ესპანელი ჩოგბურთელი დევისის თასის ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს აპირებს
მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დევისის თასის ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს აპირებს.

ამის შესახებ სააგენტო AFP-თან ინტერვიუში ჩოგბურთელის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო რაფაელმა გამოტოვა უიმბლდონი და ვერ ითამაშებს აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყება.

"ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ახლანდელი პაუზა რაფას კარიერის გაგრძელების საშუალებას მისცემს და, შესაძლოა, მომავალში მას აღარ შეექმნას პრობლემები მუხლებთან დაკავშირებით.

დევისის თასის მატჩამდე ერთი თვეა დარჩენილი, ასე რომ ვიმედოვნებთ - ის ამერიკასთან შესახვედრად სრულიად ჯანმრთელი იქნება.

უიმბლდონის შემდეგ შესვენების აღება გადავწყვიტეთ, მაგრამ რამდენიმე დღეში ძალიან გაგვიჭირდა ვარჯიშების წარმართვა. ყოველი მეცადინეობის შემდეგ, რაფა დისკომფორტს განიცდიდა.

ისე გამოვიდა, რომ მან ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო, რათა ისეთი სერიოზული დონის ტურნირზე ეთამაშა, როგორიც აშშ-ის ღია პირველობაა", - განაცხადა ტონი ნადალმა.

ესპანეთისა და ამერიკის ნაკრებთა ნახევარფინალში 14-16 სექტემბერს ქალაქ ხიხონში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა