ესპანური წყაროები ფავორიტად ერთხმად თასის მფლობელ "ბარსელონას" ასახელებენ და არა ჩემპიონ "რეალს"

და აი, პირველი "ელ კლასიკოს" დროც დადგა - 23 აგვისტოს, ღამით, "კამპ ნოუ" "ბარსელონასა" და "რეალის" პირველ დაპირისპირებას მასპინძლობს ესპანეთის სუპერთასზე.

ესპანური წყაროები ფავორიტად ერთხმად თასის მფლობელ "ბარსელონას" ასახელებენ და არა ჩემპიონ "რეალს".

ჟოზე მოურინიომ უკვე გამოაცხადა, რომ მისთვის ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლა პრიორიტეტული არ არის და უფრო მეტ ყურადღებას ლა ლიგის მატჩებს დაუთმობს. მაგალითად, 22 აგვისტოს ვარჯიშში მან სარეზერვო გუნდის ორი ფეხბურთელიც ჩართო, ნაჩო და ფაბინიო.

"რომ შეიძლებოდეს, ახლავე წავაგებდი სუპერთასს იმ იმედით, რომ ლა ლიგა მე დამრჩებოდა", - განუცხადა "განსაკუთრებულმა" "მარკას" - "სუპერთასი არ იმოქმედებს ჩემპიონატის მსვლელობაზე და არც არაფერზე, რადგან ეს შეჯიბრება იმ 4 შეჯიბრებაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომლებშიც ჩვენ დიდ ბრძოლას ვაპირებთ.

მაგრამ ერთმანეთს ისეთი ორი გუნდი ხვდება, რომ გამარჯვებას მუდამ აქვს აზრი. ჩემი აზრით, "ბარსელონა", პრაქტიკულად, ის გუნდია, როგორიც შარშან იყო. სულ ორი ფეხბურთელი მივიდა, ეს კი ბევრს ვერ შეცვლიდა, გუნდი ისევ იმ სტილში თამაშობს. ეს დიდი გუნდია, დიდი ფეხბურთელებით, მაგრამ ის გუნდი, რომელსაც შარშანდელ სეზონში ჩვენ ვაჯობეთ".

"ბარსელონას" განაცხადში აუცილებლად იქნება ახალწვეული ალექს სონგი, თუმცა, ალბათ, უფრო სათადარიგოთა სკამზე.

სკამზე იქნება დავიდ ვილიაც და ალექსის სანჩესიც (ჩილელი შეიძლება სასტარტოშიც კი მოხვდეს). "რეალში" ტრავმირებულ პეპეს რაულ ალბიოლი შეცვლის, ხოლო შეტევაში ისევ გონსალო იგუაინი იქნება.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება სესკ ფაბრეგასისთვის, რომელიც 50-ე მატჩს ჩაატარებს "ბარსელონას" მაისურით.

ცოტა სტატისტიკიდან

* პირველი კლასიკო 1902 წელს გაიმართა, "ბარსელონამ" "კოპა დელ კორონასიონზე" "რეალს" 3:1 მოუგო.

* სულ 250 კლასიკო გაიმართა, აქედან 218 ოფიციალური მატჩია.

* "ბარსელონამ" 104 დაპირისპირება მოიგო, "რეალმა" - 87.

* ყველაზე მეტი კლასიკო ჩავი ერნანდესმა ითამაშა - 32.

* ყველაზე მეტი გოლი კლასიკოებში ალფრედო დი სტეფანომ გაიტანა - 18.

* ყველაზე დიდი ანგარიშით კლასიკოზე "რეალმა" იმარჯვა - 1943 წელს "ბარსელონა" 11:1 დაამარცხა.

* ლა ლიგის ეგიდით, 69 კლასიკო "რეალმა" მოიგო, 64 "ბარსელონამ", 31 მატჩი ფრედ დასრულდა.

* ესპანეთის სუპერთასზე "რეალმა" 5 მატჩი მოიგო, "ბარსამ" - 3, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

* "ბარსელონამ" "რეალთან" ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

* ჟოზე მოურინიოს "რეალი" მეხუთედ თამაშობს "კამპ ნოუზე" და აქამდე მხოლოდ ერთხელ წააგო.

23 აგვისტო

ბარსელონა-რეალი 00:30

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა.

რეალი: კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - იგუაინი.

მსაჯი: კლოს გომესი

საპასუხო მატჩი - 29 აგვისტოს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgipirweli
რა სათაურია, რა უბედურებაა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა