ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური - მაურისიო პელეგრინის მეგობრული ალიყური ჟოზე მოურინიოს

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური - მაურისიო პელეგრინის მეგობრული ალიყური ჟოზე მოურინიოს

სამი თვის შემდეგ ლა ლიგა დაბრუნდა

სამი თვის, 100 დღის შემდეგ (99, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ) ლა ლიგა დაბრუნდა.

დაგვიბრუნდა ის სენსაციური ანგარიშით "სანტიაგო ბერნაბეუზე" - "ვალენსიამ" 1:1 დაასრულა პირველი ტურის შეხვედრა.

ტიტო ვილანოვას "ბარსელონამ" კი გაიბრწყინა - სეზონი გამანადგურებელი გამარჯვებით დაიწყო, საკმაოდ სიმპათიური "რეალ სოსიედადი" 5:1 გაანადგურა. რა თქმა უნდა, "ბარსას" მთავარი დამრტყმელი ძალა ლეო მესი იყო, რომელმაც დუბლით დაიწყო "პიჩიჩის" ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლა.

კასილიასს თამაში არ ახსოვს

თუკი რომელიმე კლუბს შეუძლია "რეალისა" და "ბარსელონას" ჰეგემონიისთვის ხელის შეშლა (დამხობა ხმამაღალი ნათქვამი გამოგვივიდოდა), ეს კლუბი "ვალენსიაა".

ამიტომ სულაც არ არის საოცრება, რომ "სამეფო კლუბს" სეზონის სტარტი "ღამურებმა" ჩაუმწარეს - ბრაზილიელმა მეკარე დიეგო ალვეშმა რამდენიმე საგოლე დარტყმა მოიგერია. იყოჩაღა ჟონასმაც და მაურისიო პელეგრინომ სადებიუტო მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუდან" ქულა წაიღო. ეს კი დიდებული შედეგია.

სხვათა შორის, არგენტინელი სულაც ტრიუმფთან იყო ახლოს, მაგრამ რობერტო სოლდადოს წესების სრული დაცვით გატანილი (ეს სხვა რაკურსით გამეორებაზე გამოჩნდა) არ ჩაუთვალეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს დანა პირს არ უხსნიდა.

სიცხე

"წინასასეზონო მზადება იმიტომ გავიარეთ ცხელ პირობებში, რომ ვიცოდით, ესპანეთში კიდევ ერთი თვე იქნება დიდი სიცხეები. მაგრამ ეს აუტანელი პირობა ვერ იქნება გამამართლებელი, რადგან მეტოქეც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო - ესპანეთის პირველობის ადრიანად დაწყება დიდი ხანია გადაწყდა".

შედეგი

"არ არსებობს ამბიციური გუნდი, რომელიც შინ ფრით კმაყოფილი რჩება. როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის ვიგებთ აქ. მძიმე თამაში გვქონდა, უამრავი საგოლე მომენტით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. არ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს თამაში საკმარისი უნდა ყოფილიყო მოსაგებად".

პეპე

"პეპე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამიტომაც მისი მდგომარეობით შეწუხებული ვარ. იმედია, მალე ჩადგება მწყობრში".

ზემოთ ვალენსიელთა პრეტენზიაზე ვწერდით - სოლდადოს ნაღდი გოლი გაუუქმეს, მაგრამ მასპინძლებსაც აქვთ პრეტენზია მსაჯ დელგადო ფერეიროსთან. მათ მიაჩნიათ, რომ აშკარა პენალტი არ დაინიშნა - მეორე ტაიმში ანხელ დი მარია საჯარიმოში თანამემამულე ფერნანდო გაგომ წააქცია (კადრებში მართლაც ასე ჩანდა). პენალტი არ დანიშნულა, თუმცა არგენტინელმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

"რეალს" პირველი ტური მართლა ძვირად დაუჯდა - პირველი ტაიმის მიწურულს, როცა ბრაზილიელმა ჟონასმა ყველას დაასწრო საჰაერო ბრძოლაში და ანგარიში გაათანაბრა, იკერ კასილიასი და პეპე სახიფათოდ შეასკდნენ ერთმანეთს.

ფეხბურთელთა მოსულიერებას კარგა ხანი დასჭირდა. იკერმა თამაში კი გააგრძელა, მაგრამ ინციდენტის შემდეგ კონცენტრაციადაკარგული გამოიყურებოდა. პეპეს კი თავი გაუტყდა, შესვენებისას შეცვალეს, მერე კი ღამე ჰოსპიტალში გაატარა.

თუმცა შემდგომმა გამოკვლევამ სერიოზული დაზიანება არ აჩვენა და ის გუშინ ჰოსპიტლიდან გამოწერეს.

სხვათა შორის, უკეთესი დღე არც კაპიტანს დაადგა - მართალია, კასილიასმა განაგრძო თამაში, მაგრამ მატჩის შემდეგ ის ვერ იხსენებდა, რა მოხდა: "მახსოვს", რომ ბურთისთვის გამოვედი და ჰაერში შევეჯახე პეპეს; მეტი არაფერი".

კომენტარები

გონსალო იგუაინი: "მოგება თავისუფლად შეგვეძლო, მაგრამ ბედ-იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში".

ემილიო ბუტრაგენიო: "მეტოქის კართან ჩვენთვის დამახასიათებელი სიმწვავე გვაკლდა".

კრიშტიანო რონალდო: "მატჩისთვის მთლად მზად არ ვყოფილვარ".

იკერ კასილიასი: "იმდენი მომენტი შევქმენით, რომ აშკარად ფრეზე მეტს ვიმსახურებდით".

* მადრიდის "რეალს" უკვე 27 წელიწადია, არ წაუგია სეზონის გახსნის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე".

* ახლა "რეალს" უახლოესი ბრძოლა "ბარსელონასთან" ელის - 23 აგვისტოს "კამპ ნოუს" ესტუმრება ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში.

* გონსალო იგუაინისთვის "ვალენსიას" კარში გატანილი 104-ე გოლია "რეალის" მაისურით. ზუსტად ამდენივე აქვს გატანილი ბრაზილიელ ფორვარდ რონალდოს. თუმცა ბრაზილიელმა ეს 177 მატჩში მოახერხა, არგენტინელ ფორვარდს კი 221 დასჭირდა.

შესანიშნავი განწყობა რეალის წინ

"ბარსელონას" ჰიმნის შესრულებამდე "კამპ ნოუ" წამით გაირინდა - დაიწყო ახალი ეპოქა კლუბის ისტორიაში, უგვარდიოლოდ...

ტიტო ვილანოვამ ბრწყინვალე მოგებით შეაბიჯა კლუბის ისტორიის ფურცლებზე - "ბარსამ" "რეალ სოსიედადს" 5:1 მოუგო, უკვე 2 ქულით გაუსწრო კონკურენტ "რეალს". ლეო მესიმ ბრწყინვალედ ითამაშა და დუბლი შეასრულა, ხოლო დავიდ ვილია დეკემბრის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთს და გოლიც გაიტანა.

მოკლედ, "კამპ ნოუზე" მხოლოდ დადებითი ემოციები იყო, თუმცა ამას ტიტოს მიმიკის მიხედვით ვერ შეატყობთ - "ბარსას" ახალი თავკაცი საერთოდ არ გამოხატავს ემოციებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გუნდს გოლი გააქვს. ცოტა უცნაური კია, მაგრამ ფაქტია...

"მნიშვნელოვანია, როცა სეზონს "მარჯვენა ფეხით" დაიწყებ. დღევანდელი მატჩით ბევრი კარგი ემოცია მივიღეთ, 90 წუთი ინტენსიურად ვუტევდით, პირველი 15 წუთი დიდებული იყო, მეტოქის გოლს საკადრისად ვუპასუხეთ. დაბოლოს, ვილიამ გოლი გაიტანა, რაც მას ძალებს შემატებს", - აღნიშნა დებიუტანტმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

247 დღე გავიდა მას მერე, რაც "ელ გუახეს" ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია - იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მან წვივი მოიტეხა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.

ფორვარდის შრომამ და მოთმინებამ პირველივე მატჩში მოიტანა ნაყოფი. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ვილიამ ცაციათი დალაშქრა რაულ ბრავოს კარი.

ვილიამ გოლი დიდებულად აღნიშნა: მაისურა გამოაჩინა, რომელზეც ოჯახის ფოტო იყო გამოხატული წარწერით:

"უთქვენოდ ეს შეუძლებელი იქნებოდა". დღეს "ელ გუახე" აცხადებს, რომ ტრავმა აღარც კი ახსოვს. მოკლედ, ველოდოთ მას 11 სექტემბერს თბილისში.

კომენტარები

ლეო მესი: "მოგებით საქმის დაწყება მნიშვნელოვანი იყო. შემდეგი მატჩი "რეალთან" გვაქვს. ის კი ძალზე სერიოზული მეტოქეა, გაგვიჭირდება".

ჩავი: "ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტი ვილიას დაბრუნება და მისი გოლია".

* ვილია ერთადერთი არ იყო, ვინც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. კარლეს პუიოლმა (რომელმაც ასევე გამოტოვა ევროპის ჩემპიონატი) "ბარსელონას" სეზონის პირველი გოლი გაიტანა. "ბარსას" კაპიტანმა ეს თავურით შეძლო.

* ამასობაში კამერუნელი ალექს სონგი უკვე "ბარსელონაშია". მან წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.

ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ სონგს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის სერხიო ბუსკეტსაც ამოასუნთქებს (რომელსაც ლამის ყველა მატჩში უწევს გამოსვლა) და დაცვის ცენტრშიც დადგება, თუ საჭირო გახდება.

სულ ეს არის?

კვირა დღის ბოლო მატჩი ვალენსიაში გაიმართა, სადაც ევროპალიგის გამარჯვებული "ატლეტიკო" ჩავიდა და არდა თურანის სუპერგოლის წყალობით ქულა მადრიდში წაიღო. მანამდე ელ ჟარის გოლი იყო, რომლის წყალობითაც "ლევანტე" დაწინაურდა.

რა უნდა ვთქვათ ამ თამაშზე? დიეგო სიმეონეს გუნდმა ვერ გაამართლა. განსაკუთრებით კი ეს რადამელ ფალკაოზე ითქმის, რომლის აქტივში ერთ უხეიროდ დარტყმულ თავურს თუ შევიტანთ - 1:1.

"სიუტატ დე ვალენსიაზე" მეორე ტაიმში დუღილის ტემპერატურა გაიზარდა, თუმცა გუნდებმა უკეთესი ფეხბურთი ნამდვილად ვერ შემოგვთავაზეს.

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური

დეპორტივო-ოსასუნა 2:0

დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა, ევალდო - ხ. დომინგესი, ა. აგილარი - გამა, ვალერონი (72. ბერგანტინიოსი), პიცი (85. კამუნიასი) - რიკი (63. ოლივეირა).

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია - პუნიალი, ლოე (76. ლამა) - სეხუდო, ნინო, სისი (83. რ. ტორესი) - ხ. ლორენტე (70. კიკე სოლა).

გოლები: 1:0 რიკი (52), ოლივეირა (92)

გაფრთხილება: ევალდო, აიტამი, დომინგესი - სისი, ფლანიო, დამია, ფერნანდესი

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 10-11 (3-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 36 000

ვალეკანო-გრანადა 1:0

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი (66. ლაბაკა), კასადო - ფუეგო, ადრიანი (59. ტრაშორასი) - ლ. ბანგურა, პიტი, ხ. კარლოსი - ბილე ნილსენი (74. დელიბაშიჩი).

გრანადა (4-3-3): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - ლუსენა, ირინეი, მ. რიკო - ელ-არაბი (90. მაჩისი), ფლორო ფლორესი (85. ხაიმე), ორელიანა (78. ტორხე).

გოლი: 1:0 ტრაშორასი (90)

გაფრთხილება: გალვესი, ფუეგო

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-14 (3-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 18 000

სარაგოსა-ვალიადოლიდი 0:1

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - აბრაამი, ალვარო, პარედესი, ობრადოვიჩი (74. ვილჩესი) - სუკულინი (56. არანდა), რომარიკი (46. ხოსე მარი) - ე. ორიოლი, აპონიო, მონტანიესი - პოშტიგა.

ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალენტე, ბალენსიაგა - რუბიო (78. სასტრე), ვ. პერესი - ებერტი (87. ლოლო), ოსკარი, ომარი - გუერა.

გოლი: 0:1 ოსკარი (45)

გაფრთხილება: აპონიო, ხოსე მარი - ხაიმე, რუბიო, ოსკარი, სასტრე, ლოლო

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-5 (3-1); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 21 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია

"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია

"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა