ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]

დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]

ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
მაშინ, როცა აზერბაიჯანის ჩემპიონი "ნეფთჩი" სტუმრად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტს, კვიპროსულ აპოელ-ს ამარცხებდა, გორის "დილამ" ყოვლად უსახელო და არაფრით გამორჩეულ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" მეორე მატჩიც წააგო და სტუმრებს აქამდე არნახული ევროწარმატების მიღწევის საშუალება მისცა.

30 აგვისტოს საღამომ მკაფიო და დადებითი პასუხი გასცა ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო შეკითხვას - გაუსწრო თუ არა აზერბაიჯანულმა საკლუბო ფეხბურთმა ქართულს.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა სხვები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან, ქართულ ფეხბურთს განვითარებისა არაფერი ეტყობა.

რასაკვირველია, არ ვართ იმ დონეზე, რომ რომელიმე ქართულ კლუბს ევროთასების ჯგუფში მოხვედრა კატეგორიულად მოვთხოვოთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად შეიქმნა ისეთი ხელსაყრელი გარემო, რამაც წარმატების იმედი გაგვიჩინა და რისი გამოყენებაც ნამდვილად შეიძლებოდა.

"დილას" ხომ წილისყრისას საოცრად გაუმართლა და რომელიმე ევროგრანდის ნაცვლად მეტოქედ მოკრძალებული კლუბი ერგო.

შეიძლება, მასთან დაპირისპირებაში ქართული კლუბი ფავორიტი არ ყოფილიყო, მაგრამ წილისყრამ იმის იმედი მაინც გაგვიჩინა, რომ საქართველოს ნაკრების არაერთი წევრითა და კანდიდატით დაკომპლექტებულ "დილას" რეალურად შეეძლო ამ ბარიერის გადალახვა.

რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. "მარიტიმუმ", რომლის შემადგენლობაშიც ერთი, თუნდაც ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელიც კი არ თამაშობს, დაგვანახა, თუ რას ნიშნავს საშუალო ევროპული დონე - სტუმრებმა კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშეს, ქართველები, ამ ასპექტების გარდა, ტექნიკაშიც დაჩაგრეს და ჯგუფური ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

"დილას" გამარჯვებისთვის ცდა არ დაუკლია და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. რასაკვირველია, ძალიან გაგვეხარდებოდა, ორი მატჩის ჯამში ქართულ კლუბს რომ გაემარჯვა, მაგრამ "დილა" ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ აშკარად არ იყო მზად.

თუკი პირველ ტაიმში გორელები მეტოქეს ხშირად კარნახობდნენ საკუთარ თამაშს, შესვენების შემდეგ მასპინძელთა შეტევები უფრო ხშირად ქაოსური იყო, მაშინ, როცა პორტუგალიელებმა ზუსტად იცოდნენ, როდის რა უნდა მოემოქმედათ, როდის უნდა ეკონტროლებინათ ბურთი, როდის დაეგდოთ ტემპი, როდის ემოქმედათ მეორე ნომრად და როდის შეეწუხებინათ მეტოქის დაცვა.

საერთო ჯამში, "დილას" არც კომბინაციური თამაში წაუვიდა და ვერც გუნდური მოქმედებით მოგვხიბლა. ძალიან უფერულები იყვნენ გორელთა ის ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის პოტენციურ ლიდერებად მოიაზრებენ.

გამონაკლისი მხოლოდ მათე ვაწაძეა, რომელმაც ამ თამაშში სული და გული ჩადო და ყველა ეპიზოდში ისე მოქმედებდა, როგორც მაღალი კლასის ფორვარდს შეეფერება.

"დილას" ჯგუფის საგზური არ ეკუთვნოდა, მათეზე კი მინიმუმ ერთი გოლი ნაღდად ალალი იქნებოდა.

მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნა "დილას" კაპიტან ლაშა სალუქვაძეს შეეძლო, რომელმაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ოდნავ არაზუსტად შეაგება. მალევე მან კუნთის დაჭიმულობის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, რაც "დილასთვის" მძიმე დანაკლისი იყო.

ყველაზე მძლავრად ქართველებმა პირველი ტაიმის შუაწელი ჩაატარეს და დაწინაურებაც ამ დროს შეეძლოთ. 25-ე წუთზე "დილას" გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს, 29-ეზე კი მათე ვაწაძემ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და მიზნამდე მცირედი დააკლდა - ბურთი "მარიტიმუს" კარის ხარიხას მოხვდა.

პორტუგალიელთა ფრანგმა მეკარე რომან სალინმა ამ ეპიზოდში შეცდომა კი დაუშვა, მაგრამ მთლიანობაში მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და თავისი გუნდის კარი საიმედოდ დაიცვა.

მე-40 წუთზე დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა - ერთი გამოზომილი გადაცემით "დილას" ცენტრალური მცველები უქმად დარჩნენ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ელდონმა თავისიანები დააწინაურა. უფრო საინტერესო და ნიშანდობლივი კი ის იყო, რაც ამ გოლს წინ უძღოდა - "მარიტიმუ" ბურთს ზედიზედ 50 წამის განმავლობაში ფლობდა და გოლამდე ზედიზედ 14 ზუსტი გადაცემა გააკეთა!

მოკლედ, სტუმრებმა მცირე "ბარსელონური" სანახაობა წარმოგვიდგინეს.

მეორე ტაიმის დებიუტში "მარიტიმუმ" მორიგი მწვავე კონტრშეტევა განახორციელა და "დილა" გოლს გადაურჩა - ფიდელისის დარტყმა მარინ სკენდერმა მოიგერია, დამატებაზე კი სამიმ არაზუსტად დაარტყა.

ცოტა ხანში კი სტუმრები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ და ამან გამარჯვების იმედი გაგვიღვივა, თუმცა "დილას" თამაში მეტოქის გაძევების შემდეგ უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

"მარიტიმუ" თავს მშვიდად იცავდა და ისე მოქმედებდა, თითქოს ევრობატალიებში ჭიპი ჰქონდა მოჭრილი. ვაწაძეს ორჯერ, გოგუას კი ერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დრო გადიოდა და ანგარიში უცვლელი რჩებოდა, "დილა" კი პრესტიჟის გოლის გატანასაც ვერ ახერხებდა.

გაწბილებულმა გულშემატკივრებმა სტადიონის ნაადრევად დატოვება დაიწყეს და სტუმართა მეორე გოლი მცირერიცხოვანმა პუბლიკამ ნახა.

"მარიტიმუმ" კონტრიერიში იდეალურად გამოიყენა და შეცვლაზე შესულმა დანილო დიაშმა "დილას" წვალებას წერტილი დაუსვა.

ასე გავუშვით ხელიდან 2004 წელს მიღწეული წარმატების გამეორების შანსი. ევროთასების ჯგუფური რაუნდი ჩვენთვის კვლავ მიუწვდომელია.

უნდა ვაღიაროთ, ეს არც დაგვიმსახურებია. არადა, მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, "მარიტიმუს" დონის კლუბები ხომ ასეთ ეტაპებზე, როგორც წესი, ჩვენნაირების კი არა, გრანდების საკბილო ხდება ხოლმე.

ქართული ევროსეზონი კვლავ ზაფხულში დასრულდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, შიდა ტურნირებზე გადავერთოთ და ინტერესისთვის, ტელეარხებით "ნეფთჩის" საევროპალიგო მატჩებს შევავლოთ თვალი...

ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

30.08. თბილისი. მ. მესხი. 11 000 მაყურებელი

დილა-მარიტიმუ 0:2 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)

გოლები: 0:1 ელდონი (42), 0:2 დანილო დიაში (90)

დილა მარიტიმუ

4-4-2 4-2-3-1

სკენდერი სალინი

შ. კაშია ბრიგელი

სალუქვაძე ჟოაო გილერმე

გ. ონიანი რობერჟი

კვირკველია ოლიმი

გურული მირანდა

ბეჭვაია როდრიგო ანტონიო

შ. გრიგალაშვილი ელდონი

გოგუა დავიდ სიმაო

ილურიძე სამი

ვაწაძე ფიდელისი

მწვრთნელები:

თ. შალამბერიძე პ. მარტინში

დილა

14. სალუქვაძე - თომაშვილი

46. ილურიძე - ახალკაცი

63. შ. კაშია - კახელიშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჯიშკარიანი, კაციტაძე, კლიმიაშვილი

მარიტიმუ

58. დავიდ სიმაო - როსარიო

67. ელდონი - როსი

73. სამი - დანილო დიაში

სათადარიგოები: რიკარდო, ჟოაო დიოგო, აბრეუ, ადილსონი

გაფრთხილება: როდრიგო ანტონიო (26), როსარიო (67), კახელიშვილი (79), კვირკველია (88)

გაძევება: როდრიგო ანტონიო (51)

არბიტრი: ა. კაკოსი (საბერძნეთი)

ევროდონემდე ძალიან შორია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მატჩის შემდეგ:

თემურ შალამბერიძე: ვიცოდი, რომ ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდოდით

ალექსანდრე გურული: წაგებას არ ვიმსახურებდით

გოგიტა გოგუა: მომენტები გვქონდა, უბრალოდ არ გაგვიმართლა

გიგა ბეჭვაია: მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა

გიორგი ონიანი: "მარიტიმუსთან" მარცხი უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონატზე გადავერთოთ

ასევე იხილეთ:

მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]

• rembo

ვიდეო სად არის??

• daviti

gizog,რა უნდა დაწერო ამ ფეხბურთზე?ერთში გეთანხმები,რაც ქართულ ფეხბურთში ხდება დიდ გარიგებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.ამას უბრალოდ მაიმუნობა ქვია და ამის დადასტურებული და დაუდასტურებული მაგალითი უამრავი გვაქვს.მარტო წინა ჩემპიონის გამოვლენა და თასის ფინალი რად ღირს,აღარაფერს ვამბობ იმ ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია-ამინისტიაზე გარიგებულ თამაშებში რომ მონაწილეობდნენ.სპორტში მოღვაწე ადამიამიანებისგან მინდა მოვისმინო,რამდენად სწორი მიდგომაა თავდაცვის და შსს კლუბები სხვადასხვა სპორტის სახეობებში,ვინმემ იკითხეთ რა რაოდენობის ფული იხარჯება ბიუჯეტიდან ამ წარუმატებელ პროექტებში და რამდენად ჭკვიანურია იხარჯება ბიუჯეტის ფული როცა ბავშვთა ფეხბურთი აბსოლიტურად მოშლილია და ნიჭიერ ბავშვები ხშირ შემთხვევაში მაღალი საფასურის გამო ვერ ახერხებენ ფეხბურთზე სიარულს.რამდენი იხარჯება იმ ქალაქების სტადიონებზე მინდვრის საფარის მოწესრიგებაში რომლის გუნდებიც სულს რაფავს და არანაირი სახსარი ამ მინდვრების მოსავლელად არ გააჩნიათ.ვინმემ მოითხოვეთ ნაკრების მწვრთნელებზე გადახდილი თანხის განსაჯაროება ნაკრები მაინც ხომ არაა კერძო მფლობელობაში მყოფი კლები კომერციულ საიდუმლოებას რომ წარმოადგენდეს.ამის გარდა უამრავი საკითხია საინტერესო და არამარტო ჩემთვის,მაგრამ სამწუხაროდ ამის მთქმელი,ამაზე დისკუსიის გამართავი არაა არავინ.

• Tazo

ეს იმის ბრალია, რომ გუნდმ ევროპული ტურნეს წინ სამი თამაში ზედიზედ წააგო. გორში ,,ბოლნისთანაც" (,,ბოლნისი" ,,დილაზე" ძლიერია?!) .საინტერესოა რატომ? ხომ არ ჰქონდა ადგილი გარიგებებს? რატომ არ ინტერესდება ფედერაცია?!, ეს გუნდი ვიღაცეების გასართობად და პრესტიჟისთვის შEიქმნა. და ამიტომ ასევე უსახელოდ დაამთავრა და დაამთავრებს თავის კარიერას,

• gizog

ალბათ, უკეთესია ფეხბურთის შესახებ ვისაუბროთ, ვიდრე რაღაც გამოგონილ დიდი გარიგებებზე, რომელთაგან ისევე შორს ვართ, როგორც ევროფეხბურთის დონიდან.

• Zviadi

მართლაც რომ "წვალება" გამოვიდა, ტექნიკა არ აქვთ, მოედნის ხედვაზე ზედმეტია საუბარი, პასს ვერ აკეთებენ. მანერებს დააკვირდით? რა მანჭვა-გრეხვა იყო, მეორე გოლის მერე ბურთის მაყურებლისკენ დარტყმა რაღა იყო? ეეეჰ.

• daviti

ახლა ჩემპიონატს მიხედეთ,ისე ვალი წინა წლიდან ბევრი გაქვთ კიდე გამოყოლილი?ვიტჯორჯიასი და ჩიხურასი გაისტუმრეთ მგონი.ისე ქეცბაიას დ. Qინქლაძეს " სვიაზები"მარიტუმოშიც რომ ქონოდა და პორტუგალელებსაც ანართოსისი მსგავსად,ფინანსური პრობლემებიც ქონოდათ იქნებ დღეს ჯგუფურ ეტაპზეც ვყოფილიყავით.

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა