ჩემპიონი "ზესტაფონი" შინ ვიცე-ჩემპიონ "მეტალურგთან" დამარცხდა, გორის "დილა" - "ჩიხურასთან"
17 აგვისტოს, საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტრადიციისამებრ, უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა "ქართული კლასიკო". "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" ქუთაისის "ტორპედოსთან" გამარჯვება ესპანელმა ლეგიონერებმა მოუტანეს.

მატჩის მე-9 წუთზე გია გეგუჩაძის გუნდი ალექსანდრე კვახაძემ დააწინაურა, თუმცა სტუმართა ზეიმმა დიდხანს არ გასტანა - ორიოდ წუთში მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი ჩისკომ გოლად აქცია.

ქუთათურებს კვლავ დასაწინაურებლად სულ ერთი წუთი დასჭირდათ - ამჯერად "დინამოს" კარი ელგუჯა გრიგალაშვილმა დალაშქრა.

დუშან უჰრინის შეგირდება პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს - თავი კვლავ ჩისკომ გამოიჩინა. ესპანელმა დუბლი 41-ე წუთზე გაიფორმა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე, ჩისკოს თანამემამულე ალვარომ დააფიქსირა - 3:2 თბილისის "დინამოს" სასარგებლოდ.

არანაკლებ საინტერესო იყო წინა სეზონის გამარჯვებული "ზესტაფონისა" და ვიცე-ჩემპიონი რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრა. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა ჩემპიონების დამარცხება მათსავე მოედანზე მინიმალური ანგარიშით, მატჩის მე-15 წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით შეძლეს.

მარტვილში "მერანმა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და 26-ე წუთზე, გიგა ამბროლაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება იზეიმა.

ბოლნისში ადგილობრივი "სიონისა" და ფოთის "კოლხეთის" შეხვედრაში გოლი არ გასულა.

განმუხურის სტადიონზე გამარჯვება იზეიმა "ზუგდიდმა", რომელმაც ლევან კუტალიას დუბლის წყალობით (7, 31 პენ) ბათუმის "დინამო" დაამარცხა.

უხვგოლიანი გამოდგა გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირება, რომელშიც საბოლოო გამარჯვება საჩხერელებს დარჩათ. ევროპალიგის პლეი ოფში გასულმა თემურ შალამბერიძის გუნდმა, რომელმაც I ტურში მარცხი "ვიტ ჯორჯიასთან" იწვნია, ამჯერადაც წააგო.

"მიხეილ მესხზე" გამართულ მატჩში "ჩიხურა" წინ რევაზ გოცირიძემ უკვე მე-2 წუთზე გაიყვანა . წონასწორობის აღდგენა მათე ვაწაძემ პირველსავე ტაიმში შეძლო - გორელთა ბომბარდირმა თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა.

მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე იმავე გოცირიძემ სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა - 1:2. 63-ზე კი ბესო დეკანოიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

75-ე წუთზე მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში შეხვედრის გადარჩენა გორელებმა ვეღარ შეძლეს და მეორე ტურის შემდეგ უქულოდ არიან.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" არიან, რომლებსაც 6-6 ქულა აქვთ. ბურთების უკეთესი სხვაობა (5-2) კი უმაღლესში წელს გადმოსულ "ჩიხურას" აქვს.

ასევე იხილეთ:

დუშან უჰრინი: ჩისკო და კოტო საუკეთესონი იყვნენ

XECADZE
არასწორი სათაურია, თამაში მოიგო მსაჯმა!
gadaobaaa
ისე საგოლ დილას,მაგარს ყომარობენ ჯიგრები მარა ცოტა ფული კიდე ხო უნდა გააკეთონ აბა მარტო ევროპა ლიგაზე ამდენს ვერ იშოვიან რაც ამ 2 თამაშში შეასრულეს და დადგეს...მალაცი არლი მალაცი...:დ :დ
manuchari
დილა სიონ დილა სიონთან გაიგიჯებს თავს
manuchari
დილას სიონთან მოუვა ყველაფერი
manuchari
დილა სიონთან გადაირევა ტ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა