ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მეხუთე მატჩი რუმინეთთან სტუმრად მოიგო
თორნიკე შენგელიამ იმდენი ქულა ჩააგდო, რა ნომერიც ზურგზე აწერია - 23; მე-13 ნომერმა ვიქტორ სანიკიძემ 13 ქულას მოუყარა თავი, ხოლო გიორგი ცინცაძეს (N8) 8 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა კი ორით გადააჭარბა: ისტორიაში 89-ე ოფიციალურ მატჩში 91 ქულა ჩააგდო (იხილეთ ვიდეო).

78:65

რუმინეთს მეორედაც ვძლიეთ - ამჯერად მისსავე მოედანზე, თანაც თბილისურ მატჩთან შედარებით, მეტი უპირატესობით. როგორც ჩანს, პირველი მატჩისა და საერთოდ, პირველი წრის შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ.

ვიდრე შეხვედრის საინტერესო დეტალებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, მოგების მთავარ მიზეზს გეტყვით: ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ნაკრების 7 კალათბურთელი მსოფლიოს მასშტაბის მოთამაშეა. მათ არაერთი მაღალი დონის მეტოქის ძლევა შეუძლიათ. უბრალოდ, აუცილებელია, ისინი გადამწყვეტი მომენტისთვის საბრძოლო ენერგიით იყვნენ.

აკი თქვა ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა: მეორე წრეში ვეცდებით, დამრტყმელი ძალა ბოლო მეოთხედისთვის შემოვინახოთო. მწვრთნელმა ეს კარგად მოახერხა და მეოთხე რაუნდში გიორგი ცინცაძემ, ჯეიკობ პულენმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და თორნიკე შენგელიამ 9:43 წუთი შეუცვლელად ითამაშეს.

ამის მიუხედავად, ისინი გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ, ვიდრე რუმინელები, რომლებსაც ჩვენებმა გადამწყვეტ მომენტში პერიმეტრი ისევე გადაუკეტეს, როგორც სამწამიანი ზონის მისადგომი.

საპირისპირო ფართან კი ქართველთა გუნდი აღმოსავლეთის ქარივით დაჰქროდა. ზემოთ ჩამოთვლილმა ხუთმა კალათბურთელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო კვლავაც ინდივიდუალისტებით გამორჩეული ქვეყანაა.

მეოთხე რაუნდის საწყის 3 წუთში ჩვენმა გუნდმა ქულა ვერ ჩააგდო, რუმინეთმა კი სამქულიანების წყალობით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.

ქართველებს თამაშის დასამშვიდებლად და პერიმეტრის გადასაკეტად წუთშესვენება არ დასჭირვებიათ.

გიორგი ცინცაძე კარგად გრძნობდა, როდის რა უნდა გაეკეთებინა, თამაში საკუთარ თავზე აიღო და ზედიზედ ორი შეტევა ზუსტად დაასრულა. მესამედაც შევიდა, პერიმეტრზე ვიქტორ სანიკიძეს უპასა და საქართველოს ნაკრები 7:0 გაიქცა.

რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს არც წუთშესვენებამ უშველა. სპურტისას მეცხრე ქულა ჩვენს ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილმა დრიბლინგით მოუტანა და სირენამდე 5 წუთით ადრე თანაგუნდელები 78:65 დააწინაურა.

ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. მას მერე ქართველები მშვიდად ათამაშებდნენ ბურთს და შეტევისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ხან სანიკიძე შეიჭრებოდა ჩასატენად, ხან - შენგელია.

ჯეიკობ პულენი კი არაერთხელ შეაჩერეს წესების დარღვევით და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი იყო.

მეოთხე პერიოდი ამჯერად საქართველოს ნაკრებმა მოიგო - 22:15.

46:18

ბოლო მეოთხედზე მსჯელობისას რამდენიმე თემა წამოიჭრა, რომლებზეც ყურადღებას ქვემოთ გავამახვილებთ.

ხუთი კალათბურთელი რომ ჩამოგითვალეთ, ყურადღებას მიაქცევდით, რომ საქართველოს ნაკრებმა ნომინალური ცენტრის გარეშე ითამაშა. ერთი მიზეზი ის იყო, რომ რუმინელების მწვრთნელი ტანდაბალი ხუთეულით თამაშობდა და სამქულიანს სამქულიანზე ესროდა.

მეორე მიზეზი პირველთან გადაჯაჭვული იყო - რადგან მეტოქე აქცენტს ფარქვეშ თამაშზე არ აკეთებდა, ქართველი ფორვარდებიც სამწამიან ზონაში დომინირებდნენ.

ფარქვეშიდან 46 ქულა მოაგროვეს, მაშინ, როცა ამ ადგილიდან რუმინეთმა მხოლოდ 18 ქულა მიითვალა. მასპინძლებს მოხსნებშიც ვაჯობეთ - 33:30.

მთავარი, რის გამოც ჩვენმა გუნდმა ბოლოს ცენტრის გარეშე იასპარეზა, კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას არყოფნა იყო, რომელიც მწვრთნელმა განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ თამაშში არ ჩაურთავს. როგორც რუმინეთიდან გვითხრეს, ზაზას უთამაშებლობის მიზეზი იმ კუნთის ტრავმაა, რის გამოც სეზონის გახსნითი მატჩი გამოტოვა.

სასტარტო ხუთეულში ზაზას ადგილი გიორგი შერმადინმა დაიკავა და კარგადაც დაიწყო. მან სულ 14 წუთი ითამაშა და ნაყოფიერადაც იშრომა. თუმცა, 14-დან 12 წუთი პირველ ტაიმზე მოდის.

13

მეოთხე პერიოდის დასაწყისში რუმინელებმა ორი სამქულიანით სხვაობა ოთხამდე შეამცირესო, დავწერეთ. ცალკე საუბრის თემაა პერიმეტრზე თამაში.

რუმინეთმა 13 სამქულიანი ჩააგდო. ამით ყველაფერია ნათქვამი - მეტი ყურადღება გვჭირდება, თუმცა ბოსნიასთან მატჩისგან განსხვავებით, ჩვენს მეტოქეს ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდა. ასეთი ერთფეროვნება კი ყოველთვის წაგებისთვისაა განწირული.

ჩვენმა ნაკრებმა 8 სამქულიანი გამოიყენა, რაც ურიგო შედეგი არ არის. ჰოლანდიასთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, უნდა აღინიშნოს, რომ პერიმეტრზე თამაში ქართველებმა დაასტაბილურეს: ორი კალათბურთელი მინიმუმ სამ სამქულიანს აგდებს. მარკოიშვილმა 7-დან 3 შორეული ტყორცნა გამოიყვანა, ხოლო პულენს ამდენივეს ჩასაგდებად 6 ტყორცნა ეყო.

4

იყო შემთხვევები, როცა ერთდროულად 2-3 სათადარიგო თამაშობდა. ასეთ დროს ისინი მეტად თამამები იყვნენ და ვერ ვიტყვით, რომ მათი მოედანზე ყოფნისას მეტოქემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ნიკა მეტრეველმა 9 წუთში 4 ქულა ჩააგდო და დაგვანახა, რომ მეტი გამოცდილების შემთხვევაში კიდევ მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ერთ მონაკვეთში გამთამაშებლად ირჯებოდა ბესიკ ლეჟავა, ხოლო ანატოლი ბოისა და ლევან ფაცაცია მწვრთნელმა მსროლელების პოზიციაზე გაამწესა და პერიმეტრზე მეტოქეთა მოძალების შეკავება დაავალა. მათი დახმარება სასტარტოებს, სავარაუდოდ, ბოსნიასთან მატჩშიც დასჭირდებათ.

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი მატჩია - შინ, ბოსნიასთან გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მეორე ადგილსაც გავინაღდებთ და რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც შევწვდებით.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი

რუმინეთი-საქართველო 74:91

21-24,18:23,20-22,15:22

რუმინეთი: რარეს მანდაჩე (22ქ, 2მ, 4პ), მიჰალ-ოქტავიან პაული (14ქ, 1მ, 4პ), იონუტ დრაგუსინი (3ქ, 2მ), დრაგუშ ანდრეი (11ქ, 2მ),) ვლად მოლდოვეანუ (7ქ, 4მ, 3პ), კატალინ ბაჩიუ (3ქ, 4მ), ტიტუს ნიკოარა (10ქ, 11მ, 4პ), მიჰაი სილვაშანი (4ქ, 1მ, 3პ).

მთავარი მწვრთნელი: მლადენ ოსტოიცი

საქართველო: ანატოლი ბოისა (2 მ), გიორგი ცინცაძე (12ქ, 4მ, 8პ), გიორგი შერმადინი (6ქ, 5მ, 1პ), მანუჩარ მარკოიშვილი (17ქ, 2მ, 1პ), ლევან ფაცაცია (1მ), ვიქტორ სანიკიძე (13ქ, 6მ, 2პ), ნიკა მეტრეველი (4ქ, 2მ), თორნიკე შენგელია (23ქ, 10მ, 1პ), ბესიკ ლეჟავა, ჯეიკობ პულენი (16ქ, 1მ, 3პ).

მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მსაჯები: მეჰმეთ კეზერატარი (თურქეთი), სეფი სემეში (ისრაელი), ნიკოლაოს სომოსი (საბერძნეთი)

ბოსნია-ჰოლანდია 99:83

28-14, 21-22, 15-32, 35-15

ბოსნია: ალიბეგოვიჩი (2ქ), მასიჩი (2ქ), ნურკიჩი (4ქ), ვრაბაჩი, რაითი (24ქ, 9მ, 9პ, 5ჩ), ბუზა, მიტროვიჩი, კიკანოვიჩი (20ქ, 10მ), ტელეტოვიჩი (36ქ), პერსიჩი (6ქ), დედოვიჩი (5ქ), სინანოვიჩი.

ჰოლანდია: იანსენი (13ქ, 8პ), უილიამსი, დე იონგი (4ქ), ჰულზებოსი, ტეეუვკენსი (5ქ), სმუელდერსი (21ქ, 15მ), აკერბუმი (9ქ), ელსონი (2ქ), ნორელი (20ქ, 8მ), კანინგემი (3ქ), სლაგთერი (6ქ).

ა

გუნდი

თ

მ

წ

სხვაობა

ქ

1.

ბოსნია

6

4

2

536-511

10

2.

საქართველო

5

4

1

434-400

9

3.

ლატვია

5

3

2

414-353

8

4.

ჰოლანდია

6

2

4

497-543

8

5.

რუმინეთი

6

1

5

434-508

7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

• odala

გუგა, დარწმუნებული ხარ რომ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანში შევდივართ? 5-ში ნაღდად შევალთ და ვაი და მეხუთე აღმოვჩნდეთ? საერთოდ რომ არავისზე ვიყოთ დამოკიდებული სამიდან 2 თამაში მაინც უნდა მოვიგოთ.

• guga

ისე კარგი იქნება სანამ კომენტარს გააკეთებთ ევროპის ცემპიონატის ფორმატს დაუკვირდეთ, ბოსნიასტან მოგების შემთხვევაში ცხადია უკვე ევროპაზე გასულები ვართ და არათუ მოგების ბოსნიასა და ლატვიასთან წაგების და ჰოლანდიასთან მოგების შემთხვევაშიც გავიდივართ, რადგან ასეთ შემთხვევაში 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის ვიქნებით

• odala

ის საიდან მოიტანეთ რომ ერთის მოგების შემთხვევაში 'ევროპაა' და არა 'გრუზია'? ერთს ნაღდად მოიგებენ ალბათ, ჰოლანდიასთან სახლში. ესე იგი, თქვენი ლოგიკით, გავსულვართ?

• mmm

აი-კარგი ანალიზი.ცინცადზე ტვინია ხუტეულის.ზაზა კი მეორე ხუტელისატვის ტვინი და დიდი იმედი.

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო