საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონის სტარტი აშკარად ჩააგდო.

"მეტალურგთან" და "ტორპედოსთან" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ გიორგი ჭიაბრიშვილი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა, ბათუმის "დინამოსთან" მატჩისთვის კი გუნდი მისმა ასისტენტმა გიორგი ყიფიანმა მოამზადა.

სატურნირო თვალსაზრისით, უკეთეს მდგომარეობაში სტუმრებიც არ იყვნენ. გია გურულის გუნდმა საწყის სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და შედეგი მასაც გასაუმჯობესებელი ჰქონდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემპიონისა და ლიგაში წლეულს აღზევებული ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება საკმაოდ პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო.

გიორგი ყიფიანმა გუნდის შემადგენლობაში, წინა მატჩისგან განსხვავებით, გარკვეული ცვლილებები განახორციელა. ყველაზე თვალშისაცემი ზესტაფონელთა მხრიდან ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაში იყო. გუნდიდან ოვონიკოკოს წასვლის შემდეგ ყიფიანმა ცენტრალურ თავდამსხმელად დავით მუჯირი განამწესა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და მათ დებიუტშივე შეეძლოთ გოლის გატანა: მუჯირის წამოწყებული იერიშის შემდეგ მილხრაუმმა ფლანგიდან ცარიელი კარის წინ მდგარ დავით რაჟამაშვილს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ზესტაფონელთა ნახევარმცველს კარის დალაშქვრაში ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ როგორღაც "მოახერხა" და ბურთი ხარიხას გადააცილა.

ცოტა ხანში დავით მუჯირმა შესანიშნავი პასით სტუმართა მთელი დაცვა უქმად დატოვა და აფციაური მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ზესტაფონელთა კაპიტნის დარტყმა მამინაშვილმა მოიგერია.

ფეროელები უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმის ბოლომდე რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი დავით მუჯირის დარტყმა იყო, რომლის შემდეგაც ფარტენაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

შემდეგ თორნიკე გრიგალაშვილსაც შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მამინაშვილი ამჯერადაც საიმედოდ გაისარჯა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, პირველ ტაიმში ისინი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და კვასხვაძის კარის მიმართულებით მხოლოდ ორჯერ დაარტყეს. ამირან მუჯირის გასროლილი ბურთი ხარიხას გადასცდა, ჯორბენაძის დარტყმა კი როინ კვასხვაძის ნადავლი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის შუაწელამდე საინტერესო არაფერი მომხდარა. მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. 62-ე წუთზე კი ისინი თავად გადაურჩნენ გაშვებულ გოლს.

ზესტაფონელთა შეცდომის შემდეგ დიასამიძე წინ გამოსულ კვასხვაძეს თავზე უგდებდა ბურთს, თუმცა ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და ხარიხას ზემოდან მოხვდა.

ზესტაფონელებმა ტემპს მოუმატეს და თითქოს გოლიც "მომწიფდა", მაგრამ გატანას ვინ დაეძებს, კინაღამ საკუთარ კარში მიიღეს ბურთი: ბათუმელთაგან ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნიკა დიასამიძემ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და მეკარის ბაქანთან ტიმჩიშინს შესანიშნავი პასი გაუკეთა. უკრაინელის დარტყმა, რომელიც კარიდან დაახლოებით 4 მეტრში იმყოფებოდა, კვასხვაძეს შემთხვევით ფეხზე მოხვდა და "ზესტაფონი" ისევ გადარჩა.

დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლის გატანის შანსი არ მისცემიათ. "ზესტაფონმა" საკუთარ არენაზე ქულების დაკარგვას მოუხშირა და გულშემატკივრებიც გულნატკენი დატოვა. სტუმრებისთვის კი ჩემპიონთან გასვლაზე მოპოვებული ქულა მისაღები შედეგი უნდა იყოს.

საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური

02.09.ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1200 მაყურებელი

ზესტაფონი-დინამო(ბთ) 0:0

ზესტაფონი ბათუმი

4-2-3-1 4-2-3-1

ნ. კვასხვაძე მამინაშვილი

ღონღაძე ქორიძე

კობახიძე ზ. ლობჟანიძე

თედ. გრიგალაშვილი ხუხია

თორ. გრიგალაშვილი ფარტენაძე

გორგიაშვილი მახარაძე

შარიქაძე გოგიტაძე

რაჟამაშვილი თევდორაძე

აფციაური ა. მუჯირი

მილხრაუმი ტიმჩიშინი

დ. მუჯირი ჯორბენაძე

მწვრთნელები:

გ. ყიფიანი გ. გურული

ზესტაფონი

55.აფციაური-ბაბუნაშვილი

64. რაჟამაშვილი-ჭანტურიშვილი

81. შარიქაძე-ბენაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, ელიავა, კაჭკაჭიშვილი, ღირდალაძე

ბათუმი

32. მუჯირი-დიასამიძე

64. ჯორბენაძე-აბუსელიძე

70.თევდორაძე-სიჭინავა

სათადარიგოები: პიცანი, ბაჯელიძე, კაკულია, ხუბუა

გაფრთხილება:

ფარტენაძე (45), ტიმჩიშინი (54), თედ. გრიგალაშვილი (56), ღონღაძე (81), ჭანტურიშვილი (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
[VIDEO] მბაპემ უკრაინასთან ეს გააკეთა - კილიანი ცუდ საქციელშია ეჭვმიტანილი
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს