უკრაინელმა ფეხბურთელებმა 21 აგვისტოს სტუმრად "ბორუსია" 3:1 დაამარცხეს
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პირველ მატჩში მოსკოვის "სპარტაკმა" "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

29 აგვისტოს უნაი ემერის გუნდს სტამბულის "შუქრუ შარაჯოღლუზე" სერიოზული გამოცდა ელის. დანიურმა "კოპენჰაგენმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, დაამარცხა რა სესარ სანტინის ერთადერთი გოლით "ლილი".

რუდი გარსიას "ძაღლები" მეტოქეს იდეალური შემადგენლობით ეკვეთნენ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს.

"ბაზელმა" კი, გუნდმა, რომელიც შარშან ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი სენსაციის ავტორი იყო ("მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფში ჩატოვა), წელს იქ მოხვედრა საეჭვო გახადა.

შვეიცარიელები დიდხანს იგებდნენ, დამაჯერებლადაც თამაშობდნენ, მაგრამ 5-წუთიანმა ჩავარდნამ ყველაფერს ცივი წყალი გადაავლო თავზე. მოვლენები ლოგიკურად განვითარდა შვედეთში, სადაც "სელტიკმა" ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე იძალა მასპინძელზე.

დაბოლოს, შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ, რომ ის, რაც მიონხენგლადბახის "ბორუსია პარკზე" მოხდა, მოსალოდნელი იყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ კიევის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი. პირველი მატჩები

სპარტაკი-ფენერბაჰჩე 2:1

სპარტაკი (4-4-1-1): დიკანი - კომბაროვი, სუხი, პარეჯა, მაკეევი - ბილიალეტდინოვი, რომულო (დე ზეუვი 43), კარიოკა, მაკგიდი - არი (ძიუბა 77) - ემენიკე (ველიტონი 72)

ფენერბაჰჩე (4-4-2): გიონოქი - ალი კალდირიმი, კორკმაზი, იობო, გონული - ტოპუზი (ერკინი 88), შაჰინი, ტოპალი (ბიენვენიუ 83), ბარონი - სოვი (კრასიჩი 77), კუიტი

გოლები: 1:0 ემენიკე (59), 1:1 კუიტი (65), 2:1 კომბაროვი (69)

გაფრთხილება: დე ზეუვი, ბილიალეტდინოვი - კორკმაზი, კუიტი

მაყურებელი: 31 600

კოპენჰაგენი-ლილი 1:0

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - ბენგტსოონი, სტადსგაარდი, სიგურდსონი, იაკობსენი - ოვიედო (დელენეი 79), კლაუდემირი, კრისტენსენი - ბოლანოსი (ვინგაარდი 86), სანტინი (კორნელიუსი 65)

ლილი (4-2-3-1): ლანდრო - ბერია, როზენალი, შეჯუ, დინი (რუ 62) - ბალმონი (გუიე 46), მავუბა - კალუ, მარტენი (პედრეტი 90), პაიე - დე მელო

გოლები: 1:0 სანტინი (38)

გაფრთხილება: - როზენალი, რუ

მაყურებელი: 15 564

ბაზელი-კლუჟი 1:2

ბაზელი (4-2-3-1): ზომერი - პარკი, დრაგოვიჩი, საურო (კოვაჩი 86), შტაინჰოფერი - დიასი, კაბრალი - შტოკერი (ა. ფრაი 79), სალა, დეგენი (ფ. ფრაი 72) - შტრელერი

კლუჟი (4-4-2): ფელგეირაში - პინტუ, კადურადა, კამორა - სარა, ბასტოსი, გოდემეში (მურეშანი 67), რუი პედრუ (ნიკოარა 72) - კაპეტანოსი (რონი 50), სუგუ

გოლები: 1:0 შტრელერი (44), 1:1 სუგუ (66), 1:2 სუგუ (71)

გაფრთხილება: დეგენი, შტოკერი, დრაგოვიჩი, ა. ფრაი, შტაინჰოფერი - ბასტოსი, ფელგეირაში, კაპეტანოსი, სუგუ

მაყურებელი: 16 651

ჰელსინგბორგი-სელტიკი 0:2

ჰელსინგბორგი (4-4-2): ჰანსონი - ურონენი, ატა, სადიკუ, ვალსტედტი (აკამი 63) - ანდერსონი, მალანგუ, გაში, ბედოია - ჯურჯიჩი, სორუმი (სანტოსი 65)

სელტიკი (3-5-2): ფორსტერი - ბრაუნი, რონი, მალგრიუ - მეტიუსი, კომონსი (უოტი 90), კაიალი (ფორესტი 46), ლედლი (უილსონი 67), ისაგირე - ჰუპერი, სამარასი

გოლები: 0:1 კომონსი (2), 0:2 სამარასი (75)

გაფრთხილება: გაში, სანტოსი - ფორსტერი, რონი, მალგრიუ

მაყურებელი: 12 200

მიონხენგლადბახი-დინამო (კ) 1:3

მიონხენგლადბახი (4-4-2): ტერ შტეგენი - დაემსი, როდრიგესი, შტრანცლი, იანჩკე - არანგო, ჩაკა, ნორდვეიტი (ჯიგერჯი 74), რინგი (ჰერმანი 69) - დე იონგი, დე კამარგო (ჰანკე 69)

დინამო (4-1-4-1): კოვალი - სილვა, ბეტაო, მიხაილიკი, ტაივო - ველოზო - ნინკოვიჩი (რაფაელი 78), კრანჩარი (ვუკოევიჩი 64), გარმაში, იარმოლენკო - იდეიე (მეჰმედი 90)

გოლები: 1:0 რინგი (13), 1:1 მიხაილიკი (33), 1:2 იარმოლენკო (36), 1:3 დე იონგი (83-ს.კ)

გაფრთხილება: ჰერმანი - ტაივო

მაყურებელი: 45 074

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nikasch
მიონხენგლადბახი-დინამო (კ) 1:2 არა, 1:3
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!