სხვადასხვა ქვეყნის კორტებზე გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ქართველებიც მონაწილეობენ
სხვადასხვა ქვეყნის კორტებზე გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ქართველებიც მონაწილეობენ.

რუმინეთის (ძამაია) 25 000-იან ტურნირში სცდის ძალებს სოფიო შაფათავა. ერთეულთა თანრიგის სტარტზე მას მეტოქეობას გაუწევს მასპინძელი ალექსანდრა დამაშინი. სოფიომ 28 აგვისტოს წყვილებში უკრაინელ ტატიანა არეფიევასთან ერთად პირველ წარმატებას მიაღწია - ორ სეტში მოუგო ტურნირზე "ველური ბარათით" მოხვედრილ რუმინელებს - ჟასმინე მარინა კოტეანუსა და ადელინა გიორგიანა ლირანს - 6:0, 7:5.

მეორე წრეში შაფათავა-არეფიევას დუეტი მე-4 ნომრად განთესილ ასევე ინტერნაციონალურ დანკა კოვინიჩისა (ჩერნოგორია) და ტადეია მაჯერიჩის (სლოვენია) წყვილს დაუპირისპირდება. ყოფილმა იუგებმა რუმინელებს - ქრისტინა ენეს და იოანა ლორედანა როსკას სძლიეს - 7:5, 6:4.

ჰოლანდიური როტერდამის 10 000-იან ტურნირში ჩაებნენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც წყვილებში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათმა დუეტმა ზედიზედ ორი 10 000-იანი ტურნირი მოიგო) მე-2 ნომრად არიან განთესილნი.

პირველ წრეში ჩვენებურებმა 28 აგვისტოს შვედებს - ბეატრის კედერმარკსა და მატილდა ჰამლინს აჯობეს - 6:2, 6:4, მეორე წრეში მასპინძლებს - ბერნს ვან დე ველდესა და კელი ვერსტეეგს შეხვდებიან. ერთეულთა თანრიგის სტარტზე გორგოძემ ჰოლანდიელი ლისანე ვან რიეტი დაამარცხა - 6:1, 6:7, 6:4 და მე-2 წრეში ქვაცაბაიას და შვედ მატილდა ჰამლინს შორის უძლიერესს შეხვდება.

თურქული გაზიანთეფის 10 000-იანი ტურნირის პირველ წრეში თამარ ჭალაგანიძემ ჩეხი ნიკოლა ჰორაკოვა დაჯაბნა - 6:3, 7:5 და მე-2 წრეში გულბენ გულდასის (თურქეთი) მძლეველ (6:3, 6:1) ზალინა ხაირუდინოვას (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში ჭალაგანიძემ ინდოელ ანუშკა ბჰარგავასთან ერთად ბრიტანელებთან - ლაურა დეიგმანთან და ფრანჩესკა სტეპჰენსონთან წააგო - 2:6, 2:6.

აქვე გაუწყებთ ქართველ ჩოგბურთელთა დღევანდელ სარეიტინგო მდგომარეობას: ანა ტატიშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის ღია ჩემპიონატში მონაწილეობს და პირველ წრეში ფრან სტეფანი გორეც გაკონისთან მოგებული ორთაბრძოლით 100 ქულა დაიმსახურა (იგი რეიტინგში მომავალ კვირას აისახება), 895 ქულით 71-დან 73-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შემდეგ მოდიან: 244 (243) მარგალიტა ჩახნაშვილი (240), 293 (278) სოფიო შაფათავა (186), 395 (397) სოფიო ქვაცაბაია (98), 517 (535) ეკატერინე გორგოძე (56), 613 (611) ნათია გეგია (41), 624 (627) თათია მიქაძე (39), 672 (677) ოქსანა კალაშნიკოვა (32), 964 (967) ანი გოგვაძე (11).

ქართველები უცხოეთის კორტებზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა