"ენფილდ როუდზე" "ლივერპულის" "ბლექპულთან" დამარცხება უბრალოდ რომ არ ჩაივლიდა, რად უნდა ლაპარაკი - ტრიბუნებიდან ხალხმა კენი დალგლიშის დაბრუნება მოითხოვა....
"ენფილდ როუდზე" "ლივერპულის" "ბლექპულთან" დამარცხება უბრალოდ რომ არ ჩაივლიდა, რად უნდა ლაპარაკი - ტრიბუნებიდან ხალხმა კენი დალგლიშის დაბრუნება მოითხოვა.

სენსაციურმა დამარცხებამ (1:2) მერსისაიდელები იმდენად ჩამოარჩინა, რომ დღეს მათი მიზანი მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა კი არა, გასავარდნთა ზონიდან თავის დაღწევაა - ასეთი ცუდი სტარტი გუნდს 56 წელიწადია არ ჰქონია.

დალგლიშის მოთხოვნა კი, თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ ფანებს ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გულზე არ ეხატებათ და მის შეცვლას ეშურებიან. რას ამბობს ამაზე თავად ჰოჯსონი? მწვრთნელი იხტიბარს არ იტეხს. მწვრთნელი აცხადებს, რომ ტრიბუნებს რაც უნდა ის იყვირიათ, ის არსად აპირებს წასვლას. ლივერპულში "ფულჰემიდან" გასულ ზაფხულს დიდი სიხარულით გამოქცეული სპეციალისტი ამბობს:

"დღეს ფანები განრისხებულები არიან. ამაში გასაკვირი არაფერია, "ლივერპულის" გარშემო ხომ ძალიან ბევრი რამ ხდება. მე კი მწვრთნელი გახლავართ და პასუხისმგებლობა მეკისრება. ამიტომაც, ვაღიარებ, რომ ხალხს უფლება აქვს მომთხოვოს და მაკრიტიკოს.

მაისში "ფულჰემის" მწვრთნელი ვიყავი და ჩემს თავს ბევრი სასიხარულო ამბავი ტრიალებდა. დღეს, ცუდ დღეში ვარ, თუმცა ფეხბურთში 35 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ არა მგონია, რომ ასე უცბათ, ხელის ერთი მოსმით დავკარგე კვალიფიკაცია. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ადრე, ახლაც ისევე შემიძლია სიტუაციის მართვა და სირთულეებისთვის თავის მობმა".

შეგახსენებთ, რომ მაისში ჰოჯსონის ხელმძღვანელობით ლონდონის "ფულჰემმა" ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპული შეჯიბრების ფინალში. ეს დიდი წარმატება თავიდან ბოლომდე მწვრთნელის სახელთან გახლდათ დაკავშირებული.

"საოცარია იმის შედარება თუ რას ამბობდნენ ჩემზე

მაისში და რას ამბობენ ახლა. შემიძლია თუ არა მძიმე მდგომარეობის სასიკეთოდ შემოტრიალება? ვფიქრობ, ასეთი კითხვა არც კი უნდა ჩნდებოდეს. ეს უამრავჯერ გამიკეთებია, მაგრამ რას იზამ, თუკი ფეხბურთში ვტრიალებთ, ფეხბურთს კი თავისი ბუნება და თვისებები აქვს".

"ბლექპულის" ფეხბურთელებს კი "ენფილდმა" ტაში დაუკრა. ზღვისპირელთა ბოსი იან ჰოლოვეი: "ჩვენი გუნდისთვის ფანტასტიკური მომენტი დგას. ბიჭებმა ისე ითამაშეს, რომ სიამაყით აღვივსე. გულშემატკივრისგანაც დიდი ოვაცია დავიმსახურეთ.

ისე, ეს დღე ჩემთვის სხვა მიზეზითაც იყო ემოციური: ლივერპულელი ფანების სიმღერა "შენ არასდროს დარჩები მარტო" მამაჩემის საყვარელი სიმღერა გახლდათ. დღეს, როდესაც მამა ჩემთან აღარ არის ვიდექი და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის ფანები თავიანთ გუნდს ამხნევებდნენ, ხმას ვაყოლებდი".

თუმცა, დავუბრუნდეთ "ლივერპულს". ზემოთ ვახსენეთ, რომ "წითლებს" ასეთი ცუდი სტარტი 56 წელიწადია არ ჰქონიათ. გუნდი გასავარდნთა ზონაშია და მართალა, ჯერ სეზონის დამთავრებმამდე შორია, იმის შემოწმებას თუ პირველ (ანუ ყველაზე ზედა) ლიგაში დაბრუნების ანუ 1962 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ადგილზე როდის გასულა, აზრი აქვს.

ყველაზე დაბალი ადგილი "ლივერპულისთვის" მერვე გახლავთ. პირველად მერსისაიდელებმა ეს პოზიცია ლეგენდარული მწვრთნელის ბილ შენკლის ხელში, პირველ ლიგაში დაბრუნების წელიწადს დაკავეს, მეორედ კი 1994-ში - იმ სეზონში, იანვარში გრემ სუნესი როი ევანსმა შეცვალა.

მეშვიდე ადგილზე კი ლივერპულელები სამჯერ იყვნენ 1965, 1999 და 2010 წლებში.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა