ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური. შეჯამება: გაწვდენილი ხელი "ენფილდზე"

ინგლისი. პრემიერლიგა. II ტური. შეჯამება: გაწვდენილი ხელი "ენფილდზე"

პაპარაცების რიგებში შეჭრილსა და წაქცეულ სტივენ ჯერარდს "ქალაქელებმა" გაუწვდინეს ხელი წამოსაყენებლად
"ლივერპულისთვის" შინ ნათამაშები ფრე მტკივნეული რამ არის. მით უმეტეს, შარშანდელს მერე, როცა ფანები "ენფილდზე" რეკორდული რაოდენობით ყაიმების მოწმენი გახდნენ. თუმცა იმასაც გააჩნია, თუ ვისთან აიღებ ამ კინკილა ქულას.

"ევერტონი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია. "წითლები" ამას ვერასოდეს შეეგუებიან.

რაც შეეხება "სიტის"... ჰო, "სიტისთან" კიდევ შეიძლება, რადგან ემოციები ნაკლებია და გულის ტკენაც. თანაც, მერსისაიდელებმა იციან, რომ არც "სიტის" ფანებს აქვთ განსაკუთრებული ზიზღი მათი კლუბის მიმართ, როგორც ზემოთ ხსენებულ კლუბებს.

ამის დასტური იყო კიდევ ბოლო ტურში სტუმართა ფანების რეაქცია, როცა პაპარაცების რიგებში შეჭრილსა და წაქცეულ სტივენ ჯერარდს "ქალაქელებმა" გაუწვდინეს ხელი წამოსაყენებლად.

განა მავანი "ალისფერი ეშმაკი" ამას იკადრებს? უმალ ხელს მოიჭრის და "ლივერპულის" კაპიტანს კი არ გაუწვდის.

სწორედ ასეთი "ნაკლებად მტკივნეული მარცხი" შეაჯამა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრენდან როჯერსმა, სადაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.

"მგონია, რომ დღეს უკეთესმა გუნდმა ვერ მოიგო. ჩვენ მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბიჭები მატჩს ასე მოეკიდნენ. ტაქტიკური თვალსაზრისით, გამართულად ვიმუშავეთ.

პირველი 10 წუთი დაზვერვას მოვანდომეთ, მერე კი ბურთი მივითვისეთ და მომენტების შექმნას შევუდექით. მეტოქემ კი ამაზე, პრაქტიკულად, ვერაფრით გვიპასუხა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქულას დავჯერდით.

ნამდვილად იმედგაცრუებულები ვართ. მეორე მხრივ მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომელთაც მშვენივრად წარმოაჩინეს თავი. ეს კი სამომავლოდ ოპტიმისტურად განგვაწყობს.

ერთ-ერთი, ვისაც ვგულისხმობ, რაჰიმ სტერლინგია. ვაღიარებ, ძირითადში მისი დაყენება იოლი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ როცა აქ მოვედი, ვთქვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივანიჭებდი უპირატესობას ფეხბურთელს ვარსკვლავური სტატუსის ან დამსახურებების გამო. ძირითადში მხოლოდ ის ფეხბურთელი მოხვდება, ვინც მზად იქნება.

რაჰიმმა ბოლო პერიოდში გაგვაოცა. ის ყოველდღე სულ უფრო უკეთ თამაშობს. მისი ასაკის კვალობაზე (17 წლისაა. რედ), პრემიერლიგის ჩემპიონთან უკეთესად თამაში, უბრალოდ, წარმოუდგენელია".

ჯერ ყველაფერი არ არის

რობინ ვან პერსიმ "იუნაიტედში" პირველად დაიწყო თამაში სასტარტოში, პირველად მოახერხა თავის გამოჩენა და თანაც როგორი გოლით?! ჰოლანდიელის გოლები ზუსტად ის არის, რაც "ეშმაკებს" ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან... მიზეზი, ალბათ, უკვე იცით - უეინ რუნის უგო როდალიეგასთან შეტაკების მერე ბარძაყის სერიოზული დაზიანება აქვს და როგორც ამბობენ, ყველაზე ადრე, გუნდს ერთ თვეში დაუბრუნდება.

გუშინდელმა "ტელეგრაფმა" კიდევ უფრო ცუდი პროგნოზი დაწერა - "შრეკი" ოქტომბრის ბოლოსთვის თუ იქნება ჯანზეო.

მანკუნიანელთა სპორტულმა ექიმმა მაიკ ლუზემორმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს, უბრალოდ, კანი კი არ აქვს გაჭრილი, არამედ კუნთიც აქვს სიგრძივ გაგლეჯილი. თუმცა იმავე ლუზერმორის თქმით, უეინის დაბრუნების კონკრეტულ თარიღზე ლაპარაკი ახლა შეუძლებელია.

აი, რა თქვა თამაშის შეფასებისას სერ ალექს ფერგიუსონმა:

"დღეს "იუნაიტედის" ორივე მხარე ვიხილეთ. თამაშზე სრული კონტროლის დაწესების შემდეგ საშინელი შეცდომა დავუშვით და მეორე გოლი გავუშვით. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ეს, ალბათ, გარკვეულწილად, კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია. "ფულჰემმა" მოახერხა თამაშის ტემპის კონტროლი. ეს არც მიკვირს, რადგან ლონდონელებს შემადგენლობაში ზეგამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ".

პრემიერლიგა. II ტური

სუონსი-ვესტ ჰემი 3:0

საუკეთესო: მიგელ მიჩუ (სუონსი)

ასტონ ვილა-ევერტონი 1:3

საუკეთესო: მარუან ფელაინი (ევერტონი)

მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 3:2

საუკეთესო: მლადენ პეტრიჩი (ფულჰემი)

ნორვიჩი-ქუინზ პარკი 1:1

საუკეთესო: არმან ტრაორე (ქუინზ პარკი)

საუთჰემპტონი-უიგანი 0:2

საუკეთესო: რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 1:1

საუკეთესო: ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

ჩელსი-ნიუკასლი 2:0

საუკეთესო: ედენ აზარი (ჩელსი)

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 2-2

საუკეთესო: კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

სტოკ სიტი-არსენალი 0:0

საუკეთესო: სანტი კასორლა (არსენალი)

სანდერლენდი-რედინგი გადაიდო

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:

1. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი) - 85

2. მიგელ მიჩუ (სუონსი) - 81

3. ედენ აზარი (ჩელსი) - 77

4. ფერნანდო ტორესი (ჩელსი) - 70

4. დემიენ დაფი (ფულჰემი) - 63

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:

20 მატჩი

14 მოგება

6 ფრე

13 მშრალად შენახული მატჩი

53 გოლი

236 ზუსტი დარტყმა კარში

182 აცილება

321 ფეხბურთელი

55 ეროვნების მოთამაშე

0 ჰეთ თრიკი

46 ყვითელი ბარათი

3 წითელი ბარათი

724 017 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი

ედენ აზარი (ჩელსი)

ვინც "ჩელსი"-"ნიუკასლის" შეხვედრას თვალი მიადევნა, ალბათ, აღარ გაუჩნდება შეკითხვა, თუ რამდენ ხანს მოანდომებს პრემიერლიგასთან ადაპტაციას 21 წლის ედენ აზარი.

ბელგიელმა ეს ეტაპი უმტივნეულოდ განვლო და ამის დასტური სამ შეხვედრაში გატანილი გოლი, ოთხი საგოლე გადაცემა და ორი მოპოვებული პენალტია.

"კაჭკაჭებთან" შეხვედრაში ის მთელი თამაში დაუღალავად მოძრაობდა, ანაწილებდა ბურთს, მწვავე პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. მან ტიმ კრულს პენალტიც გაუტანა და ფერნანდო ტორესს მშვენიერი პასიც დაუგორა დასარტყმელად.

ტურის მწვრთნელი

დევიდ მოიესი (ევერტონი)

"ევერტონმა" პირველ ტურში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედთან". ის, რომ "ლურჯებს" მარტო "გუდისონ პარკზე" არ გამოსდით კარგი თამაში, მათ ბირმინგემშიც დაამტკიცეს.

ლივერპულელებმა "ვილა პარკზე" ყველას უჩვენეს, რომ წელს მათთვის ანგარიშის გაწევა ნამდვილად ღირს.

შოტლანდიელი მოიესი კი უკვე 10 წელია ამტკიცებს, რომ პრემიერლიგაში შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა.

ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია

მიხელ ვორმი (სუონსი) - ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), არმან ტრაორე (ქუინზ პარკი) - მარუან ფელაინი (ევერტონი), ედენ აზარი (ჩელსი), მიგელ მიჩუ (სუონსი), ნათან დაიერი (სუონსი) - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 3 3 0 0 8-2 9

2. სუონსი 2 2 0 0 8-0 6

3. ევერტონი 2 2 0 0 4-1 6

4. ვესტ ბრომვიჩი 2 1 1 0 4-1 4

5. სიტი 2 1 1 0 5-4 4

6. ფულჰემი 2 1 0 1 7-3 3

7. იუნაიტედი 2 1 0 1 3-3 3

8. უიგანი 2 1 0 1 2-2 3

9. ნიუკასლი 2 1 0 1 2-3 3

10. ვესტ ჰემი 2 1 0 1 1-3 3

11. სტოკ სიტი 2 0 2 0 1-1 2

12. არსენალი 2 0 2 0 0-0 2

13. სანდერლენდი 1 0 1 0 0-0 1

14. ტოტენჰემი 2 0 1 1 2-3 1

15. რედინგი 2 0 1 1 3-5 1

16. ლივერპული 2 0 1 1 2-5 1

17. ნორვიჩი 2 0 1 1 1-6 1

18. ქუინზ პარკი 2 0 1 1 1-6 1

19. საუთჰემპტონი 2 0 0 2 2-5 0

20. ასტონ ვილა 2 0 0 2 1-4 0

ბომბარდირები

3 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 2-2 - ბლადენ პეტრიჩი, დემიენ დაფი (ორივე ფულჰემი), ნათან დაიერი (სუონსი), მარუან ფელაინი (ევერტონი), ბრანისლავ ივანოვიჩი, ფერნანდო ტორესი, ფრენკ ლემპარდი (ყველა ჩელსი)

ასისტენტები: 4 - ედენ აზარი (ჩელსი), 3 - უეინ რუტლეჯი (სუონსი), 2 - ბრაიან რუისი (ფულჰემი).

მომდევნო ტური:

1 სექტემბერი: ვესტ ჰემი-ფულჰემი, სუონსი-სანდერლენდი, ტოტენჰემი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი, უიგანი-სტოკ სიტი, მანჩესტერ სიტი-ქუინზ პარკი.

2 სექტემბერი: ლივერპული-არსენალი, ნიუკასლი-ასტონ ვილა, საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა