მოდრიჩის "რეალში" გაყიდვიდან მიღებული ფულის დახარჯვა "დეზებმა" უკვე დაიწყეს

"ტოტენჰემის" მიერ ლუკა მოდრიჩის "რეალში" გაყიდვიდან 48 საათზე ცოტა მეტია გასული, მაგრამ ჩრდილოლონდონელებმა მიღებული ფულის დახარჯვა უკვე დაიწყეს.

და აი, პირველი შედეგიც: "ლიონმა" უგო ლორისის გაყიდვაზე თანხმობა თქვა. კლუბებს შორის გარიგება უკვე დაადასტურა ლიგა 1-ის წარმომადგენელთა პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ.

"დეზებს" ახლა ფეხბურთელთან პირადი ხელშეკრულების დეტალებიღა დარჩათ შესათანხმებელი. 26 წლის მეკარეს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს - მას 150-მდე მატჩი აქვს გამართული მარტო საფრანგეთის ჩემპიონატში. ამ ქვეყნის ნაკრების ღირსება კი 38-ჯერ დაუცავს.

ვერ ვიტყვით, რომ მეკარის პოზიცია "უაით ჰართ ლეინზე" ყველაზე სუსტია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი მეკარე ბრედ ფრიდელი 41 წლისაა, ხოლო მისი დუბლიორი კარლო კუდიჩინი - 38-ის, ცხადია, რომ დღეს თუ არა ხვალ, პრეზიდენტ დენიელ ლევის მაინც მოუწევდა ღირსეული კარის დარაჯის ძებნაზე ფიქრი.

მეკარის გარდა, "ტოტენჰემს" მაღალი კლასის ცენტრალური ნახევარმცველის გადაბირებაც სურს. ამ მიზნით ისინი "ფულჰემს" მიადგნენ და მუსა დემბელეს ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზეს.

"გარდიანის" ცნობით, 25 წლის ბელგიელს კლუბი 15 მილიონ ფუნტად აფასებს. იმავე გამოცემის ცნობით, თუკი "ფულჰემს" აღნიშნული თანხა ეცოტავა, "დეზები" საქმეში ჯერმეინ ჯენასს ან დევიდ ბენტლის ჩართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა