დროგბა "ჩელსიდან" წასვლისას გულშემატკივარს შეპირდა, რომ როგორც კი ამის შანსი მიეცემოდა, აუცილებლად ჩავიდოდა ლონდონში

დიდიე დროგბა "ჩელსიდან" წასვლისას გულშემატკივარს შეპირდა, რომ როგორც კი ამის შანსი მიეცემოდა, აუცილებლად ჩავიდოდა ლონდონში, რათა თანაგუნდელები პირადად მოენახულებინა.

34 წლის კოტდივუარელმა პირობა შეასრულა. ამ დღეებში "კობჰემის" ბაზას ეწვია. ვეტერანმა ვარსკვლავმა "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდს მოკლე ინტერვიუ მისცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ: "ჩინეთის ჩემპიონატში სანაკრებო თამაშების გამო მცირე შესვენებაა.

სწორედ ამის წყალობაა, რომ მეგობრებისა და ჩემი ოჯახის მონახულების შანსი გამიჩნდა. მეუღლე და ბავშვები ხომ ჯერ კიდევ ლონდონში არიან. ჩინეთმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ის ახალი გამოცდილებაა.

ამ მხრივ, განსაკუთრებულად პირველი თვეები იყო გამორჩეული. ბევრი ახალი რამე შევითვისე, ახალ კულტურას ვეზიარე. იქ ყველაფერი განსხვავებულია, ვიდრე ევროპაში და ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს.

ალბათ, ნახეთ ვიდეო, როგორ დამხვდნენ ადგილობრივი ფანები. ისინი ნამდვილად განსაკუთრებულნი არიან.

სტადიონებზეც თბილი ატმოსფერო დამხვდა. ნიკოლა ანელკა თავს კარგად გრძნობს, ბედნიერია, რომ მასთან ერთად ვთამაშობ და ყველანაირად გვერდში მიდგას. ბოლო თამაშში ორი საგოლე გადაცემა მომაწოდა. ერთი სიტყვით, იქაც იმას ვაკეთებთ, რასაც ლონდონში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე