ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევაზ ლაშხს მეტოქე გაეცალა

რევაზ ლაშხს მეტოქე გაეცალა

პირველი, ვინც წონის შეცვლის შესახებ განაცხადა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსი ოლიმპიური პრიზიორი ზაურ კურამაგომედოვია
როგორც წესი, ოლიმპიადას საჭიდაო სახეობებში ბევრი გადაადგილება, ბევრი ცვლილება მოჰყვება ხოლმე - იცვლება წესები, წონითი კატეგორიები, ათლეტები გადადიან სხვა წონებში... მართალია, ახალ ოლიმპიადას ჯერ კიდევ მთელი ოთხი წელიწადი გვაშორებს, მაგრამ მანამდე ხომ ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ტარდება და ნებისმიერი ცვლილება მაინც მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით პირველი, ვინც წონის შეცვლის შესახებ განაცხადა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რუსი ოლიმპიური პრიზიორი ზაურ კურამაგომედოვია (60), ლონდონში რევაზ ლაშხთან რომ დამარცხდა მეოთხედფინალში.

24 წლის კურამაგომედოვი ეროვნებით ავარელია, თუმცა არა დაღესტანში, არამედ ყაბარდო-ბალყარეთში, ბაქსანის მთებში მიკარგულ პატარა დაბა ტირნიაუზში დაიბადა.

წლების წინ ის სავარჯიშოდ როსტოვში გადაბარგდა, თუმცა ლონდონური წარმატებისთვის ბინა ყაბარდო-ბალყარეთის ხელისუფლებამ აჩუქა. სამაგიეროდ, როსტოვში ავტოავარია გააკეთე, თუმცა მხოლოდ მანქანის მცირედ დაზიანებით გადარჩა და არა რამე ფატალური შედეგით.

ოლიმპიადაზე გამოსვლით და ბრინჯაოს მედლით კურამაგომედოვი კმაყოფილია. ლაშხთან წაგების მიზეზად კი ცაიტნოტი დაასახელა - წონის დაკლების შემდეგ დასასვენებლად ცოტა დრო მქონდა და ძალების აღსადგენად დრო არ მეყოო. როცა ჟურნალისტები ყველაზე რთულ ბრძოლაზე დაეკითხნენ, ასეთად ალიევთან შეხვედრა გამოჰყო.

მასთან მოგებით კურამაგომედოვმა კარიერაში ერთგვარი წრედი შეკრა - ახლა ის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია, უფრო ზევით ასვლა კი ვერასოდეს შეძლო.

სამაგიეროდ, ახლა ამას ახალ წონაში შეეცდება - მან უკვე დაადასტურა, რომ უახლოეს ტურნირებში 66 კილოგრამში იასპარეზებს, რადგან 60-ში მთელი 5-6 კილოგრამის დაკლება უწევდა. ეს იქნებ კარგიცაა რუსთა ნაკრების ქართველი თავკაცი გოგი კოღუაშვილისთვის, რადგან 66-ში ჩავარდნა აქვს - ეს იყო ერთადერთი წონა, სადაც მისმა გუნდმა ლიცენზია ვერ მოიპოვა.

არადა, ამას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე და ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის პირველობების მომგები ისლამ-ბეკ ალბიევი ცდილობდნენ.

ამდენად, ლაშხს ერთი ძლიერი კონკურენტი აკლდება, თუმცა საკითხავია, რომელ ქართველს ემატება ყაბარდოელი მეტოქედ? მოგეხსენებათ, 66-ში ამჟამად მსოფლიოს ორგზის და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მანუჩარ ცხადაია გამოდის, თუმცა ის აქამდეც აქტიურად ცდილობდა 74-ში გადანაცვლებას და საკითხავია, დარჩება კი ძველ წონაში? აშკარაა, რომ ძალზე მიზანსწრაფული ახალგაზრდაა ზურაბ დათუნაშვილი და 74-ში მას ხელგაშლით არავინ ეგებება; იქ თავის დამკვიდრება არ იქნება იოლი.

თავის მხრივ, 66-ში გასათვალისწინებელია ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ამბიციური წევრის - ფირუზ წულუკიძის ფაქტორი, რომელიც ჯერჯერობით 60-ში კი გამოდის, მაგრამ უკვე მოსინჯა ძალები 66-ში. თან ის ჯერ კიდევ მოზარდია და მომავალში წონას კიდევ მოიმატებს.

ვფიქრობთ, ცხადაიას მასთან კონკურენცია უფრო გაუიოლდება, ვიდრე - დათუნაშვილთან, ოღონდ ვფიქრობთ, ხობელი ფალავნის მთავარი სიძნელე მისივე პირადი წონაა - ის ძალიან ბევრს იკლებს, დაახლოებით 6-8 კილოგრამის ფარგლებში. ასაკის მატებასთან ერთად კი ამხელა წონასთან გამკლავება სულ უფრო გაუჭირდება. თუმცა ამ ყველაფერს დრო დაალაგებს და ვნახოთ, რა მოხდება.

განცხრომა - ჩემპიონთა ხვედრი

ჯერჯერობით არაფერი ისმის თავისუფალ ჭიდაობაში აზერბაიჯანელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ შარიფ შარიფოვის (84) მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ბევრს იკლებს და ლონდონური თამაშების წინ აქტიურად განიხილავდა 96-ში გადანაცვლების შესაძლებლობას.

ამ მიზნით თურქულ ტურნირში ძალებიც მოსინჯა, მაგრამ აზერბაიჯანულ ნაკრებში 96 კილოგრამის უბატონო ლიდერმა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანმა ხეტაგ გოზიუმოვმა თავისი ადგილი მიუჩინა.

ეჭვი არაა, მომდევნო ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლში შარიფოვი ისევ ეცდება 96-ში გადასვლას. მით უფრო, ასაკი მის მხარესაა - ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, გოზიუმოვი - 29-ის. მართალია, ორივეს გადაკეთებული ექნება ასაკი და მინიმუმ, 2-3 წელი - დაკლებული, მაგრამ შარიფოვი მაინც მომგებიან დღეშია.

შარიფოვი რაც უფრო ადრე გადავა 96-ში, მით უკეთესი ჩვენთვის - ამით ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან დავით მარსაგიშვილს უმთავრესი კონკურენტი მოაკლდება. ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდება, მაგრამ ამ ეტაპზე 84-ში კაშკაშა ვარსკვლავი არც აზერბაიჯანელებს ჰყავთ, არც - რუსებს, ირანელებს, თურქებს, ბულგარელებს, ამერიკელებს და სხვებს.

ბუნებრივია, ჩამოთვლილებსაც და შუააზიურ ქვეყნებს, უკრაინას, ბელარუსს და დანარჩენებსაც ჰყავთ ტიტულოვანი, გამოცდილი ფალავნები, მაგრამ სადღეისოდ მარსაგიშვილის მთავარი კონკურენტი შარიფოვია და არა რომელიმე მათგანი.

ვიდრე შარიფოვი წონის შეცვლაზე დუმს, ამასობაში აზერბაიჯანსა თუ დაღესტანში ჩემპიონის საკადრის პატივს მიაგებენ. ეროვნებით ისიც ავარელია, დაღესტნიდან; იქ გაიზარდა და ჭიდაობაც იქვე დაიწყო, აზერბაიჯანში კი 2008 წელს, ოლიმპიადის შემდეგ გადავიდა.

რამდენიმე დღის წინ ის დაღესტანში სტუმრად მიიწვიეს, სადაც მასთან ერთად საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ძიუდოში ასევე ავარელ ოლიმპიურ ჩემპიონებს - მანსურ ისაევსა და ტაგირ ხაიბულაევს.

სამივე მახაჩყალაში საფეხბურთო კლუბ "ანჟის" მატჩზეც მიიწვიეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში კი შედიოდა შეხვედრა და ფოტოსესია სახელოვან ბრაზილიელ მცველ რობერტო კარლოსთან. ცხადია, სამივე ჩემპიონმა სიამოვნებით მიიღო ეს უფლება და ფეხბურთელთან იპოზიორა.

იაპონური ლეგენდები ქალებში

მოგეხსენებათ, უზბეკთა ოსი ფალავანი არტურ ტაიმაზოვი (120) გახდა მეოთხე ადამიანი მსოფლიოში, ვინც ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. აქამდე ამ ტიტულს ალექსანდრ მედვედი, ალექსანდრ კარელინი და ბუვაისა საიტიევი ფლობდნენ, ახლა კი მათ სიას 33 წლის ტაიმაზოვიც შეუერთდა.

ვინ იცის, დღეს როგორ სწყდება გული საიტიევს, რომელმაც მეოთხე ოქროს ხათრით სპორტში დაბრუნება 37 წლის ასაკში სცადა, მაგრამ ნებისყოფა არ ეყო; ან იქნებ თავსაც შეატყო, რომ ვერ შეძლებდა და არც დააძალა.

თუმცა ასეთი ლეგენდები არა მხოლოდ ვაჟებს, უკვე ქალებსაც ჰყავთ იაპონელების - საორი იოშიდას (55) და კაორი იჩოს (63) სახით, რომლებიც ლონდონში გამარჯვების შემდეგ ასევე სამ-სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან.

ქალთა ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში პირველად ათენში შეიტანეს - დღემდე მხოლოდ ოთხი წონაა თამაშების პროგრამაში და სამივე ოლიმპიადაზე ამ დუეტმა გაიმარჯვა! ამათგან იოშიდა 30 წლისაა და ნაკლებადაა მოსალოდნელი, რიო დე ჟანეიროშიც იასპარეზოს. იჩო კი 28 წლისაა და თავისუფლად შეუძლია ბრაზილიაში გამოსვლა.

ლონდონის ოლიმპიადა წარმატებული გამოდგა რუსეთის ქალთა ჭიდაობისთვისაც, რომლის ნაკრებსაც თამაშებამდე ორიოდე თვით ადრე მთავარ მწვრთნელად ცნობილი ვეტერანი ფალავანი, მსოფლიოს ჩემპიონი იური შახმურადოვი დაუნიშნეს.

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთში ოლიმპიური ოქრო რუსებმაც მოიპოვეს - 72 კილოგრამში ნატალია ვორობიოვამ გაიმარჯვა. მადლიერმა სპორტსმენმა პირად მწვრთნელ კამილ ჯიგანჩინს ამაგი ღირსეულად დაუფასა - "ნისანის" ჯიპით დაასაჩუქრა.

ვორობიოვა მშობლიური ტულუნიდან როცა პეტერბურგში გადასულა სავარჯიშოდ ჯიგანჩინთან, მაშინ დაჰპირებია, ოლიმპიადაზე თუ გავიმარჯვებ, მანქანას გიყიდიო და პირობაც შეასრულა. თუმცა ეს არაა ვორობიოვას ერთადერთი სიქველე - ის ტულუნში საჭიდაო დარბაზის გახსნას აპირებს.

ქალთა ჭიდაობაზე ლაპარაკს კი აზერბაიჯანული სიახლით დავასრულებთ - ისინი არა და არ ეშვებიან ბულგარელ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და ოლიმპიადის ორგზის ვერცხლისმედალოსან სტანკა ზლატევას (72).

აზერბაიჯანელებმა მას თავისთან გადასვლა ლონდონის ოლიმპიადამდე შესთავაზეს 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ახლა კი ისევ მიმართეს იმავე წინადადებით.

ზლატევამ ამჯერადაც იუარა შეთავაზება და განაცხადა, რომ მისი მიზანია, მშობლიურ ბულგარეთს ოქროს მედალი რიოში მოუტანოს. სანაცვლოდ კი ბულგარულმა ფედერაციამ ჯილდოდ ზუსტად იგივე თანხა - 1 მილიონი დოლარი აღუთქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა