მამაკაცები ერთადერთ ტურნირში - ამერიკის ქალაქ უინსტონ-სალემში არკვევდნენ ურთიერთობას
მამაკაცები ერთადერთ ტურნირში - ამერიკის ქალაქ უინსტონ-სალემში არკვევდნენ ურთიერთობას.

ამერიკული ტურნირების სერიაში ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, მაგრამ თუ ამერიკელი სემ კუერი უინსტონ სალემში მთავარ პრიზს მოიგებდა, მოახერხებდა სერბის უკან ჩამოტოვებას.

კუერიმ მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ მხოლოდ გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე დაამარცხა უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი.

ნახევარფინალში მისი შემდეგი მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იყო. სემმა ვერ მოახვია თავს ბრძოლა ბერდიხს და 4:6, 3:6, წააგო. მეორე ნახევარფინალი უფრო დრამატული გამოდგა - ჯონ ისნერმა გამარჯვება გამოსტაცა ჟო-ვილფრიდ ცონგას - 6:4, 3:6, 7:6(3). ამაში მას 24 ეისი დაეხმარა.

ჯონმა ამ მარათონის შემდეგ მოასწრო ძალების აღდგენა და ფინალში კიდევ ერთი თრილერი შემოგვთავაზა ბერდიხის წინააღმდეგ.

ამერიკელმა სამი მატჩბოლის მოგერიება შეძლო. თანაც, პირველ ცდაზე ჩეხმა ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა, როცა ჰაერიდან იოლი ბურთი ვერ მოახვედრა კორტში. ჯონმა კი ადგილობრივი პუბლიკის დახმარებით გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე - 3:6, 6:4, 7:6(9).

ასე რომ, ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა ამერიკული საჰარდო ტურნირების სერიის (US Open Series) გამარჯვებული.

მსოფლიოს მეორე ნომერმა ტორონტოში გამარჯვებისთვისა და ცინცინატის მასტერსის ფინალში გასვლისთვის 170 ქულა აიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს სერია ამერიკელმა მერდი ფიშმა მოიგო.

ასე რომ, თუ ჯოკოვიჩი შეძლებს ამერიკის ღიაზე შარშანდელი ტიტულის შენარჩუნებას, ის დამატებით მილიონ დოლარს მიიღებს.

ATP

Citi Open

უინსტონ სალემი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 553 125 დოლარი

ფინალი

ჯონ ისნერი (აშშ, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 2) 3:6, 6:4, 7:6(9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე