33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაოსა და 39 წლის მექსიკელი ხუან მანუელ მარკესის გუნდებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
როგორც ვებგვერდი Fightnews.com წერს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის, 33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაოსა და 39 წლის მექსიკელი ხუან მანუელ მარკესის გუნდებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ამ მებრძოლებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრის თაობაზე. ორთაბრძოლის სავარაუდო თარიღი - 10 ნოემბერია.

შეგახსენებთ, რომ მარკესი და პაკიაო აქამდე უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 2004 წელს მათი ბრძოლა ფრედ დასრულდა; 2008 წელს, მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება პაკიაოს მიაკუთვნეს; 2011 წელს კი ასევე არბიტრებმა პაკიაო გამოაცხადეს მოგებულად. აქაც მსაჯებმა ვერ მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

ამასობაში სახელგანთქმულმა ამერიკელმა მოკრივემ, ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა 63 დღე ციხეში.

"სამუშაო დღეებში 23 საათი საკანში ვიყავი გამოკეტილი, შაბათ-კვირას კი საერთოდ არ გვეკუთვნოდა სასეირნოდ გასვლა, - ამბობს მეივეზერი. - თავიდან წონა დავკარგე, გამოფიტული ვიყავი. საერთოდ არ ვიღებდი ჩვეულებრივ საკვებს, რადგან იქაურ კერძებს არ ვენდობოდი. გადავრჩი ბუფეტიდან აღებული საკვებით - კარაქიანი ბუტერბროდები, ჟელე, ტკბილეულობა, კარტოფილის "ჩიპსები".

ვკითხულობდი გულშემატკივრების წერილებს, წიგნებს, ჟურნალებს. გართობა საერთოდ არ იყო - არანაირი მუსიკა. აზიდვების კეთება დავიწყე - თავიდან დღეში 436, შემდეგ ეს რიცხვი ორჯერ გავზარდე, შემდეგ გავასამმაგე - 1308 აზიდვას ვაკეთებდი დღეში. ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ერთ მისვლაზე 141-ჯერ მოვახერხე აზიდვა - ეს ჩემი რეკორდი გახლავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა