ინგლისური გუნდის 18 წლის ახალწვეული სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს
ჩილეს ნაკრებში ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა.

ერთ-ერთი, ვისზეც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ იმედს ამყარებენ, 18 წლის ანხელო ენრიკესია. ასაკის მიუხედავად, თავდამსხმელმა "სანტიაგო დე ჩილეს" შემადგენლობაში 21 თამაშში 12 გოლი გაიტანა.

ამ დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

პირველ ეტაპზე ის, დიდი ალბათობით, დუბლებში ითამაშებს. ინტერვიუ მას ჩილეურმა La Tercera-მ ჩამოართვა.

- როგორ მიდის თქვენი საქმეები მანჩესტერში?

- როგორც ზღაპარში. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერს ვითვისებ, რასაც ცხოვრება მთავაზობს. დიდხანს ვოცნებობდი ამაზე და კარგია, თუკი უახლოეს დღეებში ის რეალობად გადაიქცევა. "იუნაიტედი" ის კლუბია, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა.

- იფიქრებდით თუ არა, რომ ტრანსფერი წელსვე განხორციელდებოდა?

- მეგონა, რომ ყველაზე გვიან, ერთი წლის თავზე მაინც მოხდებოდა, მაგრამ ძალიან რთული რომ იქნებოდა, ამას კი ნამდვილად ვაცნობიერებდი, რადგან ყველანი ვუყურებთ ტელევიზორში ამ დიდებულ ფეხბურთელებს, რომელთაც ულამაზესი გოლები გააქვთ.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ აქ ვარ და ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, ეს შანსი ხელიდან გავუშვა.

- ალექს ფერგიუსონთან თუ ისაუბრეთ?

- ჯერ ამის შანსი არ მქონია, თუმცა მას ამ დღეებში შევხვდები და ვნახავ, რას მეტყვის და რას ელის ჩემგან.

- კერინგტონის ბაზაზე ვინმეს თუ ესაუბრეთ?

- სამწუხაროდ, არა. აქამდე მხოლოდ სკაუტების გარემოცვაში ვარ. ისინი ყოველმხრივ მეხმარებიან.

- რას ელით ახალი სეზონისგან?

- აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდხანს დავრჩე. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

- უკვე გადაწყვეტილია, დარჩებით თუ "უნივერსიდად დე ჩილეში" დაბრუნდებით სეზონის მეორე ნახევრის ჩასამთავრებლად?

- რა იქნება, ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ჩემი აგენტი ამ საკითხს "იუნაიტედის" ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყვეტს.

- შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრაქტიკის მისაღებად იჯარით რომელიმე ინგლისურ კლუბს მიაშუროთ?

- მე "იუნაიტედის" პირველ გუნდში მინდა თამაში. თუკი საქმე იჯარაზე მიდგა, რასაკვირველია, "უნივერსიდად დე ჩილეში" მირჩევნია ცოტა ხნით დაბრუნება, მაგრამ ამ საკითხს უკვე "იუნაიტედის" მწვრთნელები გადაწყვეტენ.

- "მანჩესტერში" ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?

- აქ ყველაფერი შთამბეჭდავია. ჩემთვის ეს ასრულებული ოცნებაა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, ისეთ ფეხბურთელთან თამაშის შანსი მომეცემა, როგორიც უეინ რუნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა