სტამბულში კვლავ გაგვახარეს ქალებმა, თუმცა მათ არც ისე ძლიერი ბელგიელები ჰყავდათ მეტოქედ
სტამბულში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებმა 29 აგვისტოს მეორე ტურის პარტიები გაითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა უცვლელი შემადგენლობით იასპარეზეს. კვლავ გაგვახარეს ქალებმა, თუმცა მათ არც ისე ძლიერი ბელგიელები ჰყავდათ მეტოქედ.

პირველი ქულა ჩვენს გუნდს მე-4 დაფაზე მოთამაშე ნაკრების დებიუტანტმა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა. თეთრი ფიგურებით მან ანა-მარი მაკელბერგის წინააღმდეგ დებიუტშივე მიიღო პოზიციური უპირატესობა, რომელიც 21-ე სვლისთვის საგრძნობი გახდა.

მოწინაღმდეგეების დამარცხება საქართველოს ქალთა ნაკრების სხვა წევრებსაც არ გასჭირვებიათ: ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ხურციძემ შავი ფიგურებით, შესაბამისად, ანა ზოზულიას და ჰანა გოოსენსს აჯობეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა თეთრებით ევა ბეკელანტს 42-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

ქალებში დანარჩენ ფავორიტთა შეხვედრები ასე დამთავრდა: შვედეთი - ჩინეთი 0:4 (ინა აგრესტი - ჟაო სიუ 0:1, ცზიუ ვენძიუნი - ვიქტორია იოჰანსონი 1:0, კრისტინ ანდერსონი - ჰუანგ ქიანი 0:1, დინ ისინი - ემილია ჰორმი 1:0), რუსეთი - ბრაზილია 3,5:0,5 (ვალენტინა გუნინა - ვანესა ებერტ ფელიკიანო 0,5:0,5, ლულიანა საიუმი ტერაო - ნადეჟდა კოსინცევა 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი - ვანესა რამოს გაჟოლა 1:0, შიჰ-შიუნ ჩანი - ნატალია პოგონინა 0:1), ესტონეთი - აშშ 0,5:3,5 (რუსუდან გოლეთიანი თუული ვადრას დაუზავდა), ინდოეთი - ავსტრალია 3,5:0,5, ვენესუელა - პოლონეთი 0:4, ინდონეზია - ბულგარეთი 2:2, საფრანგეთი - ჩილე 4:0 (მეორე დაფაზე ნინო მაისურაძემ დამარის გონსალეს აბარკას მოუგო).

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ფორტუნამ არ გაუღიმა - წილისყრით ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები არგუნა. ულიდეროდ დარჩენილმა ჩვენებურებმა (გუშინ გაუწყეთ, რომ ბაადურ ჯობავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თურქეთს ვერ გაემგზავრა) სამი პარტია ყაიმით დაამთავრეს და მხოლოდ პირველ დაფაზე შავი ფიგურებით მიხეილ მჭედლიშვილი არკადი ნაიდიჩთან დამარცხდა. დაზავდნენ: მერაბ გაგუნაშვილი - იგორ ხენკინი, გეორგ მაიერი - თორნიკე სანიკიძე, ლევან ფანცულაია - დანიელ ფრიდმანი. თუმცა რა ანგარიშით დამარცხდები, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან გუნდური წაგებისთვის 0 ქულა იწერება (მოგება - 2, ფრე - 1).

ახლა კი ფავორიტთა შეხვედრების ანგარიშებსაც გაგაცნობთ: ყატარი - უკრაინა 1:3 (მოჰამად ალ-მოდიახი - ვასილი ივანჩუკი 1:0, ანდრეი ვოლოკიტინი - მოჰამედ ალ-საიდი 1:0, აზიზ ჰუსეინ ნეზადი - პაველ ელიანოვი 0:1, ალექსანდრ მოისეენკო - ჩანემ ალ-სულაითი 1:0), აშშ - ლიტვა 3,5:0,5 (ჰიკარუ ნაკამურა - ვიდმანტას მალისკაუსკასი 1:0, მინდაუგას ბეინორასი - გატა კამსკი 0:1, ვარუშან აკობიანი - ემილის პილეკისი 0,5:0,5, კესტუტის ლაბეკასი - რეი რობსონი 0:1). აზერბაიჯანი - ირლანდია 3,5:0,5 (ელთაჯ საფარლი - სამ კოლინზი 1:0, ალექს ლოპესი - შაჰრიარ მამედიაროვი 0:1, რაუფ მამედოვი - რუან რის გრიფიდსი 0,5:0,5, დაირ მაჰონი - გადირ ჰუსეინოვი 0:1), პერუ - საფრანგეთი 0,5:3,5, ინდოეთი - თურქეთი 3:1, საბერძნეთი - რუსეთი 1:3, ჩინეთი - იტალია 3,5:0,5, ინგლისი - ბრაზილია 2,5:1,5, სომხეთი - ბანგლადეში 4:0.

30 აგვისტოს მე-3 ტურის პარტიები გაიმართება: ქალები. საქართველო-გერმანია, ჩინეთი-უკრაინა, პოლონეთი-უნგრეთი, ავსტრია-საფრანგეთი, სერბეთი-ესპანეთი, რუსეთი-მონღოლეთი, აშშ-უზბეკეთი, სომხეთი-ინდოეთი.

ვაჟები. საქართველო-ჰოლანდია, სლოვაკეთი-ბოსნია, ვენესუელა-აშშ, ფარერის კუნძულები-აზერბაიჯანი, საფრანგეთი-ბულგარეთი, ინგლისი-კუბა, უკრაინა-ისრაელი, სომხეთი-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა