18 წლის ნახევარმცველ ირაკლი ღერკენაშვილს შემოთავაზება ოდესის "ჩერნომორეციდან" აქვს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 24 აგვისტოს სომხეთთან მეორე საკონტროლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კახა კაჭარავამ ამჯერადაც ათამაშა 18 წლის ნახევარმცველი ირაკლი ღერკენაშვილი, რომელიც უკრაინაში, პირველი ლიგის კიევის "ობოლონში" მოძებნა.

ღერკენაშვილი "ნორჩი დინამოს" გაზრდილია, შემდეგ თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოს" აკადემიაში, იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი.

2010 წლის გაზაფხულზე თბილისის "დინამოს" აკადემიის 16 წლის მოთამაშე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" მიიწვიეს, თუმცა შემოდგომაზე "ობოლონის" დუბლშემადგენლობაში ჩაირიცხა.

1994 წელს დაბადებული ნახევარმცველი "ობოლონმა" წლეულს ზამთარში თურქულ შეკრებაზეც წაიყვანა. კიეველები პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ, მაგრამ, ღერკენაშვილმა შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

"ამჟამადაც "ობოლონში" ვირიცხები, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობის მიღების გარეშე, თამაშის პრობლემა მექმნება, რადგან პირველ ლიგაში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი აქვთ დაწესებული.

ამიტომ, შესაძლოა, კიევიდან მალე სხვა კლუბში გადავიდე. შემოთავაზება ოდესის "ჩერნომორეციდან" მაქვს.

მითხრეს, თავიდან ოდესელთა ძირითად შემადგენლობაში ივარჯიშებ და დუბლებში ითამაშებო.

"ჩერნომორეცი" ძლიერი და დიდი ტრადიციების კლუბია და იქ გადასვლა არ მაწყენდა. ვნახოთ, ჯერ ეს ამბავი გადაწყვეტილი არ არის. ნაკრების შეკრება დასრულდა, მალე უკრაინაში დავბრუნდები და ყველაფერს ადგილზე გავარკვევ. სხვა ვარიანტი ჯერ არ მაქვს" - ამბობს ღერკენაშვილი.

ირაკლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელების დაინტერესებამ გაახარა:

"უკრაინაში ვთამაშობ და გამიკვირდა, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას ჩემზე ინფორმაცია რომ ჰქონდა და დაინტერესდა - ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი იყო.

ნაკრებში მიწვევა ხომ ყველა ფეხბურთელის ნატვრა არის. მომეწონა ნაკრები, გუნდში არსებული ვითარება, მწვრთნელების დამოკიდებულება და შეგუება არ გამჭირვებია. საერთოდ, კარგი ბიჭები გვყავს და პერსპექტიული გუნდი ჩანს".

კიევის "ობოლონში" კიდევ ორი ჩვენებური, 19 წლის ირაკლი მესხია და 20 წლის დავით იაშვილი თამაშობენ.

ირაკლი მათზეც გველაპარაკა:

"მესხია უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში რომ მიიწვიეს, მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ "ობოლონში" დარჩა.

ძირითადში გადაიყვანეს დათო იაშვილიც, რომელიც ცენტრალური მცველია და ბოლო ერთი წელიწადია, ძალიან მოუმატა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaiozi
ირაკლი გაიხარ, სულ წარმატებებით გევლოს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა