ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური პარასკევს "ესტუდიანტესი"-"რეალის" მატჩით გაიხსნა. ტაირონ ელისმა 1 ქულა რომ ჩააგდო, ხოლო სტუდენტებმა 79:84 რომ წააგეს, შაბათის ნომერში წაიკითხავდით...

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური პარასკევს "ესტუდიანტესი"-"რეალის" მატჩით გაიხსნა. ტაირონ ელისმა 1 ქულა რომ ჩააგდო, ხოლო სტუდენტებმა 79:84 რომ წააგეს, შაბათის ნომერში წაიკითხავდით. შაბათსვე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ფორვარდმა ქუინტონ ჰოსლიმ ითამაშა, ხოლო კვირას - ნიკა ცქიტიშვილმა და ტორინ გრინმა.

ჰოსლის "ხუვენტუდი" ელისის ყოფილ კლუბ "კახასოლს" ესტუმრა და 80:85 დათმო. ქუინტონმა ესპანეთის პირველობის საწყის ტურშიც დაამტკიცა, რომ კარგი კალათბურთელია - სევილიელებთან მატჩში 30 წუთში 13 ქულა (3-დან 3 სამქულიანი), 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

ლაგუნ აროელი ნიკა ცქიტიშვილი ყოფილ კლუბთან, "ფუენლაბრადასთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში სათადარიგო იყო, თუმცა სათამაშოდ საკმარისი დრო ერგო - 28 წუთი. დროის ამ მონაკვეთში მან 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 9 ქულას 7 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

ნიკას დარად "ლაგუნ აროს" დანარჩენმა კალათბურთელებმაც იბრძოლეს, მაგრამ პირველ პერიოდში ჩავარდნა მომდევნო 30 წუთში ვერ გამოასწორეს. "ფუენლაბრადამ" საშინაო კედლებში საწყისი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა - 21:11 მოიგო. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, მას მერე მასპინძლებმა სან-სებასტიანელებს დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მხოლოდ 4 ქულით მიახლოვების საუალება მისცეს (39:43). საბოლოოდ 71:64 "ფუენლაბრადას" სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირობა ორმა კალათბურთელმა გაიყო: კრისტაფს ვალტერსმა ("ფუენლაბრადა") და ჯიმი ბარონმა ("ლაგუნ არო"). მათ ანგარიშზე 19-19 ქულაა.

ტორინ გრინის "გრან კანარია" კატალონიაში "ბარსელონას" ეწვია და შინ გაწბილებული გაბრუნდა - 58:83. ვერც გრინმა იყოჩაღა - 17 წუთში თითო ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან 2 ორქულიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა