პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" დამარცხების შემდეგ გორელთა ფეხბურთელმა გულისტკივილი არ დამალა
პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" წაგებამ ყველას გული დაგვწყვიტა; მატჩის დამთავრების მერე უხასიათოდ იყო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გოგიტა გოგუაც და ეს გულისტკივილი "ლელოსთან" საუბარში არც დაუმალავს...

- დილაში" კარგი ფეხბურთელების შეკრების მიუხედავად, შეხვედრამ პორტუგალიელთა უპირატესობა გამოაჩინა.

- რა თქმა უნდა, პორტუგალიური ფეხბურთი ჩვენსაზე ბევრად წინ არის და არ მიკვირს, ეს უპირატესობა ჩვენთან შეხვედრაშიც რომ გამოჩნდა.

- თუმცა, ასეთი ქვეყნის გუნდთანაც შეიძლება მოგება. შენი აზრით, "მარიტიმუსთან" წარმატების რეალური შანსი გვქონდა?

- ძალიან კარგად დავიწყეთ და თავიდან უპირატესობა მოვიპოვეთ. მაგრამ პირველ ტაიმში შანსი ხელიდან გავუშვით, როდესაც რეალური საგოლე შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. დაძაბულ შეხვედრაში ასეთი რამ დაუშვებელი იყო.

არადა, ერთიც რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. შემდეგ გოლი გაგვიტანეს, დაძაბულობა დაგვეტყო და ამან ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

- მერე ხომ "მარიტიმე" მოედანზე 10 კაცით დარჩა?

- უპირატესობა გვქონდა და ვუტევდით კიდეც, მაგრამ საგოლე მომენტები მაინც ვერ გამოვიყენეთ და მგონია, რომ არ გაგვიმართლა.

ჩემი აზრით, იმიტომაც წავაგეთ, რომ 3-4 თვის გუნდისთვის შეუძლებელია ბევრად შეთამაშებულ გუნდთან მოგება, თანაც პორტუგალიური ფეხბურთი ხელწამოსაკრავი არასოდეს ყოფილა. შემთხვევით არაფერი ხდება. მაგრამ "დილა" მართლაც არ არის ცუდი გუნდი და პერსპექტივაც აქვს.

- ისე, შეთამაშება რომ გაკლდათ, მართლაც ჩანდა.

- რა თქმა უნდა, გუნდი ჯერ კარგად შეთამაშებული ვერც იქნებოდა.

ახლა მთავარია ეროვნულ ჩემპიონატში გამოვასწოროთ მდგომარეობა და აქამდე დაკარგული ქულები გავაბათილოთ. თქვენ ყველანი ნახავთ, რომ "დილა" თავის გამოჩენას მოახერხებს.

- სხვათა შორის, გეტყობოდათ კიდეც, რომ ჩემპიონატში გულით ვერ თამაშობდით.

- უფრო სწორედ, ევროთასებზე უკეთ გამოსვლაზე ვფიქრობდით. შეუთამაშებლობა ვახსენე და თავადაც იცით, რომ ტრავმების გამო, ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ოპტიმალური შემადგენლობით არც გვითამაშია, ბოლო დროს კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ასეთ დროს თითოეულ მოთამაშეს უფრთხილდებიან.

გულდასაწყვეტი იყო, რომ ხელშეწყობა არ იგრძნობოდა. ევროპის ლიგის პლეი ოფში გავედით და სამი დღის წინ ჩემპიონატის შეხვედრა გვათამაშეს.

მანამდეც ხელოვნურ საფარზე ორი მოთამაშე დავგვაკლდა და ესეც ძალიან დაგვეტყო.

კარგად მესმის, რომ ტურის გამოტოვება მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ პლეი ოფში გასულებს ისედაც ბევრი ტრავმირებული გვყავდა და მგონია, რომ ასეთ დროს გამონაკლისის დაშვება შეიძლებოდა და სასურველიც იყო.

ჩვენ ხომ საქართველოს წარმოვიდგენდით და არა მხოლოდ ერთ კლუბს.

- პირადად შენ კლუბში რჩები?

- სხვა რა გზა არის, ჯერ "დილაში" უნდა ვითამაშო.

გოგიტა გოგუა: შემთხვევით არაფერი ხდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოგიტა გოგუა: მომენტები გვქონდა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა

დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]

bikenti
კობახიდზე არი სული და გული კაცი მთელ გულს დებს თამაში და გამოდის კიდეც შედეგიც მოდის...
bikenti
ეს დვალიშვილი კიდე კარგი მემგონი განაცხადში ნაკრების არ არი,ვალი ქონდა ქეცბაიას თუ რა იკო 2 წელი გოლი არ გაუტანია
bikenti
ნამუსი არ გაქვთ ??? 10 კაცით გუნდმა მოგიგო გოგიტა შვილო ,აზე რო არა ხარ და ბევრი პრეტენზიები გაქ
odala
დაახლოებით იგივეს ვფიქრობდი ახლა რასაც დემნა.
დემნა
ჰოოოუ გოგიტააა. ოდესმე შენი თამაშისთვის გიყურებია ტელევიზორში?? შენც თუ ფეხბურთელი გქვია..
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის