეალს" 200 ათასი ევრო დაუჯდა (წესით, არც ჩვენთან უნდა დაჯდეს მეტი). ასე რომ, მშვიდობით კარტოფილის ყანავ... ოღონდ მადრიდში.

ჟოზე ტაქტიკას არც ახლა ღალატობს და მატჩისთვის გუნდს დახურულ კარს მიღმა ავარჯიშებს. "მარკას" აზრით, პორტუგალიელი სპეციალისტი ცდილობს მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნისაგან გაათავისუფლოს ფეხბურთელები და არ დაუშვას გუნდში სხვა უთანხმოებაც. სხვა იმიტომ ვთქვით, რომ ერთს უკვე ჰქონდა ადგილი - პედრო ლეონმა მოურინიოს მითითებები არ შეასრულა და მწვრთნელმა ის "ოსერთან" სათამაშოდ საფრანგეთში საერთოდ არ წაიყვანა. პედრო ლეონს ყოფილი თანაგუნდელები (ხეტაფედან) გამოექომაგნენ და სულ ახალი ზიდანი უძახეს, რაზეც ჟოზემ ირონიულად თქვა, თურმე ორ ზიდანს ვიცნობდი და არ ვიცოდიო... მწვრთნელს ახლა მედიის ყურადღება კი არა, არამედ მხოლოდ მუშაობა და კიდევ მუშაობა სურს.

"რეალი"-"დეპორტივო" კვირას მორიგ ტურს დაასრულებს (სანაკრებო მატჩების გამო ორშაბათის მატჩი გაუქმებულია), დღეს კი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება "მესტალიაზე" გაიმართება: ჩემპიონატის ლიდერი "ვალენსია" კერკეტ კაკალ "ბილბაოს" მასპინძლობს.

ახალ სეზონში პირველი დარტყმა "ვალენსიამ" ჩემპიონთა ლიგის II ტურში მიიღო, როცა მეტად მოსაწყენ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" 0:1 წააგო. ახლა "ლოს ჩეს" თავკაც უნაი ემერის მთავარი ამოცანა ამ წარუმატებლობიდან ისევ ლა ლიგაზე გადართვა და წარმატებული სეზონის გაგრძელებაა. დიდი შანსია, ემერის ფონს გასვლა ორი ფეხბურთელის გარეშე მოუწიოს, რომელთაც ტრავმები ინგლისელებთან მატჩში მიიღეს - ხოაკინ სანჩესისა და ჰედვიგეს მადუროს თამაში საეჭვოა. ბასკებს დისკვალიფიცირებული ფერნანდო ამორებიეტა დააკლდებათ, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩში გააძევეს.

"ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანი", ჩვენი აზრით, ტურის ცენტრალურ მატჩს მასპინძლობს. ლა ლიგაში პირველად "სევილიას" გრეგორიო მანსანო გაიყვანს (მწვრთნელის დებიუტი ევროპის ლიგაში შედგა), მეტოქე სერიოზულია - "ატლეტიკო". "სევილიას" ხელმძღვანელობამ მე-5 ტურში ალიკანტეში მარცხისთვის მოხსნა ანტონიო ალვარესი და მის ნაცვლად მანსანო დანიშნა (ესპანეთში ბევრი ვარაუდობდა მანსანოს "სევილიაში" მისვლას. ოღონდ, სეზონის დაწყებამდე).

ანდალუსიელთა შემტევ ჯგუფში რეალური პრობლემებია, რომელთაც მხოლოდ ალვარესის წასვლით ვერ უშველის. ფორვარდი ფრედერიკ კანუტე ტრავმებს ებრძვის, ლუიშ ფაბიანოც ფორმაში ვერაა, კოჭის ტრავმის გამო ანდალუსიურ კლუბს ბრაზილიელი პლეიმეიქერი რენატო აკლია, მის არყოფნას იტალიელი ლუკა ჩიგარინი ვერ ანაზღაურებს. "ატლეტიკოს" ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი მუხლის ტრავმის გამო აკლია.

"ატლეტიკო" ევროთასებზე ცუდად ასპარეზობს, თუმცა შინაურ პირველობაზე კარგად გამოიყურება. კიკე ფლორესს "სევილიას" წინააღმდეგ სერხიო აგუეროს იმედი აქვს, არგენტინელი "ლევერკუზენის" წინააღმდეგ შეცვლაზე გამოჩნდა და კარგადაც ითამაშა. მადრიდელებს ჩეხი მცველი ტომაშ უიფალუში უბრუნდებათ, რომელმაც ლეო მესის წინააღმდეგ უხეშობა ორმატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.

დაბრუნდა მესის დამშავებელი და ბრუნდება მესიც, რომლის "ბარსელონაც" "მალიორკას" მასპინძლობს. სამაგიეროდ, პეპ გვარდიოლას არ ეყოლება ჩავი ერნანდესი, რომელსაც სანაკრებო ბატალიებისგან ასვენებენ, ბუნებრივია, ლოგიკური იქნება, თუ ის "მალიორკასთან" თამაშსაც გამოტოვებს (რაც გუშინ "ბარსას" შტაბმა დაადასტურა), "ბარსელონას" დისკვალიფიცირებული დავიდ ვილია დააკლდება, პირადი მიზეზებით გუნდიდან დროებით გათავისუფლებული ერიკ აბიდალი კი კვლავ მწყობრშია.

ესპანეთი. . VI ტურის წინ

დღეს

სარაგოსა-სპორტინგი 20:00

სოსიედადი-ესპანიოლი 22:00

ვალენსია-ბილბაო 00:00

ხვალ

ალმერია-მალაგა 19:00

ხეტაფე-ერკულესი 19:00

ოსასუნა-ლევანტე 19:00

სევილია-ატლეტიკო 19:00

ვილიარეალი-რასინგი 19:00

ბარსელონა-მალიორკა 21:00

რეალი-დეპორტივო 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვალენსია 5 4 1 0 9-3 13

2. ვილიარეალი 5 4 0 1 10-4 12

3. ბარსელონა 5 4 0 1 9-4 12

4. რეალი 5 3 2 0 6-1 11

5. ატლეტიკო 5 3 1 1 9-4 10

6. ესპანიოლი 5 3 0 2 5-8 9

7. სევილია 5 2 2 1 7-5 8

8. ბილბაო 5 2 1 2 8-7 7

9. ხეტაფე 5 2 1 2 8-8 7

10. ერკულესი 5 2 1 2 5-3 7

11. მალიორკა 5 2 1 2 4-5 7

12. მალაგა 5 2 0 3 11-11 6

13. ალმერია 5 1 2 2 4-4 5

14. ოსასუნა 5 1 1 3 3-5 4

15. რასინგი 5 1 1 3 3-6 4

16. სპორტინგი 5 1 1 3 4-9 4

17. ლევანტე 5 1 1 3 4-10 4

18. სოსიედადი 5 1 1 3 5-9 4

19. დეპორტივო 5 0 3 2 2-5 3

20. სარაგოსა 5 0 2 3 3-8 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!