ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ქვემო ქართლის დერბი, რომელსაც ინტრიგა დაუბრუნდა

ქვემო ქართლის დერბი, რომელსაც ინტრიგა დაუბრუნდა

წინა საშინაო მატჩებთან შედარებით, ბოლნისის სტადიონზე ამჯერად გაცილებით ნაკლები მაყურებელი მივიდა და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ შინ დარჩენილებმა აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს...

წინა საშინაო მატჩებთან შედარებით, ბოლნისის სტადიონზე ამჯერად გაცილებით ნაკლები მაყურებელი მივიდა და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ შინ დარჩენილებმა აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს - "სიონმა" ხომ გამარჯვება მოიპოვა და თანაც, ეს ხარისხიანი თამაშით შეძლო. ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელობამ გიორგი ყიფიანისთვის ნდობის გამოცხადებით რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეს გუშინდელ დღემდეც ნათელი იყო, გუშინ კი ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში უდავოდ ნიჭიერია და კარგი სამწვრთნელო მომავალი აქვს.

თუკი გასულ სეზონში ქვემოქართლური დერბი მიზეზთა გამო, ნაკლებად საინტერესო იყო და არც მისი შედეგი გახლდათ რთულად გამოსაცნობი, ახლა კი შეუპოვარი ბრძოლის მოლოდინში ვიყავით და ჩვენი იმედები გამართლდა. "სტეფანიაზე" თავი არც მასპინძლებს დაუზოგავთ და არც სტუმრებს. გასაკვირი არ იქნებოდა, სხვანაირი ანგარიშიც რომ დაფიქსირებულიყო, თავი არ დაუზოგავთ ოლიმპელებს, მაგრამ მაინც ვერავინ იტყვის, რომ "სიონმა" დაუმსახურებლად გაიმარჯვა. ქვემოქართლის

გუნდების შემადგენლობაში ბევრი სიახლე არ გვინახავს. შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე "ოლიმპს" ხანმოკლე განშორების შემდეგ დაუბრუნდა, "სიონის" ძირითადში კი ნემსაძე ვიხილეთ, რომელიც ჩემპიონატის პირველივე ტურში დაშავდა და მას შემდეგ 90 წუთი აღარ უთამაშია.

გუშინდელი მატჩი კი საკმაოდ ხარისხიანი გამოდგა. ბრძოლა მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის მიმდინარეობდა და იმის მიუხედავად, რომ საგოლე მომენტები არცთუ ხშირად იქმნებოდა, შეხვედრა მაინც უაღრესად სანახაობრივი იყო.

საწყის წუთებში მოდებაძე დაემუქრა მასპინძელთა კარს და "სიონის" კარის დარაჯმა ბობღიაშვილმა იმარჯვა. სამაგიეროდ, ამ ორი ფეხბურთელის მომდევნო დაპირისპირებაში უკვე მოდებაძემ იმარჯვა. მან ბოლქვაძისგან მიიღო გამოზომილი გადაცემა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ტაბლოზე 0:1 სულ ოთხიოდე წუთი იყო დაფიქსირებული. "ოლიმპის" საჯარიმოში შექმნილი არეულობით უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა გოცირიძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეკარეებს საქმეში ჩართვა არცთუ ხშირად უხდებოდათ. პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი მეტი არაფერი მომხდარა და ბევრი რეალური საგოლე მცდელობა არც შესვენების შემდეგ დაფიქსირებულა. თამაშის გამორჩეული ფეხბურთელი კი ვლადიმერ უგრეხელიძე იყო. ალბათ გახსოვთ 2005/06 წლების სეზონი, როცა "სიონმა" საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. მაშინ ვერცხლისწყალივით მოძრავი ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი ბოლნისელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, მას შემდეგ კი უგრეხელიძე "დაიკარგა" - აღარც "სიონში" გამოირჩეოდა და ვერც მეზობელ აზერბაიჯანში მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას. ყოველივე ამის შემდეგ ძველებურთან მიახლოებულ ფორმაში შესვლა ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია. გუშინ უგრეხელიძემ "ოლიმპს" უამრავი თავსატეხი გაუჩინა და რაც მთავარია, ულამაზესი "მაკრატელათი" გაამარჯვებინა მშობლიური ქალაქის გუნდს. სამწუხაროა, რომ ამჟამად ქართული ტელეარხებით უმაღლესი ლიგის მატჩების მიმოხილვა აღარ გადაიცემა და შესაბამისად, ქართველი გულშემატკივარი ამ შესანიშნავ გოლს ვერ ნახავს.

ბუნებრივია, "ოლიმპს" თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, მაგრამ ვერას გახდა - ყიფიანის გუნდი მხოლოდ შეტევაში არაა ეფექტური, დაცვაშიც მაღალ დონეზე მოქმედებს. მეორე ტაიმში გატანა "სიონს" უფრო შეეძლო - გოცირიძის დარტყმა ბათიაშვილმა მოიგერია.

"ოლიმპი", რომელმაც აშკარად ვერ აჩვენა ჩემპიონისთვის საკადრისი ფეხბურთი, ამ მარცხით ერთპიროვნულ "ზესტაფონს" უკვე საგრძნობლად ჩამორჩა, "სიონმა" კი კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას არ დასჯერდება.

სიონი 2

ოლიმპი 1

03.10. ბოლნისი. თ. სტეფანია. 200 მაყურებელი

0:1 მოდებაძე (36. ბოლქვაძის პასით), 1:1 რ. გოცირიძე (40), 2:1 უგრეხელიძე (60)

სიონი ოლიმპი

4-5-1 4-5-1

ბობღიაშვილი ბათიაშვილი

კობაური თ. ღონღაძე

ორბელაძე ა. კვახაძე

გ. თარგამაძე ქემოკლიძე

რაქვიაშვილი ჯაფარიძე

ქურასბედიანი რეხვიაშვილი

ლ. ვაშაკიძე დობროვოლსკი

ლ. ნოზაძე ბოლქვაძე

ნემსაძე ქავთარაძე

უგრეხელიძე რაზმაძე

რ. გოცირიძე მოდებაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ყიფიანი თ. მახარაძე

შეცვლები

57. ქურასბედიანი - ლ. ჭელიძე

82. რ. გოცირიძე - ვ. ისიანი

90. უგრეხელიძე - ლ. ჩხეტიანი

სათადარიგოები: მერლანი, სანიკიძე, ბობოხიძე, გ. თოდუა.

შეცვლები

46. დობროვოლსკი - გ. ნუგ. ჭელიძე

63. რაზმაძე - უგულავა

79. ბოლქვაძე - ახალკაცი

სათადარიგოები: ბედიაშვილი, ხოჭოლავა, ბერიაშვილი

გაფრთხილება: რ. გოცირიძე (5), უგრეხელიძე (11), ქემოკლიძე (55), კობაური (84), უგულავა (85)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა