პრემიერლიგაში გადავა "იების" 19 წლის სერბი ცენტრალური მცველი მატია ნასტასიჩი
"მირორის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" და "ფიორენტინა" ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ. პრემიერლიგაში გადავა "იების" 19 წლის სერბი ცენტრალური მცველი მატია ნასტასიჩი, საწინააღმდეგო გზას დაადგება "ქალაქელთა" 21 წლის ჩერნოგორიელი ლეგიონერი სტეფან სავიჩი.

ინგლისელები იტალიელებს დამატებით 12 მილიონ ევროს გადაუხდიან. ფლორენციულმა კლუბმა ნასტასიჩი ბელგრადის "პარტიზანიდან" შარშან სულ რაღაც 2,5 მილიონად შეიძინა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში თინეიჯერმა ფეხბურთელმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისი ფასი გაოთხმაგდა.

არანაკლებ იმედებს უკავშირებდნენ "ეტიჰადზე" სავიჩსაც, მაგრამ მან ერთადერთი გოლისა და უამრავი შეცდომის გარდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

"სიტის" აქამდე "ლივერპულიდან" ჯერ მარტინ შკრტელის, შემდეგ კი დანიელ აგერის ყიდვა სურდა, მაგრამ ფეხბურთელებმა თავად თქვეს უარი შეთავაზებებზე. რობერტო მანჩინის მადა ნასტასიჩით არ იფარგლება, მას კიდევ ერთი ცენტრალური მცველის ყიდვა სურს. ლაპარაკია "ბენფიკას" 25 წლის არგენტინელ ესეკილ გარაიზე.

პრემიერლიგის ჩემპიონებს სამხრეთამერიკელის ყიდვას იტალიელი სკაუტი ანჯელო გრეგუჩი სთავაზობს.

გარაი მეორე ბენფიკელია, ვისითაც "სიტი" ამ დღეებში დაინტერესდა. "არწივებმა" ხავი გარსიას საკომპენსაციოდ უკვე მიიღეს 30-მილიონიანი შეთავაზება. რაც შეეხება გარაის, "ბენფიკა" ფეხბურთელს 16 მილიონად აფასებს.

ჩელსის სარგებელი

დაბოლოს, "სიტიმ" შესაძლოა, უახლოეს საათებში მიაღწიოს შეთანხმებას "სუონსისთან" 23 წლის სკოტ სინკლერის ტრანსფერთან დაკავშირებით.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები აგენტთან, პრაქტიკულად, უკვე გარკვეულია.

"გედები" განაპირა ნახევარმცველს 6,5 მილიონად აფასებენ. აღნიშნული თანხიდან 0,5 მილიონი "ჩელსის" შეხვდება, რადგან 2010 წელს, როცა სინკლერმა "სტემფორდ ბრიჯიდან" "სუონსის" მიაშურა, ხელშეკრულებაში ეს მუხლიც ჩაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა