"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "ვასლუესთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩამდე გუნდის კაპიტანი შეაქო
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ "ვასლუესთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩამდე გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი შეაქო.

არგენტინელი ფეხბურთელი 23 აგვისტოს "ნერაძურის" შემადგენლობაში მე-800 მატჩს ჩაატარებს.

"დაუჯერებელია! ცხოვრების მანძილზე არ მინახავს, მგონი, 800 მატჩი. რამენაირად ჩვენი კაპიტნის კლონირება უნდა მოვახერხოთ. ის უფრო რობოტია, ვიდრე ადამიანი", - აღნიშნა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ძანეტი "ინტერში" "ბანფილდიდან" 17 წლის ასაკში გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელმა უამრავ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ამისა, 39 წლის ძანეტი ფეხბურთისადმი სიყვარულს არ კარგავს და კვლავ მხნედ გამოიყურება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ზღვარს მივაღწიე. სიმართლე გითხრათ, როცა "ინტერში" დებიუტი მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პირველი მატჩი იქნებოდა 800-დან. ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, რომ ეს ყველაფერი "ინტერთან" ერთად მოვახერხე.

მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა "ნერაძურის" შემადგენლობაში. თამაშის წინა ღამეს არ მეძინა. "სან-სიროზე" მხოლოდ თამაშიც კი ჩემი ოცნება იყო. 799 მატჩიდან საუკეთესო კი 2010 წელს იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა სანატრელ გამარჯვებას მივაღწიეთ", - თქვა ძანეტიმ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა