ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ჟურნალისტები გვთავაზობენ გავიხსენოთ პოდიუმზე შამპანურის შხაპის ტრადიციის ფესვები
პოდიუმზე შამპანურის შხაპი დიდი ხანია, ფორმულა 1-ის და მთლიანად ავტოსპორტის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ჟურნალისტები გვთავაზობენ გავიხსენოთ ამ ტრადიციის ფესვები...

რბოლის გამარჯვებულისთვის შამპანურის გადაცემის ტრადიცია, პრაქტიკულად, ფორმულა 1-ის დაბადებასთან ერთად გაჩნდა - 1950 წლის 2 ივლისს, ჩემპიონატის მეექვსე ეტაპზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ რეიმსში იმართებოდა.

გრძელი და ლამაზი რბოლის ბოლოს ხუან-მანუელ ფანხიომ გაუსწრო იტალიელ ლუიჯი ფაჯოლისა და ბრიტანელ პიტერ უაიტჰედს და პირველად ისტორიაში, თავისი წარმატება შამპანურის ბოთლით აღნიშნა.

საუკეთესო ავტომრბოლელისთვის ამ სასმელის მირთმევის ინიციატივა ეკუთვნით ბიძაშვილებს - შამპანურის მწარმოებლებსა და ავტოსპორტის მოყვარულებს - პოლ შანდონ მოეტსა და ფრედერიკ შანდონ დე ბრაის.

ეს ინიციატივა ერთხმად მოიწონეს და გენიალურ მარკეტინგულ სვლად მონათლეს. ასე რომ, მალე ის სხვა ტექნიკურ სახეობებშიც გავრცელდა. მოეტი და შანდონი 2000 წლამდე სარგებლობდნენ საკუთარი წარმოების შამპანურის მიწოდების პრივილეგიით, XXI საუკუნის დასაწყისიდან კი ეს მისია კომპანია Mumm-ს გადააბარეს.

50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში პრიზიორები ერთი ჭიქა შამპანურით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ 1967 წელს ნიჭიერმა და მხიარულმა ამერიკელმა დენ ჰენრიმ შეწყვიტა ეს ტრადიცია.

ლე მანის 24-საათიანი რბოლის მოგების შემდეგ მან მეტი ყურადღების მიპყრობა გადაწყვიტა და მაგრად შეანჯღრია მისთვის მირთმეული შამპანურის ბოთლი. საცობი ამოვარდა და ალკოჰოლური სასმელის შხაპმა მეტად ეფექტური სანახაობა წარმოქმნა.

მას შემდეგ ასეთი შხაპი ტრადიციად იქცა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი. მუსულმანურ ქვეყნებში, იმისთვის, რომ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები არ დაირღვეს, პილოტები ერთმანეთს ლიმონათით წუწავენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა