ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრები უახლოეს მატჩს 8 ოქტომბერს, მალტასთან თბილისში გამართავს...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრები უახლოეს მატჩს 8 ოქტომბერს, მალტასთან თბილისში გამართავს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია - თამაშამდე კვირაზე ნაკლები დარჩა და, კუნძულელთა შემადგენლობა მალტის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე ჯერ არ განთავსებულა...

მიუხედავად ამისა, მეტოქეზე რაღაც ცნობები მაინც მოვიძიეთ. ვიცით, რომ მალტის ნაკრების თავკაცმა ჯონ ბუტიგეგმა 8 ოქტომბრის მატჩისთვის უნგრული "ფერენცვაროშის" ორი მოთამაშე - მეკარე ჯასტინ ჰაბერი (30 მატჩი) და თავდამსხმელი ანდრე შემბრი (30 მატჩი, 3 გოლი) გამოიძახა. ამ უკანასკნელს ეროვნულ გუნდში პორტუგალიასთან შარშანდელი მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. რაც შეეხება მეკარე ჰაბერს, მან ისრაელსა და ლატვიასთან სექტემბრის მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

ასე რომ, მალტას ორი ფეხბურთელი დაემატა, თუმცა დანაკლისსაც ვერ ასცდნენ - თბილისში სერბული წარმოშობის 30 წლის თავდამსხმელ დანიელ ბოგდანოვიჩს ვერ ათამაშებენ. ბოგდანოვიჩს, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ინგლისური "შეფილდ იუნაიტედის" ღირსებას იცავს, ნაკრებში ასევე 30 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მხოლოდ 1 გოლით "იწონებს" თავს. ის საქართველოსთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ უქმეებზე "ფერენცვაროშს" "ვაშაშთან" სტუმრად სწორედ შემბრიმ მოაგებინა (3:1). მალტელმა თავდამსხმელმა ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. როგორც ჩანს, ამან შემბრი მადაზე მოიყვანა და ადგილობრივ მედიასთან კომენტარში აშკარად დიდ გულზეა.

"ნაკრების თავკაცს უკვე ველაპარაკე. მზად ვარ, ისევ ვითამაშო ნაკრებში. მინდა, "ფერენცვაროშთან" ერთად ეროვნულ გუნდსაც გამოვადგე. ნაკრებში გარკვეული პაუზის შემდეგ ვბრუნდები და კვლავ მეძლევა შესაძლებლობა, გულშემატკივარი გავახარო... რაც შეეხება საქართველოს, ეს გუნდი შარშან აგვისტოში შინ დავამარცხეთ. თბილისში თამაში ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც უნდა ვცადოთ. ძალიან მინდა, ამ შეხვედრაში გოლი გავიტანო და ბედნიერი ვიქნები, თუ ეს გოლი წარმატების მომტანი იქნება", - თქვა შემბრიმ ვებგვერდ ტიმესოფმალტა.ცომ-თან საუბარში.

მალტის ნაკრები ორშაბათს, 5 ოქტომბერს გვეწვევა. კუნძულელები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდებიან და "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებენ. მატჩის წინა დღეს კი წვრთნას "ბორის პაიჭაძეზე" გამართავენ.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე