დინამო-ბათუმის მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ორივე გუნდის მწვრთნელები წარსდგნენ
თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შორის საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში, რომელიც ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ალექსანდრე კანტიძე წარსდგნენ.

დუშან უჰრინი: "გახსნილი თამაში იყო და ორივე გუნდი უტევდა. თავიდანვე მოგება გვქონდა მიზნად დასახული, რასაც მივაღწიეთ კიდეც, თუმცა ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ჩემი მიზანია ფეხბურთელების ფსიქოლოგია შევცვალო. მსურს, რომ გუნდმა უფრო მეტად შემტევი და აგრესიული ფეხბურთი აჩვენოს.

იყო გარკვეული შეცდომები, რომელსაც მომავალი შეხვედრებისთვის აუცილებლად გამოვასწორებთ. ასევე აღსანიშნავია, რომ მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება დვალის თამაშს, კმაყოფილი ვარ და მოხარული ვარ, რომ მისი სახით ძლიერი ფორვარდი დაგვემატა.

ლევან ხმალაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. მას წარბი გაუსკდა, ისეთი არაფერია. ხმალაძე მომდევნო მატჩებს არ გამოტოტვებს".

ალექსანდრე კანტიძე: "პირველ რიგში მივულოცავ თბილისის "დინამოს" გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.

რაც შეეხება მატჩს, გვქონდა გარკვეული შეცდომები, რაც უფრო ფეხბურთელების გამოუცდელობის ბრალია.

ახალგაზრდა გუნდი გვყავს და შესაძლოა ამის ბრალიც იყო.

შეხვედრას გავაანალიზებთ და მომავალი მატჩებისთვის შეცდომებს გამოვასწორებთ და შევეცდებით საკუთარი ფეხბურთი ვაჩვენოთ".

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ ვერავინ აჩერებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა