დღეს 11 საათზე ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენციას გამართავს. 12 საათზე ნაკრები ამავე სასტუმროში შეიკრიბება და მალტასა და ლატვიასთან მატჩებისთვის მოემზადება...

დღეს 11 საათზე ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენციას გამართავს. 12 საათზე ნაკრები ამავე სასტუმროში შეიკრიბება და მალტასა და ლატვიასთან მატჩებისთვის მოემზადება.

სანაკრებო შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა - "ვიტ ჯორჯიას" მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის ნაცვლად ქეცბაიამ ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერ როინ კვასხვაძეს უხმო. სხვათა შორის, კვასხვაძე ადრეც იყო გამოძახებული მთავარ ნაკრებში. ასაკის გამო მას 21-წლამდელებში გაისად თამაში აღარ უწევს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ბედიაშვილამდე ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი მათე ვაწაძე და დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მწვრთნელმა ნაკრებს "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი დაამატა.

ამ ცვლილებების შედეგად ნაკრებში გამოძახებული 24 ფეხბურთელის ნაცვლად 23 მოთამაშე დარჩა. ბევრი დააფიქრა პარასკევს მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ შეხვედრაში "კარლსრუეს" კაპიტან ალექსანდრე იაშვილის უთამაშებლობამ. იაშვილს მსუბუქი ტრავმა ჰქონდა. როგორც გავიგეთ, იაშვილი უკეთაა და ითამაშებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტრავმა მიიღო "მიუნხენი 1860-ის" მცველმა მათე ღვინიანიძემაც. მას საზარდული აწუხებს. შეცვლის თუ არა ქეცბაია ღვინიანიძეს, მალე გამოჩნდება.

ჩვენი ნაკრები დღეს პირველ ვარჯიშს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართავს. საქართველოსა და მალტის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასები 3, 5, 10 და 15 ლარი იქნება. მათი გაყიდვა ეროვნული სტადიონის სალაროებში დღეიდან დაიწყება.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა