სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები დაამშვიდა - უეინ რუნი მომავალი სეზონის განმავლობაში ისევ ისეთი იქნება, როგორიც გასული ჩემპიონატიდან გახსოვთო...

სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები დაამშვიდა - უეინ რუნი მომავალი სეზონის განმავლობაში ისევ ისეთი იქნება, როგორიც გასული ჩემპიონატიდან გახსოვთო. შოტლანდიელმა მწვრთნელმა თავისი საყვარელი ვარსკვლავი ყოველმხრივ დაიცვა. მან თქვა, რომ ტყუილია, თითქოს რუნი მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიზიკურად და მენტალურად ვერ იყო მზად. გარდა ამისა, ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ "იუნაიტედის" კაპიტანი რიო ფერდინანდი ჯერ ვერ დაბრუნდება მოედანზე. მან, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ მუხლის მყესები დაიზიანა.

თუმცა, მთავარი კითხვა, რომელიც მანჩესტერელ ქომაგს აწუხებს, რასაკვირველია რუნის ეხება - ხომ არ დაიზაფრა მათი გუდის ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატზე? ხომ არ დათრგუნა ინგლისის ნაკრების წარუმატებელმა გამოსვლამ? ამ კითხვებს სერ ალექსი ასე პასუხობს:

"ამ ბიჭს არაფერი შესაშფოთებელი არ ჭირს. მას არც ფიზიკური პრობლემა აქვს და არც მენტალური. ახლა ის ბარბადოსზეა, ისვენებს და ახალი სეზონისთვის მზადებას რომ დავიწყებთ, დასვენებული დაგვიბრუნდება".

მოგეხსენებათ, რუნიმ ვერ შეძლო სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე იმ ფეხბურთის ჩვენება, რომლითაც ასე შეაყვარა თავი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს. რუნისგან მთელი ინგლისი მეტს ელოდა. მასზე ამბობდნენ, რომ ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა და მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი გმირი გახდება, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, რუნიმ საკმაოდ უფერული ფეხბურთი აჩვენა და თავისი ქვეყნის ნაკრებს ვერაფრით შეუწყო ხელი. სხვათაშორის, ფერგიუსონმა ისიც უარყო, თითქოს რუნიმ გაზაფხულზე ნატკენი კოჭი ვერ მოირჩინა და მისი წაფორხილება ამის ბრალი იყო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი, კერძოდ კი ალჟირთან შეხვედრის შემდეგ რუნიმ ტელეკამერაში ფანებზე გაღიზიანებით თქვა რაღაც - უკმაყოფილო ფანები ტრიბუნებიდან ტრადიციულ ინგლისურ "ბუუს" იძახდნენ. მოგვიანებით, ფორვარდს ბოდიშის მოხდა დასჭირდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ შეკრებას ერთ კვირაში კანადაში იწყებს, თუმცა ამ შეკრებაზე არ იქნებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, როგორც ჩანს ეს არ შეეხება გუნდის ახალწვეულს, მექსიკელ ვარსკვლავ ხავიერ "ჩიჩარიტო" ერნანდესს, რომელმაც დროულად უნდა მოირგოს მანჩესტერელთა ფორმა, რათა "იუნაიტედისა" და "ჩივას დე გვადალახარას" სარეკლამო შეხვედრისთვის მზად იყოს. ეს მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩრდილო-ამერიკული ტურნეს ნაწილია, რომლის ჩატარების ამბავი მაშინ გადაწყდა, როდესაც მექსიკური და ინგლისური კლუბები 22 წლის ფეხბურთელის 10 მილიონ ფუნტად ანუ 15,2 მილიონ ამერიკულ დოლარად ღირებულ ტრანსფერზე მოურიგდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერნანდესმა ორი გოლი გაიტანა. მის შესახებ ფერგიუსონმა ასე თქვა:

"ის ძალიან დიდი მომავლის ფეხბურთელი ჩანს. ერნანდესი სწრაფია და გოლების გატანა ეხერხება. ერთი სული მაქვს როდის ჩაიცვამს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს და როდის გავა მოედანზე".

როგორც ჩანს, ხსენებული ერნანდესისა და "ფულჰემის" ყოფილი ფეხბურთელის კრის სმოლინგის გარდა "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო სეზონში აღარავის იყიდის. ფერგიუსონმა დასძინა: "ჩვენ რამდენიმე ახალ ვარიანტსაც გადავხედეთ. გვინდოდა დავიდ ვილიას შესაძენად მოგვესინჯა ნიადაგი, მაგრამ ის უკვე "ბარსელონაში" გადავიდა. ახლა, აღარ ვფიქრობ, რომ ვინმეს ყიდვა ღირდეს. მგონი, ჩვენთვის ღირებული აღარც არავინ დარჩა ბაზარზე. კაცმა რომ თქვას, ჩემი გუნდის ძალითა და შესაძლებლობებით ძალიან კმაყოფილიც გახლავართ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა