კვირას ათენის "პანათინაიკოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში "ერგოტელისი" 4:1 გაანადგურა, ამდენად დედაქალაქელთა დამრიგებლის ნიკოს ნიოპლიასის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხივით იყო...

კვირას ათენის "პანათინაიკოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში "ერგოტელისი" 4:1 გაანადგურა, ამდენად დედაქალაქელთა დამრიგებლის ნიკოს ნიოპლიასის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხივით იყო.

"უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტს შევხვდები და მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადად მოვახსენებ. ამ გუნდის საჭესთან დგომის არანაირი სურვილი აღარ დამრჩა, - თქვა ნიოპლიასმა წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ, - აბსურდია, როცა ზაფხულში კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად შეგრაცხავენ, რამდენიმე თვეში კი დაცინვის ობიექტად გაქცევენ".

მართლაც გასაკვირია, რამ უბიძგა მწვრთნელს ასეთი განცხადების გაკეთებისკენ. მართალია, ჩემპიონთა ლიგის სტარტზე განცდილი ორი მარცხისთვის კლუბის ხელმძღვანელობამ ნიოპლიასს უსაყვედურა, მაგრამ მაშინ ლოგიკური იქნებოდა, თუ მწვრთნელი "კოპენჰაგენთან" საშინაო მატჩის შემდეგ გადადგებოდა.

თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ახალი ინფორმაცია გაჩნდა – ნიოპლიასმა გადაიფიქრაო!

"რა თქმა უნდა, ნიოპლიასი არ უნდა გადადგეს და არც გადადგება, - თქვა "პაოს" ტექნიკურმა დირექტორმა კოსტას ანტონიუმ, - ეს ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვებია. ბუნებრივია, დიდ კლუბში მოსული მწვრთნელი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, მაგრამ ნიკოსი ამ სირთულეებს გაუმკლავდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება".

შეგახსენებთ, რომ ნიკოს ნიოპლიასმა გასულ დეკემბერში "პანათინაიკოსის" სათავეში წარუმატებელი ჰოლანდიელი ჰენკ ტენ კატე შეცვალა და ათენური კლუბი ბერძნულ დუბლამდე მიიყვანა – გააჩემპიონა და თასიც მოაგებინა.

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე