"მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლ იუნაიტედს" შორის კვირას გამართული მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმრთა ფრანგ ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფას ფეხებში "ქალაქელთა" ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ჩაუვარდა...

"მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლ იუნაიტედს" შორის კვირას გამართული მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმრთა ფრანგ ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფას ფეხებში "ქალაქელთა" ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ჩაუვარდა. შედეგი – მანჩესტერელმა მეტოქეს ბურთი დააკარგვინა, მაგრამ ეს სათამაშო ელემენტი ისე ბინძურად შეასრულა, რომ 23 წლის ფრანგს უმძიმესი ტრავმა მიაყენა.

ბენ არფა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით მანჩესტერის უახლოეს ჰოსპიტალში გააქანეს. იქ ფეხბურთელს რენტგენი გადაუღეს და ყველაზე ცუდი მოლოდინიც გამართლდა – ბენ არფას ფეხის ორი ძვალი აქვს გატეხილი და ორშაბათს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდება.

"რენტგენმა ცხადყო, რომ ჰატემს ორი ძვალი აქვს გატეხილი. მას ოპერაცია ელის. კლუბი ბენ არფას მუდმივად ეკონტაქტება და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამ ეტაპზე მისი დაბრუნების თარიღებზე მსჯელობა ნაადრევია. ოპერაციის შემდეგ სიტუაცია უფრო გაირკვევა", - თქვა "ნიუკასლის" წარმომადგენელმა.

დე იონგის ზღვარგადასული სიხისტე კი უკვე შემაშფოთებელი ხდება. მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ჰოლანდიისა და აშშ-ის ნაკრებთა საკონტროლო მატჩის მსვლელობისას 25 წლის ამსტერდამელმა შუახაზელმა ამერიკელ სტიუარტ ჰოლდენს ფეხი მოტეხა. ის მომენტი საფეხბურთო საზოგადოებას რაღაცნაირად მიავიწყდა. უშუალოდ მუნდიალზე კი ნაიჯელის უხეშობამ კვლავ გამოიწვია აღშფოთება – ფინალურ მატჩში ჰოლანდიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა თავის ესპანელ კოლეგას შაბი ალონსოს არა საფეხბურთო, არამედ რომელიღაც აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთი ჩაუტარა და საფეხბურთო ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კიდევ კარგი, დე იონგის უსასტიკესი წიხლი მკერდში გლადიატორის აღნაგობის ალონსოს მოხვდა და არა ჩია ინიესტას ან ჩავი – იქვე გამოასალმებდა სიცოცხლესო...

კვირას კი დე იონგმა ბენ არფა იმსხვერპლა და არათუ კრიტიკის, არამედ განკიცხვის ობიექტად იქცა. "ნაიჯელთან ამ თემაზე სერიოზული საუბარი მექნება", - თქვა ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვეიკმა. როტერდამის "სპარტას" დამრიგებელი იან ევერსე უფრო პირდაპირი იყო: "დე იონგი ფსიქიატრთან უნდა მივიდეს". ტელეკომენტატორმა ჰიუგო ვორსტმა კი კატეგორიული განცხადება გააკეთა: "ნაიჯელ დე იონგი არის კრიმინალი, რომელიც ფეხბურთს როგორმე უნდა ჩამოვაშოროთ!"

და კიდევ ერთი საოცარი მომენტი: დე იონგის სისასტიკე შეხვედრის არბიტრ მარტინ ატკინსონს გამორჩა – რეფერიმ წესების დარღვევაც კი ვერ დააფიქსირა...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა