ანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბედნიერია თავის რჩეულთან, მაგრამ უახლოეს პერიოდში მისთვის შვილის გაჩენას არ აპირებს

ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ გასული წლის სექტემბერში უარი თქვა პოპულარული ამერიკული პროექტის - The Biggest Looser-ის წაყვანაზე და დიდი ხნით გაქრა საზოგადოების თვალთახედვის არედან.

ყოფილმა სპორტსმენმა მოულოდნელად უცებ თქვა უარი საღამოებზე, ფოტოსესიებსა და ინტერვიუებზე.

ამის შემდეგ პაპარაცებმა რუს ლამაზმანს ბიკინიში გადაუღეს ფოტოები და ამ სურათებზე ნათლად ჩანდა ანას მომრგვალებული მუცელი.

ამიტომაც ტაბლოიდებმა მაშინვე გამოიტანეს ვერდიქტი: კურნიკოვა ფეხმძიმედაა. ეს მოსაზრება გაამყარა მაიამიში მშენებარე ვილამ, რომელიც ანასა და მისი ბოიფრენდის, ენრიკე იგლესიასის საკუთრებაა. ჭორების მიხედვით, ახალ სახლში მათ ორი საბავშვო ოთახი დაგეგმეს.

ხოლო, როცა კურნიკოვა დიდი ხნით აღარ გამოჩნდა საზოგადოებაში, ყველამ ერთად გადაწყვიტა: 31 წლის სპორტსმენი საქმეებს ჩამოშორდა, რათა სიმშვიდეში გააჩინოს პირველი შვილიო. მაგრამ ამ დღეებში გამოქვეყნებულმა ფოტოსესიამ ყველა ჭორი გააქარწყლა: ახალ ფოტოებზე ანა იმაზე მეტად გამხდარია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

როგორც ჩანს, მთელი ამ ხნის განმავლობაში კურნიკოვა დროს უქმად არ კარგავდა, აქტიურად იგდებდა ზედმეტ წონას და თავისი ფიგურა სრულყოფამდე მიიყვანა, რის შემდეგაც ესპანურ ჟურნალს - S Moda-ს დათანხმდა ფოტოსესიაზე.

ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბედნიერია თავის რჩეულთან, მაგრამ უახლოეს პერიოდში მისთვის შვილის გაჩენას არ აპირებს. კურნიკოვას თქმით, ენრიკე - ძლიერი პიროვნებაა და მათ კავშირში სწორედ ის არის აშკარა ლიდერი:

"ის უფრო ესპანელია, ვიდრე ამერიკელი. ჩემთან ყოველთვის ესპანურად ლაპარაკობს... მასთან ერთად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ის მამაკაცია, ლიდერი. ბავშვებზე ჯერ არ ვფიქრობთ. მინდა მყავდეს შვილები - ჩემი ან აყვანილი, მაგრამ მხოლოდ 31 წლის ვარ და წინ ბევრი დრო მაქვს".

ანას თქმით, მან დატოვა დიდი ჩოგბურთი და უკან დაბრუნებას არ აპირებს:

"ჩოგბურთი - ჩემი ცხოვრებაა. ყოველდღე ვვარჯიშობ. ბავშვებს თამაშს ვასწავლი. მაგრამ არ შემიძლია პროფესიულ ჩოგბურთში დაბრუნება.

ფეხი რამდენჯერმე მოვიტეხე, მუხლი და ზურგი დავიზიანე..."

ამასობაში ენრიკე იგლესიასმაც დაადასტურა, რომ ის და კურნიკოვა არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას:

"თუ თქვენ დაქორწინებას არ აპირებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გსურთ თქვენს პარტნიორთან ცხოვრება.

ბოლოს და ბოლოს, როცა ვინმესთან ცხოვრობ, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ დაქორწინებულები ხართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა