ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ედიშერ მაჩაიძე: წარსულში ნუ ჩავრჩებით, წინ გავიხედოთ...

ედიშერ მაჩაიძე: წარსულში ნუ ჩავრჩებით, წინ გავიხედოთ...

ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ერთადერთი ქართველი არბიტრი საინტერესო თემებზე საუბრობს
ედიშერ მაჩაიძე ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ერთადერთი ქართველი არბიტრი იყო, თუმცა მასთან კითხვები არა მხოლოდ ამის გამო დაგვიგროვდა - თამაშებზე რამდენიმე ჩვენებურის გამოსვლა დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

მაგალითად, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55) ფინალური შეხვედრა რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან, ვლადიმერ გეგეშიძისა (84) და ყაზახ დანიალ გაჯიევის ორთაბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის...

ცხადია, მაჩაიძე ყველაზე უკეთ გაგვარკვევდა სიტუაციაში, რადგან მას შიდა სამზარეულოზეც მიუწვდებოდა ხელი.

თუმცა მასთან საუბრისას მხოლოდ ქართული თემატიკით არ შემოვფარგლულვართ და სხვა თემებზეც დავეკითხეთ.

უპირველესად ის გვაინტერესებდა, საერთაშორისო ფედერაცია რა მიმართულებით გეგმავს ჭიდაობის განვითარებას.

ოღონდ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გარკვეული და გადაჭრით ვერც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა რამე. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ წონითი კატეგორიების შეცვლის საკითხი არ განიხილება.

სერიოზული ცვლილებები არც წესებში იგეგმება - ლაპარაკი უფრო ტექნიკურ დეტალებზე (მაგალითად, როგორ უნდა იდგნენ მეტოქეები ჭიდაობის დაწყებისას; ბერძნულ-რომაულში ჩოქბჯენი დგომში მოვლებით შეიცვალოს და ასე შემდეგ), ვიდრე - თვისობრივზე ანუ ჭიდაობა რადიკალურად არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება.

- როგორ აფასებთ ლონდონის ოლიმპიადაზე ჩვენი მოჭიდავეების, მთლიანად ქართული დელეგაციის გამოსვლას?

- ნებისმიერი დელეგაციის გამოსვლის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმია მისი შედარება წინა ასპარეზობასთან.

ამჯერად რაოდენობრივად უკეთესი შედეგია, მაგრამ ხარისხობრივად ჩამოვრჩით. სამწუხაროდ, ეს არ იყო ჩვენი მოჭიდავეების მაქსიმუმი და თავისუფლად შეიძლებოდა, 1-2 ოქროს მედალიც გვქონოდა, რომ არა ის გაუგებრობები, რაც ფინალში მოხდა. ამის გამო 6 მსაჯი დაისაჯა დისკვალიფიკაციით.

თუმცა არის ლოგიკა იმაშიც, რომ როცა 7 წამით ადრე იგებ, მეტოქეს არასწორი გაპროტესტებისთვის ქულით სჯიან, რომელსაც კიდევ შენ გიმატებენ, თუ ოლიმპიური ჩემპიონობის პრეტენზია გაქვს, მსგავსი უპირატესობა უნდა შეინარჩუნო. მით უფრო, როცა შეხვედრას აჩერებენ ანუ ეს ყველაფერი დინამიკაში არ ხდება.

ალბათ, ეს ახალგაზრდობის და გამოუცდელობის ბრალია. ოლიმპიადა ხომ სიურპრიზებითაა სავსე. იქ ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას შედეგზე და მას იმავე ჭრილში ვერ განვიხილავთ, როგორშიც - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს.

თუმცა ამ თამაშებმა ისიც დაგვანახვა, რომ სამომავლოდ თუ გონივრულად დავგეგმავთ მუშაობას, სწორ მიმართულებას ავირჩევთ, შედეგიც უკეთესი იქნება. მაგალითად, გაისად ევროპის ჩემპიონატი თბილისში ტარდება და ახლანდელი გუნდიდან, განსაკუთრებით - თავისუფლებში 2-3 ჩემპიონი გვეყოლება.

ოლიმპიადის მერე თაობათა ცვლა ხდება, ვეტერანები მიდიან, ესენი კი, ვინც შედეგი აჩვენა, 20-22 წლისები არიან.

ოღონდ თანამედროვე სპორტი აღარაა მხოლოდ მწვრთნელი და სპორტსმენი - ვინც ასე მსჯელობს, ის მეოცე საუკუნის შუა ხანებშია ჩარჩენილი. თანამედროვე სპორტში დიდ როლს ასრულებს მედიცინა, ფსიქოლოგია, ფართოდ უნდა იყოს ჩართული მეცნიერება, აუცილებელია კომპლექსური სამეცნიერო ბრიგადის მუშაობა, რომელშიც შევლენ ფსიქოლოგი, მასაჟისტი, მრავალპროფილიანი ექიმი, წონის კლების სპეციალისტი და სხვა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობისას ვცდილობდი, ეს თემები სულ აქტუალური ყოფილიყო, რადგან მივიწყებულია ჩვენში. ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან მახსოვს, მოჭადრაკეებს ფსიქოლოგი რუდოლფ ზაგაინოვი ჩამოუყვანეს, ბინაც მისცეს, ხელფასიც და მაქსიმალური პირობები შეუქმნეს.

ეს მაშინ იყო საჭირო და ახლა - მით უმეტეს. სასწავლო პროგრამებიც გასაახლებელია. ოლიმპიადაზე წასვლის წინაც ვთქვი, რომ ჩვენებს ახალი ვარიანტები უნდა შეეთავაზებინათ, რადგან შედეგი ჰქონდათ და მეტოქეების მიერ შესწავლილები იყვნენ.

სიახლე მუდამ უნდა ეძებო. ლევან თედიაშვილის მაგალითი მახსენდება ჩემი ახალგაზრდობიდან - ფეხს იჭერდა, წელში შედიოდა და კლასიკურ გდებას აკეთებდა.

ასე არავინ აკეთებს-მეთქი, რომ ვუთხარი, მიპასუხა, ამას ერთი კონკრეტული შეჯიბრებისთვის ვამზადებ და არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ამ ფანდის გაკეთება მინდა, იმ ტურნირს რომ მოვიგებ, მერე სხვას დავამუშავებო. ის ყოველი შეჯიბრებისთვის ახალ ილეთს ამზადებდა, რომ მეტოქეებს არ გაეშიფრათ და მათთვის სიურპრიზი მოეწყოთ.

თანამედროვე ჭიდაობაც ესაა - მეტოქეს წლიდან წლამდე უნდა სწავლობდე და ახალს ითვისებდე. ჩვენ რომ წავაგეთ, მაგალითად, პუერტო რიკოელ ესპინალისთან, გვყავდა ის შესწავლილი? ვნახეთ, გავარჩიეთ ის ტურნირი, სადაც მან ლიცენზია მოიპოვა? თუ ისევ ძველი მიდგომით გავაგრძელებთ, რომ ბულგარეთს ძლიერი ფალავანი ჰყავს, თურქეთსაც, რუსეთ-ირანსაც, ხოლო პუერტო რიკოს და ვენესუელას - არა, თუ არ გავაკეთეთ ანალიზი და მთელი წელიწადი ამით არ ვიქნებით დაკავებული, ესე იგი, სრულყოფილად არ ვმუშაობთ.

მით უფრო, ადრე თუ ბლოკნოტში ვიწერდით ამ ყველაფერს, ახლა ინტერნეტში მთელი ვიდეოთეკის ნახვა შეგიძლია, ნებისმიერი ტურნირისა. აუცილებელია, თავად სპორტსმენებს ხშირად ვაყურებინოთ მათ მიერ წაგებული შეხვედრები, რათა მიხვდნენ საკუთარ შეცდომებს.

სამწუხაროა, რომ დღეს ქვეყანაში არც სპორტის აკადემია გვაქვს, არც - მეცნიერება, არც ფსიქოლოგი სჭირდება ვინმეს, მაგრამ ამის საჭიროება უკვე დგას. მივესალმები, სპორტის აკადემიას თუ აღადგენენ, რაზეც ბოლო თვეებში აქტიურად ლაპარაკობენ.

- ცალკეული შეხვედრებიც გვაინტერესებს. უპირველესად - გეგეშიძისა და ყაზახი დანიალ გაჯიევის ორთაბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის. რა თქვეს მსაჯებმა, რატომ არ მისცეს ჩვენებურს ის ქულა?

- იმ მომენტში გეგეშიძეს ფეხის გარეთ გადგმა დაუფიქსირეს, თორემ გდების მომენტში ნამდვილად ზემოდან აღმოჩნდა. ამისთვის ქულასაც მიიღებდა, მაგრამ ხალიჩის გარეთ ფეხი პირველად ამან გადგაო. სხვანაირად ილეთს ვერ დაუხურავდა, რადგან ის ქაჩავდა ხალიჩიდანო, ამან დააეჭვა პირველად მსაჯები და ამიტომ გაარჩიეს შეხვედრა ვიდეოზე.

- ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ჯამალ ოთარსულთანოვის შეხვედრაზე რას იტყვით, მოასწრო თუ ვერა ილეთის დასრულება ჩვენებურმა?

- ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრის მსაჯები დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ, ბევრ რამეზე მიუთითებს. სხვათა შორის, ჩვენ არც გაგვიპროტესტებია ეს ორთაბრძოლა, რადგან ამ მეთოდით, როგორც წესი, შედეგი არ იცვლება, ურთიერთობა კი შეიძლებოდა, გაგვფუჭებოდა, მაგრამ თვით საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ პირადად ნახა და მანვე მოითხოვა იმ არბიტრების თამაშებისგან ჩამოცილება, რასაც მოგვიანებით სათანადო კომიტეტიც დაეთანხმა.

ერთი სიტყვით, ხინჩეგაშვილს ქულა ეკუთვნოდა, თუმცა მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ თითქოს მან ამით ოქროს მედალი დაკარგა - წინ კიდევ ერთი პერიოდი რჩებოდა და კაცმა არ იცის, იქ რა მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ მას გარანტირებული ჰქონდა ოქრო.

სხვათა შორის, ის მაგიდის მსაჯი - ფინელი ვენვილაინენ პერტტი ბათუმში კომისრად ჩამოდის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე.

- ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის არჩევნები როდისაა და თუ იყრის კენჭს რაფაელ მარტინეტი? როგორ გგონიათ, მისი ფარული თანხმობა რომ არ იყოს, მსაჯები ამდენს გაბედავდნენ?

- საერთაშორისო ფედერაციაში ახალი არჩევნები 2014 წელს ტარდება, მარტინეტიმ კი ამას წინათ ირანულ ტელევიზიას განუცხადა, ჯანმრთელობა თუ ხელს შემიწყობს, ერთ ციკლს კიდევ ვიმუშავებ, თუ არადა, 2014-ში გადავდგებიო.

რაც შეეხება მსაჯთა ფაქტორს და ჩვენს დაჩაგვრას, შეგიძლიათ ლონდონში მყოფ სხვა მწვრთნელებს, იმავე გია გალდავას, რას ამბობდნენ დაღესტნელები და სხვები - მგონი, ქართველებმა ჰაკერი ჩამოიყვანეს და წილისყრას თავის სასარგებლოდ აკეთებენო. ხშირ შემთხვევაში ისეთი წილისყრა დაგვიჯდა, მგონი, მეც გავხდებოდი ჩემპიონი.

ბევრი საკამათო ფაქტის მიუხედავად, ამ ოლიმპიადაზე არ ყოფილა მსაჯთა ადრინდელივით დიდი ზეწოლა, რაშიც ლომის წილი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძეს და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს მიუძღვით - მათ ბევრი იმუშავეს საერთაშორისო ფედერაციასთან. შედეგად, ოქროს მედლისთვის ბრძოლის საშუალება რამდენჯერმე მოგვეცა, მაგრამ როცა გადასასვლელს პუერტო რიკოელთან წააგებ, ან - როცა 5-10 წამი უპირატესობას ვერ ინარჩუნებ, ეს მსაჯს არ უნდა დააბრალო. და აგებ.

- მსაჯთა დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ყველაზე მეტი დაზარალებული მაინც სპორტსმენი დარჩა. აშკარაა, რომ დისკვალიფიკაცია არაა გამოსავალი. მდგომარეობი გამოსასწორებლად საერთაშორისო ფედერაცია უფრო რადიკალურ ზომებს თუ გეგმავს?

- ჩემი მწვრთნელი გურამ დათიაშვილი გვასწავლიდა, ჭიდაობა სექსი არაა, ორივე მხარე კმაყოფილი რომ იყოსო. წაგებული ყოველთვის უკმაყოფილოა და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, მაგრამ ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ.

მარტინეტიმ მსაჯთა დეპარტამენტის რეორგანიზაცია მოახდინა, რომელიც მსაჯთა და განათლების დეპარტამენტად გადააკეთა, დაითხოვა მისი მთელი შემადგენლობა და ახალ არჩევნებს აწყობს ათ ვაკანტურ ადგილზე.

ერთ-ერთი კანდიდატი მეც ვარ. იცვლება სხვა დეპარტამენტების შემადგენლობაც და ყველანაირად ცდილობს, ობიექტური ფედერაციის სახელი მოიხვეჭოს. ჭიდაობის განვითარება მის ინტერესშიც შედის - ფრანგებს 1924 წლის შემდეგ, როცა ანრი დეგლანმა გაიმარჯვა, ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყოლიათ.

წინა ოლიმპიადაზე კრისტოფ ჟენომ მოიპოვა ოქრო, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი მივიდა ჭიდაობაზე. ესაა პოპულარიზაცია და მარტინეტიც ცდილობს, ძველი კადრები გაუშვას და ახლები მიიყვანოს ანუ ახალი სისხლი გადაუსხას ფედერაციას.

მივიწყებული კომპლექსური მუშაობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა