ავსტრალიის ქალაქ ჯილონგში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველორბოლაში. ბოლო სახეობა იყო - ჯგუფური რბოლა მამაკაცებს შორის. ტრასის რელიეფის მიხედვით აშკარად ჩანდა, რომ მაყურებელს 20-30 ველომრბოლისგან შემდგარი ჯგუფური სპრინტერული ფინიში ელოდა.

ავსტრალიის ქალაქ ჯილონგში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველომრბოლაში. ბოლო სახეობა იყო - ჯგუფური რბოლა მამაკაცებს შორის. ტრასის რელიეფის მიხედვით აშკარად ჩანდა, რომ მაყურებელს 20-30 ველომრბოლისგან შემდგარი ჯგუფური სპრინტერული ფინიში ელოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მარკ კევენდიშის მსგავს კლასიკურ ფინიშიორს ან უნივერსალ კეიდელ ევანსს (მოქმედი ჩემპიონი) წარმატების ნაკლები შანსი ჰქონდა.

დისტანციის პირველ ნახევარზე შეტევებს წინასწარ აუთსაიდერთა ჯგუფს განკუთვნილი ველომრბოლები ახორციელებდნენ. მათგან ზოგიერთი ეგზოტიკურ ქვეყანას წარმოადგენდა. მაროკოელი მაჰამად ელ-ამური, ვენესუელელი ჯექსონ როდრიგესი ან სერბი ესად ჰასანოვიჩი სხვანაირად ვერ მიიპყრობდნენ ფართო საზოგადოების ყურადღებას. პელოტონი არ რეაგირებდა ასეთი დონის ველომრბოლთა შეტევებზე, მაშინაც კი, როცა სხვაობამ 23 წუთს მიაღწია. კიდევ ცოტა და გაქცეულები საერთო ჯგუფს წრეზე გაასწრებდნენ. მაშინ მართლაც მხიარული სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ ამ უნიკალურ შემთხვევამდე საქმე არ მისულა.

როგორც კი ჯგუფის სათავეში დევიდ ზაბრისკი აღმოჩნდა, წამყვანმა გუნდებმა ტემპი გაზარდეს და პატარა ამაღლებებზე დაიწყეს ლიდერებთან ჩამორჩენის გაბათილება. როცა სხვაობა რვა წუთამდე შემცირდა, პელოტონი ორ ნაწილად გაიყო. წინ აღმოჩნდა 32 მრბოლელი, მათ შორის ერთდღიანი კლასიკური რბოლების სპეციალისტები - ფილიპ ჟილბერი, მატი ბრეშელი, ტონი მარტინი, ლეიფ ჰოსტი და სტიუარდ ო'გრეიდი. ამ ჯგუფში რბოლა მიჰყავდათ იტალიელ და ესპანელ მრბოლელებს ფილიპო პოცატოსა და კარლოს ბარედოს მეთაურობით.

ორი ჯგუფის "ცხელ" ბრძოლაში რბოლა მიატოვა "კოლამბიას" ორმა ძლიერმა სპრინტერმა - მარკ კევენდიშმა და ავსტრალიელმა მეტიუ გოსმა. ევანსისა და ვინჩენცო ნიბალის ზეწოლით ლიდერთა ჯგუფი თანდათან დაიშალა. ამ დუეტს არ უნდოდა საქმის საფინიშო გარჩევამდე მიყვანა. მალე მათ რბოლის მთავარი ფავორიტი ფილიპ ჟილბერი მიეკედლა. ფინიშამდე ხუთი კილომეტრით ადრე ნახევარი წუთით დაწინაურებული ჟილბერი დაიღალა და ტემპს უკლო. თანდათან შეტევებით დაშლილი ჯგუფი შეერთდა და სპრინტერული ფინიშისთვის მოემზადა.

პირველი წინ დანიელი ბრეშელი გავიდა, რომელსაც "ასტანას" ავსტრალიელი პილოტი ალენ დევისი ჩაუგდა კვალში. ნორვეგიელი ტორ ჰუშოვდი პარალელური გზით უტევდა და მის საფინიშო სპურტს წინ ვერავინ აღუდგა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული ჩემპიონის მაისურში გამარჯვება - იშვიათი მოვლენაა, შესაბამისად, პრესტიჟული. ნორვეგიელმა წერტილი დაუსვა მისთვის არცთუ ისე წარმატებულ სეზონს.

"ჯერ ვერ აღვიქვამ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის, - სიხარულს ვერ მალავდა სკანდინავიელი. - ერთი მიზანი დამრჩა - "პარიზი-რუბეს" რბოლაში გამარჯვება. თუმცა იქამდე დიდი დროა, ახლა კი გამარჯვებით უნდა დავტკბე. მე გამოვიყენე შანსი, რომელიც შეიძლება აღარც მქონდეს".

ჯგუფური რბოლა. 262.7 კმ

1. ტორ ჰუშოვდი (ნორ) - 6:21:49; 2. მატი ბრეშელი (დან) - იგივე დრო; 3. ალან დევისი (ავსტრა) - იგივე დრო; 4. ფილიპო პოცატო (იტა) - იგივე დრო; 5. გრეგ ვან ავერმატი (ბელ) - იგივე დრო; 6. ოსკარ ფრეირე (ესპ) - იგივე დრო...

კონტადორი წასვლაზე ალაპარაკდა

ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა ალბერტო კონტადორმა განაცხადა, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირისგან დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სპორტს მიატოვებს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ვარსკვლავი დროებით ჩამოშორებულია ტურნირებს დადებითი დოპინგსინჯის გამო, რომელიც 21 ივლისს ტურ დე ფრანსზე იყო აღებული.

"სინანულის გრძნობა და იმედგაცრუება მიპყრობს იმის გამო, რაც ველოსპორტის სამყაროში ხდება. როცა ეს სადოპინგო პროცესი ამოქმედდა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჩემთვის თითქოს დრო გაჩერდა. ბევრჯერ მინახავს ბავშვები ტრასის მიღმა, რომლებიც მიყურებენ და ოცნებობენ ისეთები გახდნენ, როგორიც მე ვარ. ახლა მინდა მათ ვუთხრა - არ ეცადონ გახდნენ ჩემპიონები, რადგან ეს სამყარო არასამართლიანია.

ჯერ არ ვარ მზად ჩემს მომავალზე სალაპარაკოდ, იმიტომ, რომ ახლა ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ვიბრძვი. თუმცა არ დავმალავ, რომ ამ კვირას უკვე ვიფიქრე პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ", - ამბობს კონტადორი ფრანგულ გამოცემა "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ალბერტომ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა ურჩია არაფერი ეთქვა დადებითი დოპინგსსინჯის შესახებ იქამდე, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვეოდა. თავად მრბოლელმა მის ორგანიზმში მოხვედრილი კლენბუტეროლის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში შეიტყო, მაგრამ საქმის კურსში არ ჩააყენა არც თავისი ამჟამინდელი გუნდი "ასტანა" და არც მომავალი გუნდი - SaxoBank, რომელშიც ესპანელი 2011 წლიდან გამოვა. როცა კონტადორის დოპინგსკანდალის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, ორივე გუნდის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება ვერ დამალა მრბოლელის მოქმედებით.

"საერთაშორისო კავშირის მოთხოვნით ვინარჩუნებდი დუმილს, - ამბობს კონტადორი. - მათ ეგონათ, რომ ეს სიტუაცია მალე მოგვარდებოდა. ამიტომაც არ ჩავაყენე საქმის კურსში გუნდები. ალბათ, საჭირო იყო SaxoBank-ის ინფორმირება, მაგრამ მაშინ მიმაჩნდა, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ჩუმად ვიქნებოდი".

ესპანელი გამოეხმაურა ორი დღის წინ გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, რომ მის ორგანიზმში კლენბუტეროლის მოხვედრა, შესაძლოა, "გამდიდრებული" სისხლის გადასხმას დაბრალდეს. კონტადორის აზრით, ეს მის ავტორიტეტს დიდ ზიანს აყენებს: "ამგვარი ჭორებისგან ზარალი უდიდესია. ერთიანად დაივიწყეს ყველაფერი, რაც მე ველოსპორტს ამ წლების განმავლობაში შევწირე. რადგან საქმე აქამდე მივიდა, აუცილებლად ვიბრძოლებ, მაგრამ ის ზიანი, რომელიც მე მომაყენეს, უდიდესია. ამით დაზარალდება არა მხოლოდ ჩემი იმიჯი, არამედ დანარჩენი ველომბროლები და თავად ტურ ფრანსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის