საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
"ჩიხურა", რომელსაც აქამდე ქულაც კი არ ჰქონდა დაკარგული, მარტვილში დამარცხდა და ჩემპიონატის თანალიდერობა დათმო.

ვივარაუდეთ, რომ არაერთი წამყვანი ფეხბურთელის გასხვისების მიუხედავად, "მერანი" შინ გამარჯვებისთვის იბრძოლებდა და ასეც მოხდა. მეტიც, მალხაზ ჟვანიას გუნდმა ეს ამოცანა წარმატებით განახორციელა.

ნაწვიმარ მოედანზე მატჩი დიდად სანახაობრივი არ გამომდგარა, მაგრამ, სამაგიეროდ, მასპინძლებმაც და სტუმრებმაც წარმატებისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს.

შეხვედრის ბედი კი პირველი ტაიმის მიწურულს გასულმა გოლმა გადაწყვიტა. 37-ე წუთზე ყოფილმა სიონელმა გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი "ჩიხურას" კარში მიწიდან ასხლეტით აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში სოსო ფრუიძის გუნდმა ბევრი იბრძოლა თამაშის გადასარჩენად. დაძაბულობა დიდი იყო და ფეხბურთელთა შორის გარკვეული შეხლა-შემოხლაც დაფიქსირდა.

საბოლოოდ კი "მერანმა" მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება შეძლო და დღეისთვის სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურზეა, რაც ნამდვილად დიდ სიურპრიზად უნდა შევაფასოთ.

საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური

2.09. მარტვილი. ცენტრალური. 800 მაყურებელი

მერანი-ჩიხურა 1:0

გოლი: 1:0 რეხვიაშვილი (37)

მერანი ჩიხურა

4-4-2 4-2-3-1

შეროზია სომხიშვილი

მჭედლიშვილი ოდიკაძე

იობაშვილი ბაკურაძე

გ. ჟვანია ლ. ჭელიძე

ქარქუზაშვილი ქიმაძე

დიდავა ბერიანიძე

ნ. ნოზაძე დიღმელაშვილი

ფონიავა ლომაშვილი

ამბროლაძე ნ. კვასხვაძე

ს. ლომია დეკანოიძე

რეხვიაშვილი გოცირიძე

მწვრთნელები:

მ. ჟვანია ს. ფრუიძე

მერანი

74. ფონიავა - ბუკია

80. რეხვიაშვილი - ბ. ჩხეტიანი

86. ქარქუზაშვილი - მელიავა

სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, გეგეჭკორი, კურტანიძე

ჩიხურა

58. დიღმელაშვილი - ზაბახიძე

65. ლომაშვილი - მუმლაძე

71. დეკანოიძე - გ. ჩხეტიანი

სათადარიგოები: მწყერაშვილი, მურველაშვილი, ძამსაშვილი

გაფრთხილება: დიდავა (66), სომხიშვილი (66), ლომია (87)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gavash
იმედია კიდე ბევრს გაიტან და გადამწყვეტსსს კიდე
gavash
მალადეც გიოოო ზლივს რააააა ველოდებოდი მაგ გოლსსს გამიხარდაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო