ტურის მთავარი მოვლენა უდავოდ დიდი იტალიური დერბია და ჩვენი ყურადღების დიდი ნაწილი სწორედ ამ მატჩისკენ უნდა მივაპყროთ. თუ შემადგენლობებს გადავხედავთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთმანეთის პირისპირ ყველაზე იტალიური და ყველაზე ინტერნაციონალური გუნდები წარსდგებიან. პრინციპში, მილანურ გრანდს ასეც ჰქვია:

ტურის მთავარი მოვლენა უდავოდ დიდი იტალიური დერბია და ჩვენი ყურადღების დიდი ნაწილი სწორედ ამ მატჩისკენ უნდა მივაპყროთ. თუ შემადგენლობებს გადავხედავთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთმანეთის პირისპირ ყველაზე იტალიური და ყველაზე ინტერნაციონალური გუნდები წარსდგებიან. პრინციპში, მილანურ გრანდს ასეც ჰქვია: "ინტერნაციონალე" და სახელს ბოლომდე ამართლებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", ძირითად შემადგენლობაში 7-8 იტალიელი მოთამაშე მუდმივად ასპარეზობს, რაც თანამედროვე ფეხბურთში მეტად იშვიათი მოვლენაა. შეხვედრა კი ბევრ საინტერესოს გვიქადის - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ დაპირისპირებას დიდ იტალიურ დერბად მოიხსენიებენ.

ამ უმნიშვნელოვანეს პაექრობას ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება - "იუვენტუსმა" ევროპის ლიგაში "მანჩესტერ სიტის" გასვლაზე ქულა აწაპნა, "ინტერმა" კი "ვერდერს" სულ ბრდღვირი ადინა და 4:0-ზე გაანადგურა. შესაძლოა, "იუვეს" მიერ "სიტისთან" ქულის აღება ბევრმა დიდ ვერაფერ შედეგად მიიჩნიოს, მაგრამ დღევანდელი რეალობით, ეს სწორედაც რომ დადებითი რეზულტატია. რაც შეეხება "ინტერის" მიერ "ვერდერის" განადგურებას, იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რაფაელ ბენიტესი კი აპენინებზე პირველად შეაქეს. თუ აქამდე მუდმივად იმაზე იყო საუბარი, რომ "ნერაძურის" რეზერვი არ ჰყავს - დღეს ყველა იმას გაიძახის, რომ ბიაბიანს და კოუტინიოს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. აი ასე შეცვალა ერთმა მატჩმა ვითარება და ვნახოთ, რა შეიცვლება "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ.

ინტერი

ბენიტესს სერიოზული დანაკლისი აქვს - ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელია დაშავებული და აქვე, მათ გვარებს ჩამოვთვლით: ვალტერ სამუელი, ხავიერ ძანეტი, ტიაგო მოტა, მარკო მატერაცი, დიეგო მილიტო. ეს ის ფრეხბურთელები არიან, რომლებმაც გასული სეზონის ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანეს და ბუნებრივია, მათ ღირსეული შემცვლელები სჭირდებათ. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ვალტერ სამუელის მიერ განთავისუფლებულ ადგილს ივან კორდობა დაიკავებს და დაცვის ცენტრში ლუსიოს შეუწყვილდება. როგორც წესი, ძანეტი ან მარცხენა მცველად თამაშობს, ან საყრდენი ნახევარმცველის პოზიაციაზე - მარცხნივ კრისტიან კივუ დადგება და აქ არავითარი პრობლემა არ არის, აი საყრდენის პოზიციაზე კი ესტებან კამბიასოსთან ერთად დეიან სტანკოვიჩს ვიხილავთ. საერთოდ, სერბი უფრო შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველია და გასულ სეზონში ვესლი სნეიდერის შემცვლელის როლი ჰქონდა - საყრდენად ასპარეზობა მისთვის უჩვეულოა და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.

მილიტოს არყოფნაში, ცენტრფორვარდის ფუნქციებს სამუელ ეტოო შეასრულებს, რომელიც გოლს გოლზე იტანს და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ საოცარ ფორმაშია. ფლანგებიდან კამერუნელს გორან პანდევი და კოუტინიო დაეხმარებიან. ბენიტესის თქმით, პრინციპული პაექრობისთვის მისი გუნდი მზად არის:

"ფეხბურთელებმა უკვე დაივიწყეს "ვერდერთან" მოპოვებული გამარჯვება და მთლიანად "იუვენტუსთან" დაპირისპირებაზე არიან გადმორთულნი. წინ ურთულესი პაექრობა გველის, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ. "ინტერის" კალიბრის გუნდს არ აქვს იმის უფკლება, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ წაიფორხილოს და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ვფიქრობ, "იუვენტუსისთვის" ფრე მისაღები შედეგი იქნება, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარი კარის უსაფრთხოებას დაუთმობენ. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა მხრიდან შევუტიოთ - მხოლოდ ასე გავარღვევთ ტურინელთა დაცვით რუბიკონებს".

იუვენტუსი

დიდი იტალიური დერბისთვის ლუიჯი დელ ნერი ჩვეულებრივად ემზადება. არც ტაქტიკას ცვლის და არც იმ შემადგენლობას, რომელსაც სეზონის სტარტიდან ენდობა. ერთადერთი პოზიცია, რომელშიც ვერაფრით ჩამოყალიბდა: დაცვის მარჯვენა ფრთა გახლავთ - ხან მარკო მოტას ათამაშებს, ხანაც ზდენეკ გრიგერას. ის, რომ თავდასხმელები ერთმანეთს ენაცვლებიან, ჩვეულებრივი ამბავია. მოკლედ, დელ ნერი 4-4-2-ს ამზადებს, შეტევის წინა ხაზზე კი ფაბიო კვალიარელასთან ერთად, სავარაუდოდ ვინჩენცო იაკვინტას ვიხილავთ. ამ უკანასკნელმა ევროპის ლიგის პაექრობაში გაიბრწყინა, "მანჩესტერ სიტის" შესანიშნავი გოლი გაუტანა და ალბათ, "ინტერსაც" პირველივე წუთებიდან შეერკინება.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ძირითად თერთმეტეულში ორად-ორი ლეგიონერი იქნება: ფელიპე მელო და მილოშ კრასიჩი, ზემოთაღნიშნული გრიგერა კი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩება. "სიტისთან" პაექრობაში ბრწყინვალე გახლდათ ალექს მანინგერი, თუმცა ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანელებთან კარს მაინც მარკო სტორარი დაიცავს. როგორც ჩანს, ჯიჯი ბუფონის არყოფნაში კიპერებმა ტურნირები გაინაწილეს - ერთი შიდა ასპარეზზე დაიცავს "იუვეს" კარს, ხოლო მეორე საერთაშორისო სარბიელზე.

"ბიანკონერის" მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა - შესანიშნავ სტილში მოპოვებულ გამარჯვებას, სამარცხვინო მარცხი ენაცვლება და ფულშემატკივრებიც თითქოს გაურკვევლობაში არიან. თუმცა, ბოლო ორ პაექრობაში ტურინელებმა დადებით შედეგს მიაღწეიეს და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა წარმატებული სერია...

დელ ნერის თქმით, გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა: "მართალია, "ინტერისგან" განსხვავებით, შუაკვირაში მომქანცველი გასვლითი პაექრობა გავმართეთ, მაგრამ ეს პრობლემას არ შეგვიქმნის. გუნდში საბრძოლო განწობაა და ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს - მიზანი კი სამი ქულის მოპოვებაა და მილანშიც ამისთვის მივემგზავრებით. ურიგო შედეგი არც ფრე იქნება, მაგრამ "იუვენტუსის" კალიბრის გუნდი ყველა შეხვედრაში მაქსიმალური მიზნისთვის უნდა იბრძოდეს".

პროგნოზი

შედეგის პროგნოზზე არ გვაქვს საუბარი - შევეცდებით განვჭვრიტოთ თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მოახლოებული პაექრობა. დელ ნერი ჭკვიანი სპეციალისტია და წესით, მოედნის ცენტრი განგებ არ უნდა დათმოს. ჯერჯერობით, "იუვენტუსის" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვის ხაზია და გამომდინარე ამ რეალობიდან, "კატენაჩო" ტურინელთათვის დამღუპველი იქნება. წესით, დელ ნერიმ შეტევაზე უნდა დაგეშოს შეგირდები და თუ მართლაც ასე მოხდა, მეტად თვალსასეირო ბურთაობას ვიხილავთ. ტურინელთა ყველაზე ძლიერი რგოლი აშკარად ნახევარდაცვაა და ყველა ლოგიკით, დელ ნერი მოედნის ცენტრზე გაბატონებას შეეცდება - მით უმეტეს, "ინტერი" ოთხი შემტევი ფეხბურთელით ირჯება, დაცვაზე ორიენტირებული ორადორი ნახევარმცველი ჰყავს და სწორედ აქ უნდა ეძიონ ტურნელები თავიანთ შანსს. თავის მხრივ, არც ბენიტესია უტვინო და აუცილებლად დაიზღვევს თავს - ალბათ, პირველად ამ სეზონში მკაცრად მოითხოვს გარემარბებისგან, რომ უკანა ხაზს აქტიურად დაეხმარონ. მოკლედ, წინ მეტად საინტერესო ტაქტიკური დაპირისპირება გველის და ისღა დაგვრჩენია შეხვედრის დაწყებას დაველოდოთ.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, კორდობა, ლუსიო, კივუ - კამბიასო, სტანკოვიჩი - პანდევი, სნეიდერი, კოუტინიო - ეტოო.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, კიელინი, ბონუჩი, დე ჩელიე - ფელიპე მელო, კრასიჩი, მარკიზიო, პეპე - იაკვინტა, კვალიარელა.

დღეს გამართავს თავის შეხვედრას "მილანი" და "ენიო ტარდინიზე" "პარმას" დაუპირისპირდება. "როსონერი" მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს, მით უმეტეს, "ინტერს" რთული თამაში ელის და დიდია შანსი, ქულები დაკარგოს. "ინტერი" კი იმად ვახსენეთ, რომ სკუდეტოსთვის მებრძოლი თითოეული გუნდი მაინც "ნერაძურიზე" სწორდება.

ბოლო დღეებია, იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის შესახებ, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, შვედი უკვე მწყობრშია და "პარმას" წინააღმდეგ იასპარეზებს. ზლატანს ბრაზილიელი შემტევები დაეხმარებიან: მარცხნიდან რონალდინიო, ხოლო მარჯვნიდან რობინიო. განაცხადში იქნება კიდევ ერთი ბრაზილიელი, ალეშანდრე პატო და თუ საჭირო გახდა, მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში. რეზერვში დარჩება ფილიპო ინძაგიც, რომელსაც ამ სეზონში იშვიათად უწევს თამაში. როგორც უკვე მიხვდით, მასიმილიანო ალეგრი ნაცად ტაქტიკას აირჩევს და მეტოქეს 4-3-3-ით შეერკინება.

"პარმას" საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს, განსაკუთრებით კი შეტევაში - თავად განსაჯეთ, "მილანის" წინააღმდეგ სებასტიან ჯოვინკო და ალბერტო პალოსკი ვერ იასპარეზებენ. მიუხედავად ამისა, პარმეზანელთა თავკაცი პასკუალე მარინო ოპტიმისტურად არის განწყობილი: "საკუთარ კედლებში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და მოახლოებულ პაექრობაშიც აუცილებლად სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. მთავარია, მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალება არ მივცეთ და ყველაფერი კარგად იქნება".

სავარაუდო შემადგენლობები

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პაჩი, ა. ლუკარელი, ანტონელი - კანდრევა, მორონე, გობი - ანჯელო, ბოჟინოვი, მარკესი.

მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - პირლო, ბოატენგი, ზეედორფი - რონალდინიო, რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.

საინტერესო მატჩი გაიმართება ნეაპოლში, სადაც ადგილობრივი "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს. სამხრეთელებმა ევროპის ლიგაში ურთულესი პაექრობა გადაიტანეს, რუმინულ "სტიაუას" სამბურთიანი უპირატესობა ამოუქაჩეს და საბოლოოდ, ქულას გამოკრეს ხელი. ვალტერ მაძარიმ დაიწუწუნა, შესაძლოა ფიზიკურმა გადაღლილობამ იჩინოს თავიო და ამისგან დასაზღვევად, ალბათ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას მოახდენს. "რომა" კი ჩვეულებრივად ემზადება მოახლოებული თამაშისთვის და სამი ქულის აღებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, კლაუდიო რანიერიმ ასე თქვა და ისე კი, ნეაპოლში გამარჯვება იოლი საქმე არ უნდა იყოს.

კიდევ ერთი რომაული გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ მოედანზე "ბრეშას" მიიღებს. "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეია გათამამდა და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მეტოქეს სამი თავდამსხმელით შეუტევს - ერთი სერჯო ფლოკარი, იქნება, მეორე ერნანესი, მესამე კი მაურო სარატე. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა რომაელთა წარმატებული სვლა.

დღეს

უდინეზე-ჩეზენა 20:00

პარმა-მილანი 22:45

ხვალ

ლეჩე-კატანია 14:30

ბოლონია-სამპდორია 17:00

კიევო-კალიარი 17:00

ფიორენტინა-პალერმო 17:00

ჯენოა-ბარი 17:00

ლაციო-ბრეშა 17:00

ნაპოლი-რომა 17:00

ინტერი-იუვენტუსი 17:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 5 3 1 1 8-3 10

2. ლაციო 5 3 1 1 7-5 10

3. კიევო 5 3 0 2 8-5 9

4. ბრეშა 5 3 0 2 7-7 9

5. მილანი 5 2 2 1 7-4 8

6. ნაპოლი 5 2 2 1 10-8 8

7. კატანია 5 2 2 1 7-5 8

8. ბარი 5 2 2 1 5-7 8

9. იუვენტუსი 5 2 1 2 12-9 7

10. ჩეზენა 5 2 1 2 4-6 7

11. კალიარი 5 1 3 1 7-5 6

12. სამპდორია 5 1 3 1 6-5 6

13. ბოლონია 5 1 3 1 6-7 6

14. პალერმო 5 1 2 2 8-8 5

15. ფიორენტინა 5 1 2 2 5-5 5

16. პარმა 5 1 2 2 5-6 5

17. ჯენოა 5 1 2 2 4-6 5

18. რომა 5 1 2 2 5-9 5

19. ლეჩე 5 1 2 2 4-8 5

20. უდინეზე 5 0 1 4 2-9 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია