მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ჟურნალისტებს მოუყვა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კიმ კლაისტერსი ჟურნალისტებს მოუყვა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ კიმი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ შეწყვეტს გამოსვლას. კლაისტერსს ოთხჯერ აქვს მოგებული "დიდი სლემის" ტურნირები და აქედან სამჯერ სწორედ აშშ-ის ღიაზე გაიმარჯვა.

"უკვე ძალიან "ბებერი" ვარ იმისთვის, რომ ის ჩოგბურთი ვითამაშო, რომელიც მე მინდა. პირველ რიგში - ფიზიკური მომზადების მხრივ. უკვე საკმარისად დავტვირთე ჩემი სხეული. ახლა სხვა პრობლემა მაქვს - ვალდებული ვარ, შევცვალო ცხოვრების წესი, რომელსაც 15-20 წელი მივდევდი.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვუსმენდი საკუთარ გულს, ვაკეთებდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა და საკუთარი თავის ერთგული ვრჩებოდი. მოთამაშეები ყოველ წელს იცვლებიან - ჩვენზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მეჩვენება, რომ ხანდახან ჩოგბურთელები ვეღარ იღებენ ცხოვრებისგან სიამოვნებას და სპორტით გატაცება სიხარულს აღარ ანიჭებთ.

რა თქმა უნდა, მე არ ველოდი, რომ ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ჩემი კარიერა მაშინვე მწვერვალისკენ წავიდოდა და "დიდი სლემის" რამდენიმე ტურნირს მოვიგებდი. ბოლო სამი-ოთხი წელი დაუჯერებელი თავგადასავალია ჩემთვის. ვგრძნობ, რომ წარმატებით დავასრულე ჩემი კარიერის ეს თავი.

არაფერს ვნანობ. ვიცი, რომ ჩოგბურთში ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი. აშშ-ის ღია პირველობა - განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის და იდეალური ადგილი კარიერის დასრულებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ემოციური მომენტი იქნება", - ამბობს კიმი აშშ-ის ღიას ოფიციალურ გვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა