ციურიხში "ბრილიანტის ლიგის" დასკვნითი ეტაპის პირველი ნაწილი გაიმართა, სადაც ლაურეატები 17 დისციპლინაში გამოვლინდნენ
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში "ბრილიანტის ლიგის" დასკვნითი ეტაპის პირველი ნაწილი გაიმართა და 17 დისციპლინაში შევიტყვეთ ლაურეატთა ვინაობა.

ყველაზე დიდი სენსაცია მამაკაცებს შორის 800 მეტრზე მოხდა. აქ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ბრილიანტის მფლობელი ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს რეკორდის მფლობელი დავიდ რუდიშა გახდებოდა. მაგრამ სეზონის ლიდერი დამარცხდა 18 წლის პერსპექტიულ ეთიოპიელთან მოჰამედ ამანთან.

კენიელი დამაჯერებლად ლიდერობდა 500 მეტრის შემდეგ, მაგრამ ამანმა ფანტასტიკური ტემპი აკრიფა, მოსახვევში დაეწია რუდიშას და საფინიშო სწორ მონაკვეთზე გაექცა კონკურენტს, თან ეროვნული რეკორდიც დაამყარა - 1.42,53.

საერთო ჩათვლაც მოჰამედმა მოიგო. სხვათა შორის, მან შარშანაც გამოიჩინა თავი, როცა რუდიშას მილანში გაუსწრო და შეწყვიტა კენიელის მოგებათა სერია, რომელიც 26 გარბენს უტოლდებოდა.

ციურიხში წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მაღალი შედეგები იქნა ნაჩვენები სპრინტერულ დისციპლინებში. ქალთა 100 მეტრზე თავი გამოიჩინა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა შელი-ენ ფრეზერ-პრაისმა, რომელმაც 10,83 წამი აჩვენა.

ამით მან, შეიძლება ითქვას, ცხვირწინ ააცალა ბრილიანტი კარმელიტა ჯეტერს. ამ უკანასკნელს უნიკალური შედეგის მიღწევის შანსი ჰქონდა - შეეძლო ზედიზედ მეოთხედ მოეგო ეს კომერციული სერია (შარშან ის 100 და 200 მეტრზე ჩათვლაში იყო უძლიერესი).

მამაკაცთა 100 მეტრი არ შედიოდა ბრილიანტის ლიგის ჩათვლაში, მაგრამ ორგანიზატორებმა მაინც შეძლეს ტაისონ გაისა და იოჰან ბლეიკის მიწვევა. თუმცა მათ შორის ბრძოლა არ ყოფილა, რადგან ამერიკელმა ფალსტარტის გამო ტრავმა მიიღო, ბლეიკმა კი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, ტურნირის რეკორდი დაამყარა - 9,76.

ასეთივე რეკორდის ავტორი გახდა უსაინ ბოლტი, ოღონდ 200 მეტრ დისტანციაზე - 19,66 წამი. თუმცა ამ დისციპლინაში ბრილიანტი მის თანამემამულეს ნიკელ ეშმიდს ერგო, რომელმაც ციურიხში პირადი რეკორდი დაამყარა.

ბოლტი წელს მხოლოდ ორ ეტაპზე გამოვიდა, ეშმიდი კი ხშირად ჩნდებოდა ბრილიანტის ლიგის სტარტებზე და ამის გამო მოიგო საერთო ჩათვლა.

ასევე სტაბილურად გამოდიოდა ეტაპებზე ამანტლ მონტშო, რომელმაც ბრილიანტი აიღო 400 მეტრზე ქალებს შორის. ციურიხში ეს დისტანცია სანია რიჩარდსმა მოიგო, მაგრამ ის ოთხი ქულით ჩამორჩა ბოტსვანელს.

100 მეტრზე თარჯრბენში საერთო ჩათვლის ლიდერი, ოლიმპიური ჩემპიონი სალი პირსონი იძულებული გახდა, ვადაზე ადრე დაესრულებინა სეზონი ტრავმის გამო, ამიტომაც ის ჩამოშორდა ბრილიანტისთვის ბრძოლას.

მისი ადგილი ამერიკელმა დოუნ ჰარპერმა დაიკავა. ასევე არ ჩავიდა ციურიხში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მო ფარა, რითაც 5000 მეტრზე ბრილიანტი ისაია კოეჩს გადაულოცა.

სანდრა პერკოვიჩს, კრისტიან ტეილორს, რენო ლავილენიეს და ხავიერ კარსონს უბრალოდ ბოლო ეტაპზე გამოსვლა სჭირდებოდათ "ბრილიანტის ლიგაზე" საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად, რაც გააკეთეს კიდეც.

ერთი კვირის შემდეგ, ბრიუსელში ბოლო ეტაპის მეორე ნაწილი გაიმართება და ბრილიანტის მფლობელი კიდევ 15 სპორტსმენი გამოვლინდება.

ლაურეატები

მამაკაცები

200 მ - ნიკელ ეშმიდი (იამაიკა)

800 მ - მოჰამედ ამანი (ეთიოპია)

5000 მ - ისაია კოეჩი (კენია)

400 მ/თარჯრბენი - ხავიერ კალსონი (პ-რიკო)

სიგრძე - კრისტიან ტეილორი (აშშ)

სიმაღლე - რობერტ გრაბარზი (ბრიტანეთი)

ჭოკი - რენო ლავილენიე (საფრანგეთი)

ბირთვი - რიზ ჰოფი (აშშ)

შუბი - ვიტეჟსლავ ვესელი (ჩეხეთი)

ქალები

100 მ - შელი-ენ ფრეზერ-პრაისი (იამაიკა)

400 მ - ამანტლ მონტშო (ბოტსვანა)

1500 მ - აბება არეგავი (ეთიოპია)

100 მ/თარჯრბენი - დოუნ ჰარპერი (აშშ)

სტიპლჩეზი - მილკა ჩეივა (კენია)

სიგრძე - ელენა სოკოლოვა (რუსეთი)

ბირთვი - ვალერი ადამსი (ზელანდია)

ბადრო - სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული